ჟოზე მოურინიომ "სტოკ სიტისთან" 1-1 მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი
"მარტივად - "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მატჩი ამ სეზონში. პირველ ტაიმში 3-0 ან 4-0 უნდა ყოფილიყო, საბოლოო ანგარიში კი 6 ან 7-გოლიანი სხვაობა. ვერ ვიჯერებ, რომ 1-1 დასრულდა. დაუმსახურებელი იყო. ვიმეორებ - უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე "ლესტერთან", რადგან იქ შედეგი უფრო მეტი ვაჩვენეთ, ვიდრე თამაში, აქ კი პირიქით."
განიავებული შანსები
"პირველ ტაიმში, პირველ წუთზე, საოცარი შანსი საოცარი თამაშით, შემდეგ, რამდენიმე წუთში, კიდევ ერთი შანსი პოლ პოგბას გასვლისას მეკარის პირისპირ. პირველ ტიამში სამი თუ ოთხი შანსი გვქონდა, მეორეში - სამი თუ ოთხი. ხარიხას გავარტყით. ყველაფერი გავაკეთეთ. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბურთს შევეხეთ, ვიმოძრავეთ, შანსები შევქმენით. ნამდვილად კარგი თამაში იყო, თამაში, რომლითაც კომფორტული ანგარიშით უნდა მოგვეგო, ბოლო კი ორი ქულა დავკარგეთ."
დიდებული გრანდი
"პირველივე წუთში მეკარე გასაოცარ სეივს აკეთებს. მთელი თამაშის განმავლობაში ასე იყო. ორივე ტაიმში გვქონდა შანსები. ამაზე სამართლიან არგუმენტს ვერავინ მოგიყვანთ."
"სტოკის" "მოკვლის" მცდელობის უშედეგებოდა
"საფრთხე არსებობდა, მაგრამ მეორე გოლის გატანის შანსიც გვქონდა. გოლის გატანის შემდეგ ბურთი მათთვის რომ დაგვეთმო, ჩვენს საჯარიმოში დაგვეხია და მცირე ძალებით შეგვეტია, გავრისკავდით. ჩვენ არ გავრისკეთ. მატჩის მოკვლა ვცადეთ, რაც ჩვენი აზრით შეგვეძლო და უნდა გაგვეთებინა. მათ გაუმართლათ, ჩვენ არა, ეს არის ფეხბურთი." 15 დღე "ლივერპულამდე"
"სამწუხაროა, რადგან შედეგი არ არის კარგი, სამწუხაროა, რადგან სამ-ოთხ დღეში არა გვაქვს თამაში, სამწუხაროა, რადგან ფეხბურთელებთან ვერ ვიმუშავებ, მაგრამ ასეთია ფეხბურთია და ჩემი აზრით, ყველა სწუხს, მაგრამ თამაშის დონით მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. გულშემატკივარი იმედგაცრუებულია, მაგრამ რეაქცია ამტკიცებს, რომ ეს იყო შუა დღე, როცა ყველაფერი გავაკეთეთ."