თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2016, 20:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3900,
კომენტარები: 42
მოურინიოს ვერდიქტი მატჩის შესახებ
ჟოზე მოურინიო "სტოკ სიტისთან" მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი მატჩის შესახებ
ჟოზე მოურინიომ "სტოკ სიტისთან" 1-1 მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი

"მარტივად - "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მატჩი ამ სეზონში. პირველ ტაიმში 3-0 ან 4-0 უნდა ყოფილიყო, საბოლოო ანგარიში კი 6 ან 7-გოლიანი სხვაობა. ვერ ვიჯერებ, რომ 1-1 დასრულდა. დაუმსახურებელი იყო. ვიმეორებ - უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე "ლესტერთან", რადგან იქ შედეგი უფრო მეტი ვაჩვენეთ, ვიდრე თამაში, აქ კი პირიქით."

განიავებული შანსები

"პირველ ტაიმში, პირველ წუთზე, საოცარი შანსი საოცარი თამაშით, შემდეგ, რამდენიმე წუთში, კიდევ ერთი შანსი პოლ პოგბას გასვლისას მეკარის პირისპირ. პირველ ტიამში სამი თუ ოთხი შანსი გვქონდა, მეორეში - სამი თუ ოთხი. ხარიხას გავარტყით. ყველაფერი გავაკეთეთ. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბურთს შევეხეთ, ვიმოძრავეთ, შანსები შევქმენით. ნამდვილად კარგი თამაში იყო, თამაში, რომლითაც კომფორტული ანგარიშით უნდა მოგვეგო, ბოლო კი ორი ქულა დავკარგეთ."

დიდებული გრანდი

"პირველივე წუთში მეკარე გასაოცარ სეივს აკეთებს. მთელი თამაშის განმავლობაში ასე იყო. ორივე ტაიმში გვქონდა შანსები. ამაზე სამართლიან არგუმენტს ვერავინ მოგიყვანთ."

"სტოკის" "მოკვლის" მცდელობის უშედეგებოდა

"საფრთხე არსებობდა, მაგრამ მეორე გოლის გატანის შანსიც გვქონდა. გოლის გატანის შემდეგ ბურთი მათთვის რომ დაგვეთმო, ჩვენს საჯარიმოში დაგვეხია და მცირე ძალებით შეგვეტია, გავრისკავდით. ჩვენ არ გავრისკეთ. მატჩის მოკვლა ვცადეთ, რაც ჩვენი აზრით შეგვეძლო და უნდა გაგვეთებინა. მათ გაუმართლათ, ჩვენ არა, ეს არის ფეხბურთი."

15 დღე "ლივერპულამდე"


"სამწუხაროა, რადგან შედეგი არ არის კარგი, სამწუხაროა, რადგან სამ-ოთხ დღეში არა გვაქვს თამაში, სამწუხაროა, რადგან ფეხბურთელებთან ვერ ვიმუშავებ, მაგრამ ასეთია ფეხბურთია და ჩემი აზრით, ყველა სწუხს, მაგრამ თამაშის დონით მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. გულშემატკივარი იმედგაცრუებულია, მაგრამ რეაქცია ამტკიცებს, რომ ეს იყო შუა დღე, როცა ყველაფერი გავაკეთეთ."

ინტერვიუები
42 კომენტარი
№31
ავტორი: Phil Jones
3 ოქტომბერი 2016 00:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მილიონი პროცენტით ვეთანხმები მოურინიოს! ეს იყო საუკეთესო თამაში, მახსოვს შარშან ვეხვეწებოდი გუნდს ოღონდ კარში დაარტყით და საერთოდ არმინდა მოგებათქო, ზუსტად მაგ ტიპის თმაში იყო, ასეთი თამშით დიდი შანსია რომ ჩემპიონები გახდნენ. დამიჯერეთ ყველა ეს მეკარე ვერ ინება და ასეთ იღბლიანი!
0
№32
ავტორი: kobinio
3 ოქტომბერი 2016 01:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ისეთ ქულებს ვკარგავთ რომელიც ბოლოს სანატრელი გვექნება,ესაა მთავარი მაგრამ როგორც მანჩესტერის ქომაგს იანვრიდან მეორე დიხანია გახსნილი იუნაიტედის იმედად ვრ

ისეთ ქულებს ვკარგავთ რომელიც ბოლოს სანატრელი გვექნება,ესაა მთავარი მაგრამ როგორც მანჩესტერის ქომაგს იანვრიდან მეორე დიხანია გახსნილი იუნაიტედის იმედად ვრ
0
№33
ავტორი: Malboro463
3 ოქტომბერი 2016 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: Lev
მართლა ერთერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ ტემპის და კომბინაციების თვალსაზრისით!!!!!!!!

მე ხომ უყურებ რა თქვა კარგი თამაშით შედეგი არ იდებაო. სადაც შედეგი იყო იქ თამასი არაო
0
№34
ავტორი: Dato Sirabidze
3 ოქტომბერი 2016 03:12
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
მე ვინც მიცნობს აქ სტატიებს ვწერ,ხოლო ფეისბუქზე მიყვარს მსჯელობები, დავრბივარ უცხოურ საიტებზე იმიტომ რომ იქ მეტი აქტიურობაა და ამასთან ობიექტური აქტიურობა, სწორი მსჯელობები და ანალიზი და არა ბილეთში გამისხა და ასე და ისე, კომენტარების რიცხვს რაც უფრო მეტს ნახავ შენც გინდება ჩართვა განხილვაში მაგრამ დაწერილ წინადადებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ზოგს ბანალურად ეჩვენება სიტყვები გუნდი თუ გიყვარს მოითმინო უნდაო :) ახლა ეს დრო გვაქვს ჩვენ, დღეს რო მოგვეგო და მომენტები გამოგვეყენებინა იტყოდნენ საჩემპიონო გუნდი ვართო, ფრე გავაგორეთ 0.1%–დან და ჩაგხვსნეს ყველაფრიდან, ასე მცირედი მანძილია წარმატებასა და წარუმატებლობას შორის ? გუნდში არის პროგრესი, ვთამაშობთ ფეხბურთს და ამას კიდე უფრო დავხვეწავთ, ძალიან მაგარი მატჩი იყო და იმედგაცრუებაა ახლავს გულშემატკივრობას, ასე გავაგრძელოთ და ბევრს მივაღწევთ, სულ რო არაფერი იმ მატჩებზე მივედით, სადაც მატჩის ყველაზე ცუდი მოთამაშე უკვე დავიდ დე ხეაა (გამგები გაიგებს და არ მომაძახებს დე ხეასთან რა გინდაო) .

და ერთიც, როცა მოურინიო დაინიშნა სადღა იქნება ახლა სანახაობაა ეგ სულ რეზულტატზე ითამაშებსო... სინამდვილეში ჟოზემ ძაან დიდი სიტყვები თქვა მე განსხვავებული ფეხბურთის თამაშს ვაპირებ და ამას ნახავთო ! დღეს იყო სანახაობა მარა არ გამართლებით არ დაიდო შედეგი, ახლაა რეზულტატი სად არის არა ? არაა ეგრე, ორივე იქნება, ჟოზე უმაგრესია ხალხო და მის ხელში როა გუნდი უნდა გიხაროდეს კი არა წადი სტოკს ვერ მოუგეო :)
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№35
ავტორი: Buk777
3 ოქტომბერი 2016 07:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Arafeli ar unda lingardi unda amoagdos da gaagdos vafshe da mxito daayenos da marsiali xo aris da aris ra

Wels arc mqonda me amati imedi nu otxeulshi unda shedzvres da meti arafeli magram dzan ar unda chamovshordet grandebs
0
№36
ავტორი: Legend Sir Alex
3 ოქტომბერი 2016 09:32
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
სირცხვილია იმ ხალხის მხრიდან ვინც გუშინდელ თამაშს ვან გაალის დროის თამაშს ადარებს და მოუს ხელში გუნდის პროგრესს ვერ ხედავს, მეც ძალაინ იმედგაცრუებული ვარ გუშინდელი შედეგით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბურთს აერ სურდა სტოკის კარში შესვლა. გუნდი თამაშობს ხალხო, არის უკვე ის რისი ნახვაც 3 წლის გნმავლობაში ყველა იუნაიტედის ფანს სურდა, რას ვიზავთ ფეხბურთი სამწუხაროთ ასეთია გუშინ საუკეთესო გუნდს იღბალმა ზურგი შექცია, ესაა ნამდვილი მანჩესტერი რომელიც ბურთის გატანის შემდეგ მეტოქეს კვლავ უტევს და ცდილობს მეტოქეს მუდმივად შეუტიოს, გენაცვალე მოუ, გენაცვალე, ეგ არაფერია, რაც მთავარია გუნდმა ესეთი თამაშის ჩვენება გააგრძელოს და შედეგიც აუცილებლად მოვა. GGMU love
0
№37
ავტორი: WeAreUnited
3 ოქტომბერი 2016 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: გიორგი
ბოლო დროს ძაან უაზრო ხდება ამ საიტზე შემოსვლა. არადა თავის დროზე ყოველთვის მიყვარდა აქ კომენტარების კითხვა, უფრო ცოტა იყო, ბევრი განსხვავებული აზრით, მაგრამ დასაბუთენული და ისეთი, რომ კამათი შეიძლებოდა

გულშემატკივრობა ყველას თავისებურად ესმის ეს გასაგებია მაგრამ ყოველი წაგების მერე გუნდს დედის ცენზურა არ უნდა აფარო, შეიძლება იმსჯელო პრობლემებზე მარა ესე არაა, მოიგებს აღმერთებ და მეორე დღეს დედას იმიტომ აგინებ რო თურმე ბილეთში გაგისხა. თან როგორ უხარიათ ხოლმე აქ შემოსვლა და აი ხო გეუბნებოდიტ მოურინიო რო ცენზურაა და რაღაცა, თითქმოს რამე საამაყო და სასიხარულო იყოს ამაში

აზრის გამოხატვას არავის ვუშლით, მაგრამ ამიერიდან უაზრო კომენტარების ავტორები დაიბლოკებიან


ძალიან სამართლიანია ეს იყო წმინდა წყლის უღბლობა სტოკის ყველა ფანმა უნდა აულოკოს ერთი ადგილი მეკარეს რომელმაც უბრალდო ძალიან ძალიან ბევრი სეივი გააკეთა არვიცი ყველა კომპონენტში გავაფარჩაკეთ მაგრამ რატომ უნდა ვამბობმდე ამ მაგრამს არ მესმის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება -2 ქულა ერთი მეც ბევრ ბარათში გამისსხა მანჩესტერმა და კიდევ ბევრში დავწერ სულ უიმედო რომ ვიყო :)
0
№38
ავტორი: qamari
3 ოქტომბერი 2016 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: გიორგი
ბოლო დროს ძაან უაზრო ხდება ამ საიტზე შემოსვლა. არადა თავის დროზე ყოველთვის მიყვარდა აქ კომენტარების კითხვა, უფრო ცოტა იყო, ბევრი განსხვავებული აზრით, მაგრამ დასაბუთენული და ისეთი, რომ კამათი შეიძლებოდა

გულშემატკივრობა ყველას თავისებურად ესმის ეს გასაგებია მაგრამ ყოველი წაგების მერე გუნდს დედის ცენზურა არ უნდა აფარო, შეიძლება იმსჯელო პრობლემებზე მარა ესე არაა, მოიგებს აღმერთებ და მეორე დღეს დედას იმიტომ აგინებ რო თურმე ბილეთში გაგისხა. თან როგორ უხარიათ ხოლმე აქ შემოსვლა და აი ხო გეუბნებოდიტ მოურინიო რო ცენზურაა და რაღაცა, თითქმოს რამე საამაყო და სასიხარულო იყოს ამაში

აზრის გამოხატვას არავის ვუშლით, მაგრამ ამიერიდან უაზრო კომენტარების ავტორები დაიბლოკებიან

ფერგის დიადი მწვრთვნელობა მარტო იმაში კი არ იყო რომ იგებდა .არამედ ისიც გათვალა .შემდეგი მოგებები უფრო დიდ სამუშაოს მოითხოვდა ,როგორც მწვრთნელის ისე ფეხბურთელის მხრიდან .თვითონ თუ იზამდა ფეხფურთელების მოტივირება გაძნელდებოდა ( ამხელა ხელფასის მქონეს) დღევანდელ პრემიერლიგაში გარანტირებული მოგება არავის აქვს და ამიტომ არის ყურებადიც და საინტერესოც
0
№39
ავტორი: levionok
3 ოქტომბერი 2016 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მოგებულის ქომაგობა ადვილია,ღირსეულია როცა წაგებულს უდგახარ გვერდში და ეს გაითვალისწინეთ ყველამ,არ შევიდა ისეთი ბურთები რომლებიც უნდა შესულიყო და გავიდა ჩვენს კარში ისეთი გოლი რომელიც არ უნდა გასულიყო არის მომენტები როცა ასეთი დიდი უპირატესობა არ აისახება შედეგში მომეწონა გუნდი მთლიანად მათი მიგდომა და მათი ბრძოლი უნარიანობა მათი ჯინი გამარჯვებისა ასე გააგრძელონ და შედეგი აუცილებლად მოვა აუცილებლად,ასეთ თამაშებში მიკი გვჭირდება მიუხედავად იმისა რომ კრეატივი ამ თამაშს არ აკლდა მიკი კიდევ დაუმატებდა თავისას...წინ წარმატებისკენ ყველა ერთად და მოეშვით აზრს მოკლებული კომენტარების წერას მანჩესტერის ფანს ეს არ შეეფერება!!!
0
№40
ავტორი: REDmonday
3 ოქტომბერი 2016 11:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: Best 7
Am 15 dghis ganmavlobashi zhoze awon dawonis yvelafers da movugebt albat liverpuls da dzalianac gvasiamovnebs

ოღონდ ეგ თამაში მოვიგოთ და არ დავეძებ ო წაგებას და ამ ერთ ფრეს, ჩემთვის მაგალითად მაგარი პრინციპული მატჩია როგორც გულშემატკივრისთვის იმიტო, რო ჩემ გარშემო ლივერის ფანები და მანიუს ჰეითერები უფრო ბევრია ვიდრე მხარდამჭერები და უკვე 3 წელია ამათ დაცინვას ვისმენ

მართალია სტოკის კიპერმა ერთ-ერთი საუკეთესო მათჩი ჩაატარა, არ დავუკარგოთ. პოგბა პირველი დარტყმული, არ ვიცი რამდენად შეძლებდა შორეულ კუთხეში დარტყმას და გაშვებას იმ პოზიციიდან, მაგრამ თუ შეეძლო ზუსტად მასე უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ნუ შეიქმნა სიტუაცია და შეიძლება იჩქარა ან უბრალოდ ვერ დაინახა ის კუთხე, ამ მომენტს უფრო უიღბლობას კიარა შესრულების ხარისხის ხარვეზს დავარქმევდი, მაგრამ მაინც კარგია როცა თუნდაც ასეთი მომენტი იქმნება და დასაფასებელი.

რაც შეეხება ლინგარდს, კარგად ითამაშა დასწრებაზე და დაარტყა როგორც შესაძლებელი იყო მეტი არც მოეტხოვებოდა ეგ 100% იანი მეკარის კარგი თამაშის დამსახურება იყო რომ არ გავიდა. აი ზლატანზე კიდე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ 4 გატანილი გოლით თავი უკვე მართლა ღმეთი გონია და გონია როგორც კი ბურთს შეეხება მაშინვე გაიტანს და ეგ აზრები სტოკის კიპერმა პირველი წუთებში გაუქრო, ჩემ აზრით ხასიათიც გაუფუჭა მაგ მომენტმა. არადა ისევ შორეულ კუთხეში რა კარგად გაუშვებდა, არც მაგას დავარქმევ უიღბლობას, ისევ და ისევ შესრულების ნაკლი იყო. მაგრამ იბრასაც მაინც ყოჩაღ არაერთხელ დაურტყა ისეთი რომელიც შეეძლო გაეტანა.

უიღბლობა იყო პოგბას თავური, რომელიც ხარიხას მოხვდა, იბრას ერერას შორეული დარტყმები თუნდაც ბლინდის. რას ვიზამთ კარგი თამაში აჩვენეს მაინც მთლიანობაში მაგრამ შედეგი ვერ დადეს. იმედია გამოსწორდება ნელ ნელა ის პატარა შესრულების ხარვეზები რაც ამ თამაშში დავინახეთ. მთავარია ბურთის ფლობა და კონტროლი მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან, ეს კომპონენტი რო საგრძნობლად წინ ამოვწიოთ და გავაუმჯობესოთ დარწმუნებული ვარ წლის ბოლოს ძალიან კარგი შედეგი გვექნება, თუნდაც სიამოვნების მიღების მხრივ. იმიტომ რომ შემსრულებლები საკმაოდ გვყავს: იბრა პოგბა რეშფორდი მარსიალი, აქეთ ლინგარდი და მხითარიანიც ჩაერთვებიან იმედია რუნი გამოჯანმრთელდება როგორც ფეხბურთელი, ერერაც არაერთ გოლს გაიტანს კიდევ დარწმუნებული ვარ.

ასე რომ მთავარია გეგმას მიყვნენ, ბურთის კონტროლი, კომპინაციები და ინდივიდუალური შესრულება.

P.S. ფლანგზე მარსიალი ძალიან მომოწონს და მისი დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ რატომღაც მაინც მგონია რო მოედანზე კრეატიული, შემოქმედი ფეხბურთელი გვაკლია, მეგონა დეპაი იქნებოდა ასეთი, იმიტომ რომ იდო მასში მაგის დიდი პო,ტენციალი, მაგრამ რატომღაც რეგრესს განიცდის. ზლატანი მალე წავა გუნდიდან, მის ადგილას სავარაუდოდ რეშფორდი იქნება, მარსიალი რო ძირითადის კაცია ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც შემოქმედი ფეხბურთელი, როგორიც რონალდო იყო მანჩესტერში საჭიროა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top