ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. ჯგუფური ეტაპი მე-2 ტური
თარიღი: ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)
მატჩის დასაწყისი: 23:05, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: მარსიალიჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შოუ, მხითარიანი
განაცხადი:
"ზარია"
ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი:
"ზარიას" რეგულარულად გააქვს გოლი ევროტირნირების გასვლით მატჩებში, რაც დიდი სარგებელი იქნება სახელოვანი "იუნაიტედის" წინააღმდეგ.
ქაღალდზე ძალიან ადვილი ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საშინაო მატჩი, მაგრამ "ზარიას" მიერ გასვლაზე გატანილი გოლების რაოდენობა ჟოზე მოურინიოს თავსატეხს გაუჩენს.
წინა შეხვედრები
გუნდები მანამდე უეფა-ს ტურნირებზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. "ზარია" პირველად ეთამაშება ინგლისურ კლუბს.
"იუნაიტედი" უკრაინული კლუბების წინააღმდეგ ზედიზედ ექვს მატჩში არ დამარცხებულა - 4მ და 2ფ. "ოლდ ტრაფორდზე" "წითლებმა" სამი მატჩი მოიგეს და მათში არცერთი გოლი არ გაუშვიათ.
ფაქტები გუნდების შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედი"
2013 წლის მარტში მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დამარცხების შემდეგ "იუნაიტედს" 11 ევროტურნირის მატჩიდან (8მ, 3ფ) არცერთი არ წაუგია. უეფა-ს თასის/ევროპის ლიგის ბოლო 6 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს "ოლდ ტრაფორდზე" (1მ, 3ფ, 2წ)/
"იუნაიტედი" პირველად ასპარეზობს უეფა-ს თასის/ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
მანჩესტერელებს არასდროს მოუგიათ უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა.
"ზარია"
"ძარია" პირველად მოხვდა ევროტურნირის ძირითად ბადეში.
ლუგანელების სტატისტიკა შვიდ გასვლით შეხვედრაში: 4მ, 1ფ, 2წ. "ზარიას" გასვლითი მატჩებიდან მხოლოდ ერთში არ გამოუვიდა გოლის გატანა. საშუალოდ, ერთ გასვლით შეხვედრაში ისინი 2 ბურთზე მეტს იტანენ.
კავშირი გუნდებს შორის
ლუგანსკსა და მანჩესტერს 2900 კილომეტრი აშორებთ. მანძილი ოდესამდე, სადაც "ზარია" თავის საშინაო ევრომატჩებს ატარებს, შედარებით ნაკლებია - 2500 კილომეტრი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს უეფა-ს თასზე/ევროპის ლიგაზე 2001 წლის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ შვედი "აიაქსის" რიგებში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც უეფა-ს თასის ხუთ შეხვედრაში ორჯერ გამოიჩინა თავი.
უეინ რუნის ერთი გოლის გატანა აშორებს რუდ ვან ნისტელროის რეკორდის გამეორებასთან - "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი ევროტურნირებზე (37 გოლი).
დონეცკის "შახტიორის" რიგებში ასპარეზობისას ჰენრიხ მხითარიანმა "ზარიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა მოედანზე გასვლის შემთხვევაში თავის 50-ე ევროპულ მატჩს ჩაატარებს.
გუნდების მწვრთნელებიჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.
ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.
2011 წლის ნოემბერში "ზარიას" მწვრთნელი იური ვერნიდუბი გახდა, რომელიც მანამდე მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო გასულ სეზონში მან გუნდი უკრაინის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. 1999 წელს ფეხბურთელის კარიერის მიწურულს, ვერნიდუბი რუსეთის თასის მფლობელი გახდა "ზენიტის" შემადგენლობაში.
იური ვერნიდუბის შვილი ვიტალი "გაბალას" შემადგენლობაში ასპარეზობს, რომელიც ასევე თამაშობს ევროპის ლიგაზე.
გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:24.09.2016. "იუნაიტედი" - "ლესტერი" 4:1 (სმოლინგი 22', მატა 37', რეშფორდი 40', პოგბა 42' - გრეი 59')
"იუნაიტედი დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ბაიი, ბლინდი, ლინგარდი (კერიკი 78), პოგბა, ერერა, მატა (იანგი 87), რეშფორდი (რუნი 83), იბრაჰიმოვიჩი
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 12 ქულა.
24.09.2016. "ზარია" - "ვორსკლა" 2-1 (ლიუბენოვიჩი, 42, პაულინიო 84 - დიტიატიევი 90+4)
"ზარია": შევჩენკო, სივაკოვი, ოპანასენკო (სობოლო 46'), კამენიუკა, გორდიენკო, გრეჩიშკინი, პეტრიაკი, კარავაევი, ლიუბენოვიჩი (ლიპარტია 75), კულაჩი (პაულინიო 63')
მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 20 ქულა