თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2016, 12:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3718,
კომენტარები: 25
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. ჯგუფური ეტაპი მე-2 ტური
თარიღი: ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)
მატჩის დასაწყისი: 23:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მარსიალიჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შოუ, მხითარიანი
განაცხადი:



"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)

"ზარია"

ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი:


"ზარიას" რეგულარულად გააქვს გოლი ევროტირნირების გასვლით მატჩებში, რაც დიდი სარგებელი იქნება სახელოვანი "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

ქაღალდზე ძალიან ადვილი ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საშინაო მატჩი, მაგრამ "ზარიას" მიერ გასვლაზე გატანილი გოლების რაოდენობა ჟოზე მოურინიოს თავსატეხს გაუჩენს.

წინა შეხვედრები


გუნდები მანამდე უეფა-ს ტურნირებზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. "ზარია" პირველად ეთამაშება ინგლისურ კლუბს.

"იუნაიტედი" უკრაინული კლუბების წინააღმდეგ ზედიზედ ექვს მატჩში არ დამარცხებულა - 4მ და 2ფ. "ოლდ ტრაფორდზე" "წითლებმა" სამი მატჩი მოიგეს და მათში არცერთი გოლი არ გაუშვიათ.


ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


2013 წლის მარტში მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დამარცხების შემდეგ "იუნაიტედს" 11 ევროტურნირის მატჩიდან (8მ, 3ფ) არცერთი არ წაუგია. უეფა-ს თასის/ევროპის ლიგის ბოლო 6 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს "ოლდ ტრაფორდზე" (1მ, 3ფ, 2წ)/

"იუნაიტედი" პირველად ასპარეზობს უეფა-ს თასის/ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მანჩესტერელებს არასდროს მოუგიათ უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ზარია" (პრევიუ)

"ზარია"


"ძარია" პირველად მოხვდა ევროტურნირის ძირითად ბადეში.

ლუგანელების სტატისტიკა შვიდ გასვლით შეხვედრაში: 4მ, 1ფ, 2წ. "ზარიას" გასვლითი მატჩებიდან მხოლოდ ერთში არ გამოუვიდა გოლის გატანა. საშუალოდ, ერთ გასვლით შეხვედრაში ისინი 2 ბურთზე მეტს იტანენ.

კავშირი გუნდებს შორის


ლუგანსკსა და მანჩესტერს 2900 კილომეტრი აშორებთ. მანძილი ოდესამდე, სადაც "ზარია" თავის საშინაო ევრომატჩებს ატარებს, შედარებით ნაკლებია - 2500 კილომეტრი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს უეფა-ს თასზე/ევროპის ლიგაზე 2001 წლის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ შვედი "აიაქსის" რიგებში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც უეფა-ს თასის ხუთ შეხვედრაში ორჯერ გამოიჩინა თავი.

უეინ რუნის ერთი გოლის გატანა აშორებს რუდ ვან ნისტელროის რეკორდის გამეორებასთან - "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი ევროტურნირებზე (37 გოლი).

დონეცკის "შახტიორის" რიგებში ასპარეზობისას ჰენრიხ მხითარიანმა "ზარიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა მოედანზე გასვლის შემთხვევაში თავის 50-ე ევროპულ მატჩს ჩაატარებს.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

2011 წლის ნოემბერში "ზარიას" მწვრთნელი იური ვერნიდუბი გახდა, რომელიც მანამდე მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო გასულ სეზონში მან გუნდი უკრაინის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. 1999 წელს ფეხბურთელის კარიერის მიწურულს, ვერნიდუბი რუსეთის თასის მფლობელი გახდა "ზენიტის" შემადგენლობაში.

იური ვერნიდუბის შვილი ვიტალი "გაბალას" შემადგენლობაში ასპარეზობს, რომელიც ასევე თამაშობს ევროპის ლიგაზე.

გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:

24.09.2016. "იუნაიტედი" - "ლესტერი" 4:1 (სმოლინგი 22', მატა 37', რეშფორდი 40', პოგბა 42' - გრეი 59')

"იუნაიტედი დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ბაიი, ბლინდი, ლინგარდი (კერიკი 78), პოგბა, ერერა, მატა (იანგი 87), რეშფორდი (რუნი 83), იბრაჰიმოვიჩი

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 12 ქულა.

24.09.2016. "ზარია" - "ვორსკლა" 2-1 (ლიუბენოვიჩი, 42, პაულინიო 84 - დიტიატიევი 90+4)

"ზარია": შევჩენკო, სივაკოვი, ოპანასენკო (სობოლო 46'), კამენიუკა, გორდიენკო, გრეჩიშკინი, პეტრიაკი, კარავაევი, ლიუბენოვიჩი (ლიპარტია 75), კულაჩი (პაულინიო 63')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 20 ქულა
მატჩის წინ
25 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2016 15:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: REDmonday
ციტატა: გიორგი
ციტატა: REDmonday
ციტატა: გიორგი


უკრაინაში რო ჩავლენ ყველაზე კაი თამაში დადონ და ეგაა მაშინ

დალაგებული და შეტევაზე კარგად კონცენტრირებული თამაში უნდა აჩვენოს გუნდმა, ზამენებიც იმ დონემდე უნდა ავიყვანოთ რო ძირითადის ჩანაცვლების დროს ნაკლებად არ ითამაშოს

გეუბნები საუკეთესო უნდა დააყენოს თქო რა, მენდე megustamucho

რუნი 100%-ანი ძირითადშია ეგ უკვე საუკეთესო აღარ გამოდის tongue fuckthatbitch

მხითარიანის ნახვას რუნის ნახვა მირჩევნია winked მარტო მაგ თამაშში ოღონდ და ამ ფორმის გათვალისწინებით თავისთავად wink
0
№12
ავტორი: Amazing Redman
28 სექტემბერი 2016 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
ეს თამში მინიმუმ მგონია მინიმუმ 5 ბურთუიიანი ჰანდიკაპით დასრულებენ თუ ისევ ისეთი შემართებით ითამაშეს როგორც ლესტერთან.
0
№13
ავტორი: REDmonday
28 სექტემბერი 2016 15:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: Amazing Redman
ეს თამში მინიმუმ მგონია მინიმუმ 5 ბურთუიიანი ჰანდიკაპით დასრულებენ თუ ისევ ისეთი შემართებით ითამაშეს როგორც ლესტერთან.

ისე ზორიასთან იგივე სასტავით რო გამოხვალ თავის მოკვლაც არ უნდა დაგჭირდეს მაგ ანგარიშით ისე უნდა მოიგო და მერე პრემიერ ლიგაში ისევ კარგი თამაში ჩაატარო იგივე სასტავით

ციტატა: გიორგი

მხითარიანის ნახვას რუნის ნახვა მირჩევნია winked მარტო მაგ თამაშში ოღონდ და ამ ფორმის გათვალისწინებით თავისთავად wink

ამ რუნის მოედანზე ნახვით შენ სიამოვნებას ღებულობ ? derpstare
მხითარიანმა რაც ითამაშა ერთხელ, აჩვენა ნომალური თამაში ისიც ზამენიდან რომ შემოვიდა derpgop და იმედი მაქ კიდე ბევრ კარგ თამაშს შემოგვთავაზებს
0
№14
ავტორი: kaxeti
28 სექტემბერი 2016 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ერთი ეს ჯონსი ტრამვებს სად იღებს გამაგებინა რა
0
№15
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2016 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: REDmonday
ციტატა: Amazing Redman
ეს თამში მინიმუმ მგონია მინიმუმ 5 ბურთუიიანი ჰანდიკაპით დასრულებენ თუ ისევ ისეთი შემართებით ითამაშეს როგორც ლესტერთან.

ისე ზორიასთან იგივე სასტავით რო გამოხვალ თავის მოკვლაც არ უნდა დაგჭირდეს მაგ ანგარიშით ისე უნდა მოიგო და მერე პრემიერ ლიგაში ისევ კარგი თამაში ჩაატარო იგივე სასტავით

ციტატა: გიორგი

მხითარიანის ნახვას რუნის ნახვა მირჩევნია winked მარტო მაგ თამაშში ოღონდ და ამ ფორმის გათვალისწინებით თავისთავად wink

ამ რუნის მოედანზე ნახვით შენ სიამოვნებას ღებულობ ? derpstare
მხითარიანმა რაც ითამაშა ერთხელ, აჩვენა ნომალური თამაში ისიც ზამენიდან რომ შემოვიდა derpgop და იმედი მაქ კიდე ბევრ კარგ თამაშს შემოგვთავაზებს

არ ვღებულობ მარა პირადად როცა მეძლევა გუნდის ნახვის საშუალება (იმედია რამე ცენზურაობა არ მოხდება) რუნის ნახვა მირჩევნია მხითარიანის ნახვას, ამაში რა არის გასაკვირი areyoukiddingme
0
№16
ავტორი: mufc1878
28 სექტემბერი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: გიორგი
სერიოზულად უნდა მოეკიდოს მოუ, განმეორებით მატჩში უძლიერესი შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს და წლის საუკეთესო თამაში დადოს love



რა უძლიერესი შემადგენლობა ამ იდიოტებს ბ გუნდითაც მოვუგებთ

არ გაირტრავმონ ძირითადის იგროკები ამ სირებთან თორე მერე პრემიერლიგაში პიზდეც მითუმეტეს სტოკის მერე ორი გასვლა ლივერპულთან და ჩელსისთან გვაქ

ათამაშოს კერიკი და ფელაინი და ზამენის სასტავი და ზამენაში დატოვოს პოგბა და იბრა და კიდე ვინც დასასვენებელია
0
№17
ავტორი: gela-manutd
28 სექტემბერი 2016 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
5-0ვიგებთ
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
28 სექტემბერი 2016 18:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ლაღ ფეხბურთს ველი და იმედია სვარკა არ იქნება
0
№19
ავტორი: The Special One
28 სექტემბერი 2016 19:27
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დეპაი საწყისი წუთებიდან და თუ რამე ღირებული ვერ გააკეთა აი ეჭვი აღარ შემეპარება რო მაგისგან კიდე დადგება რამე
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№20
ავტორი: REDmonday
28 სექტემბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: NoisyBoy
დეპაი საწყისი წუთებიდან და თუ რამე ღირებული ვერ გააკეთა აი ეჭვი აღარ შემეპარება რო მაგისგან კიდე დადგება რამე

ხო უკვე იმდენი შანსი მიეცა რო ვალდებულია რამე გააკეთოს. ბოლო ბოლო ვარჯიშებზე ხო მაინც დადის ისე ხოარ ზის ფორმა რო დაკარგოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top