თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 21:54
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3922,
კომენტარები: 17
"ის აღარ არის ძველი ხუან მატა"
როგორ შეიცვალა ხუან მატა "ჩელსიდან" წამოსვლის შემდეგ.
2014 წელი – ხუან მატა "ჩელსის" ტოვებს. "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებულმა მოურინიომ ესპანელთან თანამშრომლობა აღარ მოისურვა, მიუხედავად იმისა რომ ხუანი ზედიზედ ორჯერ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად იყო დასახებული.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ტექნიკური იყო ესპანელი თუ რამდენად პოპულარული იყო ის გუნდის წევრებში, ჟოზემ გადაწყვიტა რომ ამ "მნიშვნელოვანი" ფეხბურთელის გარეშეც შეძლებდა ყველაფრის მიღწევას. საბოლოოდ ესპანელი დევიდ მოიესმა შეიძინა.

ჟოზე და ხუანი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უკვე "მანჩესტერში". უამრავი სპეკულაციების მიუხედავად მატა გუნდში დარჩა და ახლა ის მოურინიოს "იუნაიტედის" ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა. დასტურად ამისა გუშინდელი მატჩიც გამოდგება, სადაც ესპანელმა ნამდვილად აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ამ ფორმაციის "იუნაიტედისთვის".

მაშინ როცა მოურინიომ მატა გუნდიდან დაითხოვა ესპანელმა ყველაფერი გააკეთა რომ თავისი ფასი დაემტკიცებინა, დაემტკიცებინა და ეჩვენებინა ყველასთვის რომ ის კვლავ კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია გუნდისთვის. მატა შეიცვალა.

"ის აღარ არის ძველი  ხუან მატა"
მას შემდეგ რაც მატა "იუნაიტედს" შეუერთდა, მხოლოდ უეინ რუნიმ შეძლო გაეტანა უფრო მეტი გოლი ან გაეკეთებინა უფრო მეტი საგოლე გადაცემა (43) ვიდრე ესპანელმა (37).


მატა გახდა მეტად სარგებლიანი ფეხბურთელი, ამასთან იმ ტიპის მატჩებშიც, რომლებსაც ესპანელი "ჩელსიში" აშკარად აგდებდა. მაშინ მოურინიოს კრიტიკა გარკვეულწილად მართებულიც იყო.

მატჩებში, სადაც ოპონენტი ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული იყო, მეტოქე გუნდის მხრიდან მატა ჩრდილში რჩებოდა. ის ამ ტიპის მატჩებში ვერ იყო ისეთი აქტიური, როგორიც იყო მაგალითად იოზილი ან დი მარია. ესპანელის პასები ვერ ამწვავებდა თამაშს.

ხუან მატა "პროცესის" მოთამაშეა. ესპანელს უყვარს საჯარიმოსთან თამაში, ბურთის მიღება, განაწილება, გამჭოლი პასის გაკეთება, შეტევის ორგანიზება, პრესინგის თამაში. "ლესტერთან" ესპანელმა კარგი მატჩი ჩაატარა, ეს კი იმიტომ, რომ მას უყვარს ფორვარდის უკან თამაში.

"ის აღარ არის ძველი  ხუან მატა"
"ლესტერთან" მატჩში მატას გადაადგილება.


"ლესტერთან" მატჩში ესპანელი როგორც აღვნიშნეთ რუნის პოზიციაზე ასპარეზობდა. მატა მუდამ ცდილობა მეტოქის მცველებს შორის არსებული სივრცის გამოყენებას, ის კარგი იყო როგორც შექმნელი და ასევე კარგი როგორც შემსრულებელი.

37 წუთზე მან "იუნაიტედის" უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს გოლი გამორჩეული იყო თავისი კომბინაციით, რადგანაც ეს იყო ერთადერთი გოლი, რომელიც "იუნაიტედს" სტანდარტიდან არ გაუტანია. პოგბასთან და ლინგარდთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ხუანმა ცილერის კარში ბურთი აუღელვებლად გადაგზავნა.3 წუთში მან უკვე საგოლე გადაცემა გაუკეთა მარკუს რაშფორდს.

მატას ურთიერთობა ბურთთან ყველასთვის ნათელია, ის ამ კომპონენტში შეუდარებელია. გასულ მატჩში ხუანი მაქსიმალურად ცდილობდა და რაც მთავარია გამოსდიოდა თავისუფალი სივრცეების შექმნა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში. მატას "ათიანზე" თამაშმა თანაგუნდელებს უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა.

მატას ასეთმა თამაშმა მოურინიოს კონკრეტული კითხვა დაუსვა, ღირს თუ არა ამ პოზიციაზე რუნის დაბრუნება ? ფაქტია ესპანელმა უკეთესი მატჩი ჩაატარა და გუნდისთვის უფრო პროდუქტული გამოდგა.

"ის აღარ არის ძველი  ხუან მატა"

მას შემდეგ რაც გუნდს ახალი მწვრთნელი იბარებდა, ის სულ უშვებდა გუნდიდან ნახევარმცველებს. მატა გუნდში დარჩა როცა ვან გაალი მოვიდა, მატა გუნდშია როცა მოურინიო მოვიდა. რატომ ? ორივე მათგანმა იცოდა თუ რამდენს დაკარგავდა მისი გაშვებით.

ისტორია რომელიც "ჩელსიში" მოხდა წარსულს უნდა ჩაბარდეს, ალბათ ჩაბარდა კიდეც. მატამ მოურინიოს უჩვენა თავისი კლასი და შესაძლებლობები და დაუმტკიცა რომ ის გაიზარდა როგორც ფეხბურთელი. მან აჩვენა მოურინიოს რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მოურინიომ მოიგო ყველა ის მატჩი(4), რომელშიც ესპანელმა სასტარტოში დაიწყო. მის გარეშე გუნდი ვერ იგებს(თუ არ ჩავთვლით "ნორთჰემპტონთან" გამართულ მატჩს).

"ლესტერთან" ჩვენ ვიხილეთ რეალური "იუნაიტედი" და თამაში რომელმაც მათ წარმატება უნდა მოუტანოს. გუნდს ნამდვილად ჰყავს ძლიერი შემადგენლობა და მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ მაღალ დონეზე ასპარეზობა, მაგრამ ხუან მატა არის და უნდა იყოს ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც გუნდს ასეთი თამაშის ჩვენებაში დაეხმარება.

წყარო:Squawka.com
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
25 სექტემბერი 2016 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love love love ცენზურანიტოოო
1
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2016 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი სტატიაა და ზუსტად არის ასახული თუ რის მოტანა შეუძლია გუნდისთვის ხუან მატას. ესპანელი თითქოს არც სისწრაფით გამოირჩევა და არც ტექნიკით, მაგრამ აქვს ისეთი რაღაც რაც მის მაღალ კლასს ადასტურებს. ფიზიკურად მატა ძლიერი არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ მისი ეს საფეხბურთო ინტელექტი ყველაფერს ფარავდა. ლესტერთან მატჩში კარგად გამოჩნდა თუ როგორ უნდა გამოიყენო მატასნაირი ფეხბურთელები, თუმცა მოურინიო ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგა რადგან იცის, რომ რუნის სუ სკამზე ვერ დასვავს არადა მატა ათიანზე ძალიან კარგად თამაშობს...
2
№3
ავტორი: shotkin
25 სექტემბერი 2016 22:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ერთადერთი მინუსი რაც მატას აქვს არის ფიზიკური მხარე მაგრამ ისეთ ტექნიკურ გუნდებთან თამაშისას მოდი ასე ვთქვათ რბილ გუნდებთან თამაშისას როცა თამაშის მსველეობაც უფრო ტექნიკურ მხარეზეა აგებული მატა იდეალურია კაცს აქვს პასის კულტურა ხედვა შესრულება,თუ დააკვირდებით სიტის ყველა ფეხბურთელი მეკარეც კი (იმიტომ გაუშვეს ჰარტი) არის ბურთთან მიმართებაში ძალიან ტექნიკური ყველა კარგად ამუშავებს ბურთს და აი ასეთ თამაშებში და ზოგადადაც გვჭირდება მსგავსი ფეხბურთელები ჩვენც, რუნი და ფელა მაინც მძიმე ხალხია ფელას მარტივი პასების კეთება უყვარს რაქნას უფანტაზიოა , რუნის კიდე მიღებაც კი აღარ უვარგა ასერომ ჰერერა მატა და პოგბა ქერიკიც არის იდეალური მანიუს 11 ეულისთვის
2
№4
ავტორი: gela-manutd
25 სექტემბერი 2016 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№5
ავტორი: Malboro463
25 სექტემბერი 2016 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ხუანიტოოო * პოზნია მარა კლასნია.
წელს საჭიროა მარა მომავალში ამის პოზიციაზე უფრო სწრაფი და ტექნნიკური ფეხბურთელებია საჭირო.
1
№6
ავტორი: Dato Sirabidze
25 სექტემბერი 2016 23:29
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ხუანი ათიანის კაცია, საკმარისი სისწრაფეც აქვს ათიანზე, ტექნიკა და დარტყმაც, თუნდ მისი სიძლიერეც, ჯარიმის გატანაც იცის, მე არ ვფიქრობ რომ ათიანზე მის ნაცვლად ვინმე გვჭირდება, რომ რამე პოგბაც ითამაშებს, ფლანგზე მხითარიანი დადგება, ათამაშდება ეგ კაცი, უიმედოდ და სარკასტულად ხართ უბრალოდ მის მიმართ განწყობილი facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: chestersa
25 სექტემბერი 2016 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
მოუს მოუწევს ღამეების თენება აშკარად! რუნის დიდი ხნით ვერ დასვამს სკამზე არა და მატა 10-იანზე კარგია მართალია არ არის ფიზიკურად ძლიერი მატა და ძლიერ გუნდებთან შეიძლება გაუჭირდეს მაგრამ რუნის რომ აჯობებს 10-იანზე მაგას თქმა არ უნდა!
0
№8
ავტორი: kantona-7
26 სექტემბერი 2016 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
აღარ მგონია რუნიმ მატა ამოაგდოს ძირითადიდან თუ ტრამვა არაიკიდა მატამ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: ikeoni
26 სექტემბერი 2016 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol avtor.mata ro sastavis kacia magaze ori azri ar arsebobs ❤️
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2016 00:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
10 იანზე უნდა იდგეს ხუანი, ესაა მისი საიკეთესო პოზიცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top