თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 21:54
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3934,
კომენტარები: 17
"ის აღარ არის ძველი ხუან მატა"
როგორ შეიცვალა ხუან მატა "ჩელსიდან" წამოსვლის შემდეგ.
2014 წელი – ხუან მატა "ჩელსის" ტოვებს. "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებულმა მოურინიომ ესპანელთან თანამშრომლობა აღარ მოისურვა, მიუხედავად იმისა რომ ხუანი ზედიზედ ორჯერ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად იყო დასახებული.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ტექნიკური იყო ესპანელი თუ რამდენად პოპულარული იყო ის გუნდის წევრებში, ჟოზემ გადაწყვიტა რომ ამ "მნიშვნელოვანი" ფეხბურთელის გარეშეც შეძლებდა ყველაფრის მიღწევას. საბოლოოდ ესპანელი დევიდ მოიესმა შეიძინა.

ჟოზე და ხუანი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უკვე "მანჩესტერში". უამრავი სპეკულაციების მიუხედავად მატა გუნდში დარჩა და ახლა ის მოურინიოს "იუნაიტედის" ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა. დასტურად ამისა გუშინდელი მატჩიც გამოდგება, სადაც ესპანელმა ნამდვილად აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ამ ფორმაციის "იუნაიტედისთვის".

მაშინ როცა მოურინიომ მატა გუნდიდან დაითხოვა ესპანელმა ყველაფერი გააკეთა რომ თავისი ფასი დაემტკიცებინა, დაემტკიცებინა და ეჩვენებინა ყველასთვის რომ ის კვლავ კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია გუნდისთვის. მატა შეიცვალა.

"ის აღარ არის ძველი  ხუან მატა"
მას შემდეგ რაც მატა "იუნაიტედს" შეუერთდა, მხოლოდ უეინ რუნიმ შეძლო გაეტანა უფრო მეტი გოლი ან გაეკეთებინა უფრო მეტი საგოლე გადაცემა (43) ვიდრე ესპანელმა (37).


მატა გახდა მეტად სარგებლიანი ფეხბურთელი, ამასთან იმ ტიპის მატჩებშიც, რომლებსაც ესპანელი "ჩელსიში" აშკარად აგდებდა. მაშინ მოურინიოს კრიტიკა გარკვეულწილად მართებულიც იყო.

მატჩებში, სადაც ოპონენტი ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული იყო, მეტოქე გუნდის მხრიდან მატა ჩრდილში რჩებოდა. ის ამ ტიპის მატჩებში ვერ იყო ისეთი აქტიური, როგორიც იყო მაგალითად იოზილი ან დი მარია. ესპანელის პასები ვერ ამწვავებდა თამაშს.

ხუან მატა "პროცესის" მოთამაშეა. ესპანელს უყვარს საჯარიმოსთან თამაში, ბურთის მიღება, განაწილება, გამჭოლი პასის გაკეთება, შეტევის ორგანიზება, პრესინგის თამაში. "ლესტერთან" ესპანელმა კარგი მატჩი ჩაატარა, ეს კი იმიტომ, რომ მას უყვარს ფორვარდის უკან თამაში.

"ის აღარ არის ძველი  ხუან მატა"
"ლესტერთან" მატჩში მატას გადაადგილება.


"ლესტერთან" მატჩში ესპანელი როგორც აღვნიშნეთ რუნის პოზიციაზე ასპარეზობდა. მატა მუდამ ცდილობა მეტოქის მცველებს შორის არსებული სივრცის გამოყენებას, ის კარგი იყო როგორც შექმნელი და ასევე კარგი როგორც შემსრულებელი.

37 წუთზე მან "იუნაიტედის" უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს გოლი გამორჩეული იყო თავისი კომბინაციით, რადგანაც ეს იყო ერთადერთი გოლი, რომელიც "იუნაიტედს" სტანდარტიდან არ გაუტანია. პოგბასთან და ლინგარდთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ხუანმა ცილერის კარში ბურთი აუღელვებლად გადაგზავნა.3 წუთში მან უკვე საგოლე გადაცემა გაუკეთა მარკუს რაშფორდს.

მატას ურთიერთობა ბურთთან ყველასთვის ნათელია, ის ამ კომპონენტში შეუდარებელია. გასულ მატჩში ხუანი მაქსიმალურად ცდილობდა და რაც მთავარია გამოსდიოდა თავისუფალი სივრცეების შექმნა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში. მატას "ათიანზე" თამაშმა თანაგუნდელებს უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა.

მატას ასეთმა თამაშმა მოურინიოს კონკრეტული კითხვა დაუსვა, ღირს თუ არა ამ პოზიციაზე რუნის დაბრუნება ? ფაქტია ესპანელმა უკეთესი მატჩი ჩაატარა და გუნდისთვის უფრო პროდუქტული გამოდგა.

"ის აღარ არის ძველი  ხუან მატა"

მას შემდეგ რაც გუნდს ახალი მწვრთნელი იბარებდა, ის სულ უშვებდა გუნდიდან ნახევარმცველებს. მატა გუნდში დარჩა როცა ვან გაალი მოვიდა, მატა გუნდშია როცა მოურინიო მოვიდა. რატომ ? ორივე მათგანმა იცოდა თუ რამდენს დაკარგავდა მისი გაშვებით.

ისტორია რომელიც "ჩელსიში" მოხდა წარსულს უნდა ჩაბარდეს, ალბათ ჩაბარდა კიდეც. მატამ მოურინიოს უჩვენა თავისი კლასი და შესაძლებლობები და დაუმტკიცა რომ ის გაიზარდა როგორც ფეხბურთელი. მან აჩვენა მოურინიოს რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მოურინიომ მოიგო ყველა ის მატჩი(4), რომელშიც ესპანელმა სასტარტოში დაიწყო. მის გარეშე გუნდი ვერ იგებს(თუ არ ჩავთვლით "ნორთჰემპტონთან" გამართულ მატჩს).

"ლესტერთან" ჩვენ ვიხილეთ რეალური "იუნაიტედი" და თამაში რომელმაც მათ წარმატება უნდა მოუტანოს. გუნდს ნამდვილად ჰყავს ძლიერი შემადგენლობა და მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ მაღალ დონეზე ასპარეზობა, მაგრამ ხუან მატა არის და უნდა იყოს ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც გუნდს ასეთი თამაშის ჩვენებაში დაეხმარება.

წყარო:Squawka.com
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
26 სექტემბერი 2016 08:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რავი, არ ჭირდება დიდი ფიზიკა 10-იანს, მთავარია ჭკვიანურად ითამაშოს და კარგი პასები გააკეთოს. შემსრულებელი ძაან მაგარია. ტექნიკა აქვს (ვგულისხმობ ბურთის მიღება, დამუშავება დაჭერა, თუმცა ფეხბურთელის გაცდენაც გამოსდის ხოლმე).

ერთი ეგაა ყველა ტაქტიკას ვერ ერგება, მატა კარგად თამაშობს და იდეალურად გრძნობს თავს, როცა გუნდს უჭირავს ბურთი, აი ზუსტად გაუვალი დაცვების გაწელვა და სიცარიელეების შექმნა შეუძლია. თუმცა კონტრშეტევების სტილზე ნაკლებად შედეგიანია, მაგრამ ფაქტია რომ ნელ-ნელა თავის მინუსებს ასწორებს და თუნდაც დაცვაში თამაშში ბევრად უკეთესი გახდა. მოკლედ ჩემი აზრით 10-იანზე უკონკურენტოა, ჯერ მხითარიანი არ გვინახავს 10-ზე ეგეცაა, მაგრამ 10-ზე მატა და მარჯვნივ მხითო კარგი ვარიანტი იქნება.
0
№12
ავტორი: giorgiginturi
26 სექტემბერი 2016 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ბაზარი არაა მატა ძალიან კარგია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, მარა მოდი ძაან ნუ გავატრაკებთ რაა ბიჭებო wink
ასე უცებ ნუ ჩამოწერთ რუნის და არსებობს წყობა და შეუძლია მოურინიოს რომ რუნიც და მატაც ერთად ათამაშოს.......ვინმეს სჯერა რომ, რუნი სკამიდან უყურებს ამ სეზონს?
და ეწვი გეპარებათ რომ პრემიერლიგა ყოველთვის ფიზიკურ ფეხბურთელებზეა გათვლილი??
ვიმეორებ კარგია მატა და უნდა გვყავდეს გუნდში მარა არა რუნის ამოსაგდებად ........
და ზოგადად იუნაიტედი დაიქოქება და მგონია ზედიზედ რამდენიმე მატჩს მოიგებს და ეს მინდა უპირველესყოვლისა პრემიერლიგაში მოხდეს...........
0
№13
ავტორი: Solskjær20
26 სექტემბერი 2016 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მატა სასტავის კაცია და ამას ყოველ თამაშში დაამტკიცებს.
0
№14
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2016 10:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფიზიკურად არც მხითარიანია ჰალკი მარა ბურთის შენარჩუნება იცის და უფრო სწრაფიცაა. მატას მთავარი მინუსი არასტაბილურობაა თორე ფიზიკურად ძლიერი რომ არაა მაგას ეშველება
0
№15
ავტორი: just-rezi
26 სექტემბერი 2016 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
მატა 10 იანზე მათლაც კარგად გამოიყურება, კარგად ანაწილებს პასებს და კარგი ხედვა აქვს მოედნის შეტევის გამწვავებაც კარგად გამოსდის ეს მისი ადგილია... და მარჯვენა ვინგერად ნამდვილად ესეთ შედეგს ვერ დებს და ვერც ვერასოდეს დადებს ესეთი ტიპის ფეხბურთელი. ლესტერთან მათში გამოჩნდა რაც დაავალეს 100% შეასრულა კაცმა
0
№16
ავტორი: levionok
26 სექტემბერი 2016 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არ გეთანხმებით რომ დიდი ხნით ვერ დასვავს სკამზე? რატომ ვერ დასვავს? გუნდმა აჩვენა იდეალურთან მიახლოვებული თამაში მომდევნო პრემიერლიგის თამაშს ისევ ეს შემდგენლობა დაიწყებს სტოკისთან დარწმუნებული ვარ შევხედოთ როგორები იქნებიან იმ თამაშში წესით არ უნდა გაგვიჭირდეს,მოგებული ემადგენდლობა დაიწყებს თამაშს მაქს 1 ან 2 ცვლილება ისიც არ იქნება მატას დასმა და რუნის დაყენება აი ნახავთ რუნი მაგრად მევასება სული და გულია,მაგრამ მოდით ვთქვათ წონის პრობლემა სისწრაფე და მრჩება შეგრძნება რომ მობეზრდა თამაში,იჯდეს სკამზე მოენატრება და ექნება შანსი დაამტკიცოს რომ არა მატა არამედ ის უნდა იდგეს 10 ნზე და კიბატონო დადგეს
0
№17
ავტორი: Legend Sir Alex
27 სექტემბერი 2016 21:33
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალიაინ ბედნიერი ვარ მატას ისევ იუნაიტედის მაისურით რომ ვხედავ და მოუ სათამაშო დროს რომ აძლევს ამით უფრო გახარებული ვარ. ძალიან კლასნი იგროკია ხუანიტო 10 ანის პოზიცია ზედ გამოჭრილია ხუანიტოსთვის, ზუსტად ის პოზოცოააა სადაც ჩელსში ყოფნის დროს თამაშობდა და ალბათ ყველას გვახსოვ როგორი ძალა იყო მაშინდელი ჩელსისთვის ხუანიტო. მაგრამ რუნიც მინდა, რომ ძირითადში იყოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top