თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 14:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2372,
კომენტარები: 12
მოურინიო პოგბასგან სტაბილურობას მოითხოვს
პორტუგალიელმა ფრანგს მოუწოდა.
მოურინიო პოგბასგან სტაბილურობას მოითხოვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო ნახევარმცველ პოლ პოგბას, რომელმაც "ლესტერთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, სტაბილურობის მომატებისკენ მოუწოდა.

სასტარტო შემადგენლობიდან უეინ რუნის ამოგდების შემდეგ პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩი პოგბასთვის მეტად კარგი გამოდგა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა არა მარტო გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის ჩემპიონების განადგურებაში ითამაშა როლი, არამედ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

"წითლების" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა 23 წლის ფეხბურთელის თამაშს საუკეთესო უწოდა "წითელი ეშმაკების" რიგებში. მოურინიო შედარებით მოკრძალებულად მეტყველებს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ პოგბა თავის შესაძლებლობებს უფრო ხშირად გამოავლენს.

"არ ვიცი, ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო თუ არა. ვფიქრობ, "საუთჰემპტონისა" და "ჰალის" წინააღმდეგაც კარგი იყო. როცა გუნდი კარგად თამაშობს, ისიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს, ხოლო როცა გუნდი ცუდია, პოგბაც არც ისე კარგია.

მისგან და გუნდისგან ყველანი მეტს მოვითხოვთ - სტაბილურობის შეძენას, რადგანაც პროცესი ეპიზოდურად კარგი თამაშით იწყება. ამის დახმარებით აღწევ მუდმივად კარგ თამაშს.

ამიტომაც უფრო მუდმივი უნდა იყოს თავის თამაშში, როგორც გუნდი, თუმცა მიმაჩნია, რომ ანდერი მას ნახევარდაცვაში კარგად შეეწყო. ერთმანეთს ავსებდნენ",
- განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
25 სექტემბერი 2016 15:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
პოგბას მეტი შეუძლია და ასევე გუნდსაც, მთავარია სტაბილურობა და ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს რისთვის გადის მოედანზე და მწვრთნელისგან მიღებული დავალება შეასრულოს, რაც გუშინ კარგად მოახერხეს და შედეგიც დაიდო. პოგბასთვის არ არის ადვილი როცა მკვდარი ჩემპიონატიდან გიჟებში მოდიხარ და ეგრევე თავი გამოიჩინო, დრო არის საჭირო და ყველაფერი დალაგდება.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 სექტემბერი 2016 15:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე მოუმატებს აუცილებლად winked
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 სექტემბერი 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული პოგბა ნამდვილად იყო, თუმცა საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, რადგან მას გაცილებით მეტი შეუძლია. ისე კი მიუხეადავად იმისა, რომ გოლი გაიტანა ყველაზე მაგარი ეპიზოდი მაინც მისი პასი იყო, რომელიც იბრამ ვერ გამოიყენა.

პოგბასაც უნდა გარკვეული დრო და დარწმუნებული ვარ ის აუცილებლად შევა ფორმაში და უფრო სტაბილური იქნება winked
0
№4
ავტორი: LASHQARA
25 სექტემბერი 2016 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: ვახო ( G G M U)
გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული პოგბა ნამდვილად იყო, თუმცა საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, რადგან მას გაცილებით მეტი შეუძლია. ისე კი მიუხეადავად იმისა, რომ გოლი გაიტანა ყველაზე მაგარი ეპიზოდი მაინც მისი პასი იყო, რომელიც იბრამ ვერ გამოიყენა.

პოგბასაც უნდა გარკვეული დრო და დარწმუნებული ვარ ის აუცილებლად შევა ფორმაში და უფრო სტაბილური იქნება winked

მართალი ხარ ეგ მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აი გოლით რო დაგვირგვინებულიყო ვაბშე მაგრამ პასი იმდენად მოულოდნელი და ლამაზი შესრულებული იყო რომ კლასი შემატა მაგ თამაშს love am
0
№5
ავტორი: gela-manutd
25 სექტემბერი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მჯერა პოგბინიოსი უნდა მიაწვეს ბოოლომდე
0
№6
ავტორი: kantona-7
25 სექტემბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ცოტა ხანი აცადეთ და ძაან მაგრად ათამაშდება პოგბა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: ikeoni
25 სექტემბერი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Jer sad aris ❤️
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
25 სექტემბერი 2016 18:40
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მგონია, რომ ლესტერთან გატანილი გოლით უფრო თავდაჯერებული გახდება და მომავალში უფრო კარგად ათამაშდება. ძალაინ დიდი პოტენციალი აქვს ფრანგს. პოლი დონით, ექსტრაკლასის ფეხბურთელია.
0
№9
ავტორი: dachi_mu
25 სექტემბერი 2016 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ai komentarebs chamovyvebi xolme da vbrazdebi ra, iri dgis ukan 110 milioniani shavtraka maimuni iyo da yvelam icoda ro tyuilad viyidet,exla ki mesic esaa maradonac da ravici,mousac araushavs turme ,es deda naqachi enaze geqacheba vinme? aucilebeli ki araa yvelaferi dawero aq,an tu azri gagachnia azri unda gqondes bolomde,pinkponkis burtivit ki ar unda ixtunao...
1
№10
ავტორი: stepno
25 სექტემბერი 2016 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერერა მართლა მაგრა შეეწყოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top