თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 14:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2377,
კომენტარები: 12
მოურინიო პოგბასგან სტაბილურობას მოითხოვს
პორტუგალიელმა ფრანგს მოუწოდა.
მოურინიო პოგბასგან სტაბილურობას მოითხოვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო ნახევარმცველ პოლ პოგბას, რომელმაც "ლესტერთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, სტაბილურობის მომატებისკენ მოუწოდა.

სასტარტო შემადგენლობიდან უეინ რუნის ამოგდების შემდეგ პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩი პოგბასთვის მეტად კარგი გამოდგა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა არა მარტო გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის ჩემპიონების განადგურებაში ითამაშა როლი, არამედ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

"წითლების" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა 23 წლის ფეხბურთელის თამაშს საუკეთესო უწოდა "წითელი ეშმაკების" რიგებში. მოურინიო შედარებით მოკრძალებულად მეტყველებს, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ პოგბა თავის შესაძლებლობებს უფრო ხშირად გამოავლენს.

"არ ვიცი, ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო თუ არა. ვფიქრობ, "საუთჰემპტონისა" და "ჰალის" წინააღმდეგაც კარგი იყო. როცა გუნდი კარგად თამაშობს, ისიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს, ხოლო როცა გუნდი ცუდია, პოგბაც არც ისე კარგია.

მისგან და გუნდისგან ყველანი მეტს მოვითხოვთ - სტაბილურობის შეძენას, რადგანაც პროცესი ეპიზოდურად კარგი თამაშით იწყება. ამის დახმარებით აღწევ მუდმივად კარგ თამაშს.

ამიტომაც უფრო მუდმივი უნდა იყოს თავის თამაშში, როგორც გუნდი, თუმცა მიმაჩნია, რომ ანდერი მას ნახევარდაცვაში კარგად შეეწყო. ერთმანეთს ავსებდნენ",
- განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: REDmonday
26 სექტემბერი 2016 02:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
პოგბა კი მაურინიოსგან კარგ და ღირსეულ მეწყვილეს მოითხოვს
0
№12
ავტორი: MEMPHIS 7
26 სექტემბერი 2016 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მიხარია რო ერერა შეეწყო მაგარი ბიჭია ერერა და პოლზე ხო საუბარი ზედმეყია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top