თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 12:57
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 13
მატა: "ჩვენ ეს გვაკლდა"
მატამ "ლესტერთან" შეხვედრაზე ისაუბრა.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ხუან მატამ "ლესტერთან" მატჩზე ისაუბრა. ესპანელი ფლეიმეიკერი "ლესტერთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, სადაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"ვფიქრობ, ჩვენ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა, რადგან წინა კვირა ძალიან ცუდად ჩავატარეთ, თუმცა ამჯერად ორი თამაში ზედიზედ მოვიგეთ, აღსანიშნავია, "ლესტერთან" მშვენიერი გამარჯვება. კარგია, როცა გოლს იტან, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია. ჩვენ მოვახერხეთ 20 წუთიან მონაკვეთში 4 გოლის გატანა, რაც ჩვენს ძლიერ ხასიათზე მეტყველებს." - აცხადებს მატა.

"ჩვენ სტანდარტულებზე ბევრს ვვარჯიშობდით. საბოლოოდ ამ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და კარგი გათამაშების შემდეგ მარკუს რეშფორდი ცარიელი კარის პირისპირ დარჩა და გოლიც გარდაუვალი იყო." - დაასრულა ესპანელმა

აღსანიშნავია, რომ მატასთვის გუშინდელი შეხვედრა 150-ე იყო პრემიერ ლიგაში.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2016 12:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სამი გოლი სტანდარტიდან და ერთი კომბინაციით. ესეთი შედეგი მგონი ნახევარ სეზონში არ გვქონია, თავი სიზმარში მეგონა wink

სტადარტები უნდა დაიხვეწოს. როცა სმოლინგი, ბაიი, იბრა და პოგბა გვყავს ეს არ უნდა გაჭირდეს, მოგვიმრვლდა ტანმაღალი ხალხი
3
№2
ავტორი: ikeoni
25 სექტემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგრად ვისიამოვნე გუშინ love
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
25 სექტემბერი 2016 13:53
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მატა მაგრად მომწონს რაც გადმოვიდა love ეგრე გააგრძელე ხუან wink2
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 სექტემბერი 2016 13:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხუანი ბლოგებს აღარ წერს ხოლმე? wink
0
№5
ავტორი: PrinceZlatan
25 სექტემბერი 2016 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
რუნის ადგილი აშკარად აღარ არის ძირითადში...რამდენიც აღარ უნდა ვიძახოთ,რომ გუნდის კაპიტანია...ფაქტია,მის გარეშე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა შეტევა და რაც მთავარია უფრო სწრაფად !!!
0
№6
ავტორი: gela-manutd
25 სექტემბერი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კიდე ბევრი მინდა ესეთი მაჩები
0
№7
ავტორი: უეინ რუნი
25 სექტემბერი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: PrinceZlatan
რუნის ადგილი აშკარად აღარ არის ძირითადში...რამდენიც აღარ უნდა ვიძახოთ,რომ გუნდის კაპიტანია...ფაქტია,მის გარეშე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა შეტევა და რაც მთავარია უფრო სწრაფად !!!

ეს მარტო ერთი თამაში იყოო არ იყო რუნი ფეირნორდთან და უარესი მოხდაა
0
№8
ავტორი: dybbuk
25 სექტემბერი 2016 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ფაქტია რო მატას ადგილი სასტარტოშია, რაც ყველაზე მთავარია მოუს უმტკიცებს ამას და მასაც სხვა გზა არც დარჩენია, ძაან პროდუქტიული იყო მატა...
0
№9
ავტორი: POL POGBA END MEMPIS DEPAY
25 სექტემბერი 2016 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Ai tu gaxsovt me vwerdi centrshi gvjirdeba iseti fexburteli romelic sxartia teknikuri DA pasebs kargad anawilebs tqo ai asetia xuanito es kaci ROM run is magivrad very vnaxo ar vici ra yvelani dametanxmebit albat ROM dges Mata runis ashkarad jobia
0
№10
ავტორი: JuanMata
25 სექტემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგად ითამაშა მატამ, 10-იანზე აშკარად უკეთესია ვიდრე მარჯვენა ფლანგზე. და მგონი დამეთანხმებით რომ შემადგენლობაში 10-იანზე საუკეთესო ვარიანტი მატაა. რუნიმ თუ არ გამოასწორა თავისი თამაში, მატასთან კონკურენცია გაუჭირდება.

ბლინდი მომეწონა, დაცვაშიც ნორმალურად იდგა და შეტევაშიც საკმაოდ აქტიურად მიდიოდა, კუთხურებს ძაან კარგად აწვდის.

პოგბამ ითამაშა კარგად და მთელ გუნდს დაეტყო, მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს და როლი, მაგრამ შეიძლება სწორედ იმიტომ ითამაშა პოგბამ კარგად რომ ნახევარდაცვა შეტევა, უფრო მობილური და სწრაფი აარჩია მოუმ.

მოკლედ კარგი თამაში იყო და კარგია რომ სწორად აფასებს ჟოზე სიტუაციას, რაღაცები შეცვალა და შედეგსაც დაეტყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top