თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2013, 22:30
ავტორი: R V P,
ნანახია: 2579,
კომენტარები: 26
უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?
"Comeback Kings" 2012/13 - სერ ალექსი და მისი ახალი გუნდი ისტორიის გადასაწერად ემზადება...
უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?
"ზუსტად ორი კვირის როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "ოცნებათა თეატრში" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" დაამარცხა 2:0, მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ცოცხალმა ლეგენდამ და მარვლისმნახველმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა რომ მისი წლევანდელი გუნდი არის საუკეთესო რომელიც კი მას ოდესმე ჰყოლია. ნამდვილად არ არის ჩვეულებრივად მოსასმენი ეს სიტყვები იმ ადამიანისგან, რომელსაც არაერთ დიდებულ გუნდთან მუშაობის საშუალება ჰქონია მანჩესტერულ კლუბში, მას ჰყავდა ისეთი სუპერვარსკვლავები როგორებიც ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი და მრავალი სხვაა, მაგრამ როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედი" 2012-13 მართლაც განსაკუთრებული გუნდია. ბევრი შეიძლება არ ეთანხმება სერ ალექსს რადგან ამ გუნდს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის მხრივ და ბევრი იმასაც აღნიშნავს რომ ეს გუნდი დიდწილადაა დამოკიდებული ერთ მოთამაშეზე, თავისთავად ვან პერსის ვგულისხმობთ, რომელიც გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას დავინახავთ რომ შესაძლოა სერ ალექსი არამხოლოდ მის ხელთ არსებულ საუკეთესო გუნდთან მუშაობდეს ახლა, არამედ საერთოდ ინგლისური ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ საფეხბურთო გუნდთან.

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

მერსისაიდული "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ გუნდმა 22 თამაშის შემდეგ პრემიერლიგაში 55 ქულა მოაგროვა და ამით თავისი საუკეთესო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2006/07 წლების დროს დაამყარა, კერძოდ ამდენი თამაშის შემდეგ 54 ქულა, 22 თამაშში 18 მოგება მხოლოდ ერთი ფრე და მხოლოდ სამი მარცხი უბრალოდ ფანტასტიკური შედეგია და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ფერგის ამჟამინდელი გუნდი ერთი ჩვეულებრივი კარგი გუნდი არაა, ეს უფრო მეტია და შესაძლოა ახლა ჩვენს თვალწინ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაც იწერებოდეს და ყველა დროის ყველაზე ძლიერი გუნდის მაყურებლებიც ვიყოთ. როგორც ზემოთ ვახსენეთ სერ ალექსს არაერთი დიდებული გუნდი ჰყოლია თუნდაც 1993/94 სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედი", მას უმუშავია მრავალ ვარსკვლავთან გარი მაკალისტერთან, გარი ნევილთან, იმ დროს გუნდში უკვე იყვნენ ამჟამინდელი ვეტერანებიც რომლებიც საუკეთესო ფორმაში გახლდნენ, თავისთავად უელსელ რაიან გიგზსა და ინგლისელ პოლ სქოულზს ვგულისხმობთ, გავიხსენოთ თუნდაც 1999 წლის ლეგენდარული გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ძალიან ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთა შორის იმ ზღაპრულ გუნდსაც კი რომელმაც "ტრებლი" გაახერხა და იმ სეზონში ყველაფერი მოიგო ამ დროს მთელი 11 ქულით ნაკლები ჰქონდა, სხვათაშორის "ტრებლი" ტყუილად არ გვიხსენებია გუნდის ფეხბურთელები საუბრობენ რომ ისინი სწორედ ამ დიდებული მიზნისკენ მიილტვიან ამ სეზონში, შეგახსენებთ რომ გუნდს ამის რეალური შანსი აქვს რამეთუ პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ასევე გუნდი შემორჩენილია ინგლისის თასსა და უეფას ჩემპიონთა ლიგაში.

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

ფერგიუსონის დღევანდელ გუნდს მას შემდეგ მოყოლებული რაც შეიცვალა სისტემა და გუნდებს მოგებისთვის სამი ქულა ეწერებათ 22 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა აქვს მოგროვებული თავის არსებობის ისტორიაში, კერძოდ მას შემდეგ რაც 1902 წელს ამ გუნდს სახელი გადაერქვა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ეწოდა "ნიუტონ ჰიტის" მაგივრად. თვით სერ მეტ ბასბის რჩეულ გუნდს ამ პერიოდში, ანუ 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 49 ქულა ჰქონდა 1956 წლის სეზონში, ხოლო კიდევ ერთ 1966/67 წლების სეზონის "იუნაიტედს" მხოლოდ 44 ქულა, ამ ფაქტებს იმისთვის ვიხმობთ რომ დღევანდელი გუნდის განსაკუთრებულობა ყველასთვის აშკარა გახდეს, მარტივი მისახვედრია რომ 2012/13 წლების გუნდი რიგითი "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის, თუნდაც კარგი "მანჩესტერ იუნაიტედი", რადგან კარგი ეს გუნდი ყოველ სეზონშია და მისი ჩაგდებული სეზონი რთული გასახსენებელია, აშკარაა რომ ამ გუნდს აქვს პრეტენზია გახდეს ლეგენდარული. რასაკვირველია ეს შედეგი არ არის ყველა დროის საუკეთესო შედეგი, რამეთუ ფეხბურთი ყოველ დღე რთულდება და დღეს პრემიერლიგაში გაცილებით მეტი რთული მეტოქეა ვიდრე თუნდაც ეს გასულ სეზონში იყო, ამ დროს ამ გუნდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ოთხ გუნდს ჰქონდა სხვადასხვა სეზონებში, კერძოდ: 2005/06 წლების მოურინიოს "ჩელსის", ამის შემდეგ კი უფრო შორეულ წარსულში 1960-61 წლებში "ტოტენჰემს, 1988/89 წლებში "პრესტონს", 1891/92 წლების სეზონში "სანდერლენდს".

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

პირველ ადგილზე როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოურინიოს გუნდია, რომელსაც 22 თამაშის შემდეგ 61 ქულა ჰქონდა, თუმცა ეს გუნდი არაა დასახელებული როგორც გამორჩეული ან საუკეთესო გუნდი ამ მხრივ ინგლისურ ფეხბურთში იყო რამდენიმე გუნდი, რომელმაც ასეთი სახელი დაიტოვა, იგივე ბილ შენკლის "ლივერპული", რასაკვირველია "არსენ ვენგერის" "უკვდავები", თუ ამ გუნდების მაჩვენებლებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ ამ მხრივ სერ ალექსის დღევანდელი გუნდი პირველ ადგილზეა, ანუ ამ გუნდს ნამდვილად აქვს შანსი გახდეს საუკეთესო. მართალია ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს შესაძლებელია, აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ თუ გუნდმა ეს ტემპი შეინარჩუნა მაშინ ის ნამდვილად ერთპიროვნულად ყველაზე წარმატებული გუნდი გახდება და სეზონს ინგლისის ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულობრივი მაჩვენებლით დაასრულებს. იმის ფონზე რომ სერ ალექსი ხშირად ცვლის მეკარეს და ანდრეს ლინდეგაარდსა და დავიდ დე ხეას შორის როტაციას ახდენს, ასევე იმის ფონზე რომ გუნდის დაცვის ხაზი არცთუ დამაჯერებელია რთულია იმის პროგნოზირება მოახერხებს თუ არა ეს გუნდი გახდეს ყველა დროის საუკეთესო გუნდი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ.

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

იმისთვის რო საუკეთესო გახდე რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო, ამიტომაც მოიხსენიებენ იგივე შენკლის "ლივერპულს" და ვენგერის "არსენალს" ასეთ გუნდებს შორის, არსენ ვენგერის იმ "არსენალმა" სეზონი წაუგებლად დაასრულა, ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა რამითაა გამორჩეული, თავისი თამაშების შემოტრიალების უნარით, ამით მათ უკვე ყველანაირი რეკორდი მოხსნეს, თუ გუნდი ჯანრთელად იქნა ნამდვილად არის იმის შანსი, რომ გუნდმა სამივე დიდი ტურნირი მოიგოს და ამით გახდეს თავის არსებობის ისტორიაში ნამდვილად ყველაზე დიდი გუნდი, იმაზე დიდი ვიდრე ეს 1999 წლის "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, ყველაზე კარგი ამ გუნდის ფანებისთვის და სხვა გუნდებისთვის უარესი ისაა, რომ სრული პოტენციალი ამ გუნდს არ უჩვენებია, იგივე გუნდის ლიდერი უეინ რუნი ჯერჯერობით ამ სეზონში არ ათამაშებულა, სავარაუდოთ მისი წარმატებული ათამაშების შემდეგ პრაქტიკულად და თეორიულადაც ამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაჩერება შეუძლებელი იქნება, იმ გუნდის რომელსაც უკვე უწოდებენ "Comeback King"-ს, სავარუდოთ სწორედ ამ სახელით შევლენ ისინი ისტორიაში, თუმცა მანამდე ნახევარი სეზონი და ძალიან რთული გზაა, გზა რომელიც "მანჩესტერ სიტიზე", ლონდონის "ჩელსიზე" მადრიდის "რეალზე" და ვინ იცის რამდენ დიდ კლუბზე გადის".

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
26 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2013 22:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაააააააააააშ წავიკითხავ ამას მალე :* :* :* ძმა ხარ D.B.9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: R.v.Persie
15 იანვარი 2013 22:35
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
საღოლ ლაშაა გვეღირსა შენი სტატიები yahoo2 gun2 სად დაგვეკარგე... სურათებს ჩვენ გაგიკეთებთ ხოლმე როცა ასეთს დაწერ უფრო გავალამაზებთ მე და ქონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№3
ავტორი: R V P
15 იანვარი 2013 22:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
VaRdo

როგორც დაგპირდი ძმაო : ) შენ ამ თხოვნაზე რავა გაწყენინებდი და ვინ იცის შეიძლება კიდევ ერთი თხოვნაც აგისრულო და ჩემი დიდი comeback მოვაწყო wink :* :* :*

R.v.Persie

უნივესიტეტი ძმაო უნივერსიტეტი და საქმეებმა დამღუპეს მე : ( მარა ვფიქრობ მართლა დაბრუნებას მითუმეტეს მალე ერთთვიანი ხანგრძლივი არდადაგები მეწყება : )))
0
№4
ავტორი: UTD-Rule
15 იანვარი 2013 22:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავოტრ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2013 22:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R V P
როგორც დაგპირდი ძმაო : ) შენ ამ თხოვნაზე რავა გაწყენინებდი და ვინ იცის შეიძლება კიდევ ერთი თხოვნაც აგისრულო და ჩემი დიდი comeback მოვაწყო :* :* :*


მაგას ველოდები მეც ძმა love სიე როგორ რომ კვირაში 2 სიახლე ვერ დადო!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: R V P
15 იანვარი 2013 22:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
VaRdo

ეხ ჩემი აქტიურობა ხო გახსოვს თორე კვირაში ორი სიახლე რა მოსატანია ჩემთვის, დღეში 2-3ს ვდებდი ხოლმე : ((
0
№7
ავტორი: don_vini
15 იანვარი 2013 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
derpthumb მაგარი სტატიააა .კარგია am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№8
ავტორი: love united
15 იანვარი 2013 22:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
R V P
ვაა ლაშა... derpstare ყოველთვის მევასებოდა შენი სტატიები ძველ საიტზეც... love
0
№9
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2013 22:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R V P
ეხ ჩემი აქტიურობა ხო გახსოვს თორე კვირაში ორი სიახლე რა მოსატანია ჩემთვის, დღეში 2-3ს ვდებდი ხოლმე : ((


მიდი კაცო მე მინიმუმი იგთხარი 2_3 თუ დადებ ყველაზე ცუდი არც ეგაა პრობლემა :* მომენატრა შენი სიახლეები მაგრად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Jubo
15 იანვარი 2013 23:03
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვა ლაშა gun2
უეინ რუნი ჯერჯერობით ამ სეზონში არ ათამაშებულა, სავარაუდოთ მისი წარმატებული ათამაშების შემდეგ პრაქტიკულად და თეორიულადაც ამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაჩერება შეუძლებელი იქნება,

3d_13
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top