თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2013, 22:30
ავტორი: R V P,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 26
უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?
"Comeback Kings" 2012/13 - სერ ალექსი და მისი ახალი გუნდი ისტორიის გადასაწერად ემზადება...
უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?
"ზუსტად ორი კვირის როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "ოცნებათა თეატრში" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" დაამარცხა 2:0, მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ცოცხალმა ლეგენდამ და მარვლისმნახველმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა რომ მისი წლევანდელი გუნდი არის საუკეთესო რომელიც კი მას ოდესმე ჰყოლია. ნამდვილად არ არის ჩვეულებრივად მოსასმენი ეს სიტყვები იმ ადამიანისგან, რომელსაც არაერთ დიდებულ გუნდთან მუშაობის საშუალება ჰქონია მანჩესტერულ კლუბში, მას ჰყავდა ისეთი სუპერვარსკვლავები როგორებიც ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი და მრავალი სხვაა, მაგრამ როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედი" 2012-13 მართლაც განსაკუთრებული გუნდია. ბევრი შეიძლება არ ეთანხმება სერ ალექსს რადგან ამ გუნდს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის მხრივ და ბევრი იმასაც აღნიშნავს რომ ეს გუნდი დიდწილადაა დამოკიდებული ერთ მოთამაშეზე, თავისთავად ვან პერსის ვგულისხმობთ, რომელიც გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას დავინახავთ რომ შესაძლოა სერ ალექსი არამხოლოდ მის ხელთ არსებულ საუკეთესო გუნდთან მუშაობდეს ახლა, არამედ საერთოდ ინგლისური ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ საფეხბურთო გუნდთან.

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

მერსისაიდული "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ გუნდმა 22 თამაშის შემდეგ პრემიერლიგაში 55 ქულა მოაგროვა და ამით თავისი საუკეთესო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2006/07 წლების დროს დაამყარა, კერძოდ ამდენი თამაშის შემდეგ 54 ქულა, 22 თამაშში 18 მოგება მხოლოდ ერთი ფრე და მხოლოდ სამი მარცხი უბრალოდ ფანტასტიკური შედეგია და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ფერგის ამჟამინდელი გუნდი ერთი ჩვეულებრივი კარგი გუნდი არაა, ეს უფრო მეტია და შესაძლოა ახლა ჩვენს თვალწინ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაც იწერებოდეს და ყველა დროის ყველაზე ძლიერი გუნდის მაყურებლებიც ვიყოთ. როგორც ზემოთ ვახსენეთ სერ ალექსს არაერთი დიდებული გუნდი ჰყოლია თუნდაც 1993/94 სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედი", მას უმუშავია მრავალ ვარსკვლავთან გარი მაკალისტერთან, გარი ნევილთან, იმ დროს გუნდში უკვე იყვნენ ამჟამინდელი ვეტერანებიც რომლებიც საუკეთესო ფორმაში გახლდნენ, თავისთავად უელსელ რაიან გიგზსა და ინგლისელ პოლ სქოულზს ვგულისხმობთ, გავიხსენოთ თუნდაც 1999 წლის ლეგენდარული გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ძალიან ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთა შორის იმ ზღაპრულ გუნდსაც კი რომელმაც "ტრებლი" გაახერხა და იმ სეზონში ყველაფერი მოიგო ამ დროს მთელი 11 ქულით ნაკლები ჰქონდა, სხვათაშორის "ტრებლი" ტყუილად არ გვიხსენებია გუნდის ფეხბურთელები საუბრობენ რომ ისინი სწორედ ამ დიდებული მიზნისკენ მიილტვიან ამ სეზონში, შეგახსენებთ რომ გუნდს ამის რეალური შანსი აქვს რამეთუ პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ასევე გუნდი შემორჩენილია ინგლისის თასსა და უეფას ჩემპიონთა ლიგაში.

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

ფერგიუსონის დღევანდელ გუნდს მას შემდეგ მოყოლებული რაც შეიცვალა სისტემა და გუნდებს მოგებისთვის სამი ქულა ეწერებათ 22 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა აქვს მოგროვებული თავის არსებობის ისტორიაში, კერძოდ მას შემდეგ რაც 1902 წელს ამ გუნდს სახელი გადაერქვა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ეწოდა "ნიუტონ ჰიტის" მაგივრად. თვით სერ მეტ ბასბის რჩეულ გუნდს ამ პერიოდში, ანუ 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 49 ქულა ჰქონდა 1956 წლის სეზონში, ხოლო კიდევ ერთ 1966/67 წლების სეზონის "იუნაიტედს" მხოლოდ 44 ქულა, ამ ფაქტებს იმისთვის ვიხმობთ რომ დღევანდელი გუნდის განსაკუთრებულობა ყველასთვის აშკარა გახდეს, მარტივი მისახვედრია რომ 2012/13 წლების გუნდი რიგითი "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის, თუნდაც კარგი "მანჩესტერ იუნაიტედი", რადგან კარგი ეს გუნდი ყოველ სეზონშია და მისი ჩაგდებული სეზონი რთული გასახსენებელია, აშკარაა რომ ამ გუნდს აქვს პრეტენზია გახდეს ლეგენდარული. რასაკვირველია ეს შედეგი არ არის ყველა დროის საუკეთესო შედეგი, რამეთუ ფეხბურთი ყოველ დღე რთულდება და დღეს პრემიერლიგაში გაცილებით მეტი რთული მეტოქეა ვიდრე თუნდაც ეს გასულ სეზონში იყო, ამ დროს ამ გუნდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ოთხ გუნდს ჰქონდა სხვადასხვა სეზონებში, კერძოდ: 2005/06 წლების მოურინიოს "ჩელსის", ამის შემდეგ კი უფრო შორეულ წარსულში 1960-61 წლებში "ტოტენჰემს, 1988/89 წლებში "პრესტონს", 1891/92 წლების სეზონში "სანდერლენდს".

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

პირველ ადგილზე როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოურინიოს გუნდია, რომელსაც 22 თამაშის შემდეგ 61 ქულა ჰქონდა, თუმცა ეს გუნდი არაა დასახელებული როგორც გამორჩეული ან საუკეთესო გუნდი ამ მხრივ ინგლისურ ფეხბურთში იყო რამდენიმე გუნდი, რომელმაც ასეთი სახელი დაიტოვა, იგივე ბილ შენკლის "ლივერპული", რასაკვირველია "არსენ ვენგერის" "უკვდავები", თუ ამ გუნდების მაჩვენებლებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ ამ მხრივ სერ ალექსის დღევანდელი გუნდი პირველ ადგილზეა, ანუ ამ გუნდს ნამდვილად აქვს შანსი გახდეს საუკეთესო. მართალია ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს შესაძლებელია, აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ თუ გუნდმა ეს ტემპი შეინარჩუნა მაშინ ის ნამდვილად ერთპიროვნულად ყველაზე წარმატებული გუნდი გახდება და სეზონს ინგლისის ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულობრივი მაჩვენებლით დაასრულებს. იმის ფონზე რომ სერ ალექსი ხშირად ცვლის მეკარეს და ანდრეს ლინდეგაარდსა და დავიდ დე ხეას შორის როტაციას ახდენს, ასევე იმის ფონზე რომ გუნდის დაცვის ხაზი არცთუ დამაჯერებელია რთულია იმის პროგნოზირება მოახერხებს თუ არა ეს გუნდი გახდეს ყველა დროის საუკეთესო გუნდი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ.

უკვდავები? ვინ არიან უკვდავები?

იმისთვის რო საუკეთესო გახდე რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო, ამიტომაც მოიხსენიებენ იგივე შენკლის "ლივერპულს" და ვენგერის "არსენალს" ასეთ გუნდებს შორის, არსენ ვენგერის იმ "არსენალმა" სეზონი წაუგებლად დაასრულა, ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა რამითაა გამორჩეული, თავისი თამაშების შემოტრიალების უნარით, ამით მათ უკვე ყველანაირი რეკორდი მოხსნეს, თუ გუნდი ჯანრთელად იქნა ნამდვილად არის იმის შანსი, რომ გუნდმა სამივე დიდი ტურნირი მოიგოს და ამით გახდეს თავის არსებობის ისტორიაში ნამდვილად ყველაზე დიდი გუნდი, იმაზე დიდი ვიდრე ეს 1999 წლის "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, ყველაზე კარგი ამ გუნდის ფანებისთვის და სხვა გუნდებისთვის უარესი ისაა, რომ სრული პოტენციალი ამ გუნდს არ უჩვენებია, იგივე გუნდის ლიდერი უეინ რუნი ჯერჯერობით ამ სეზონში არ ათამაშებულა, სავარაუდოთ მისი წარმატებული ათამაშების შემდეგ პრაქტიკულად და თეორიულადაც ამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაჩერება შეუძლებელი იქნება, იმ გუნდის რომელსაც უკვე უწოდებენ "Comeback King"-ს, სავარუდოთ სწორედ ამ სახელით შევლენ ისინი ისტორიაში, თუმცა მანამდე ნახევარი სეზონი და ძალიან რთული გზაა, გზა რომელიც "მანჩესტერ სიტიზე", ლონდონის "ჩელსიზე" მადრიდის "რეალზე" და ვინ იცის რამდენ დიდ კლუბზე გადის".

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
26 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
15 იანვარი 2013 23:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გავალამაზე სურათები და უფრო მაგარი გამოვიდა good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: reddevil
15 იანვარი 2013 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
საღოოოლ ავტორ love
წელს მართლა ძლიერი გუნდი გვყავს,განსაკუთრებული am და ტიტულის დაკარგვის შანსი პირადად ჩემი აზრით მინუს უსასრულობის ტოლია am manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№13
ავტორი: Esi
15 იანვარი 2013 23:09
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ოოო ეს ვინ შემოგვიერთდა თავისი სტატიებითურთ)))

საღოლ,როგორც ყოველთვის კარგია.
0
№14
ავტორი: ლადო
15 იანვარი 2013 23:13
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
R V P,
ვა ვა ვა სღოლ ბრატ ასე კარგი სტატია კარგა ხანია არ წამიკითხავს)))
0
№15
ავტორი: VaRdo
15 იანვარი 2013 23:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მადლობა ვარდოს რა ტრანსფერს აკეთებს! ahahaha

Lado Ghonghadze,

ჯერ სად ხარ :D ამის მერე წაიკითხავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: Z A C K™
15 იანვარი 2013 23:23
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
შენ გელოდები კაი ხანია ამ საიტზე და გამოჩნდი!!!!!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№17
ავტორი: Malboro463
16 იანვარი 2013 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ეს იანგი ასტონ ვილაში რა კარგად თამაOშბდა შარშანაც კარგი სეზონი ჩატარამ ნაჩესტერში მარა წელს ვერა ფორმაში დაუნინგსაც იგივე ჭირს
0
№18
ავტორი: Luka Gelashvili
16 იანვარი 2013 00:35
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ მაგარია.. წელს რო მინიმუმ 3 ტიტული მოვიგოთ მართლა საუკეთესო გუნდი იქნება როცა ოდესმე ფერგის ყოლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№19
ავტორი: Malboro463
16 იანვარი 2013 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
საღოლ ავტორ კაი სტატია.


წელს ეპლ, ჩ.ლიგა, სუპერ თასი, ფა თასი, და საკლუბო ჩემპიონატი რო მოვიგოთ მაგარ იქიენბა
0
№20
ავტორი: Zizou
16 იანვარი 2013 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რაღაც კარგს მიგრძნობს გული წელს და რავიცი :) მიუხედავად ასეთი დაცვისა

R V P
DB9 ხაარ? derphappycry მოენატრა საიტს შენი სიახლეები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top