მოურინიოს 5 პრობლემა.
პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ჟოზემ უმოკლეს დროში უნდა შეძლოს.
5 ძირითადი პრობლემა, რომელიც ჟოზე მოურინიომ აუცილებლად უნდა მოაგვაროს.
1.დაცვის ცენტრში ბაიის მეწყვილე
საწყის 3 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა შემდგომ 4 მატჩში წითლების კარში 6 გოლი გავიდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ გუნდმა გოლები ტოპ კლასის ფორვარდებთან თამაშის გამო გაუშვა, რადგანაც 6–დან 4 გოლი "იუნაიტედს" ნახევარმცველებმა გაუტანეს, ხოლო ტროი დინიმ თავისი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა.
ერიკ ბაიიმ ყველა ამ მატჩში ითამაშა (გარდა "ნორთჰემპტონისა"). საწყის ტურებში "ვილიარეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარგი თამაში გვაჩვენა, ის კარგი იყო ბურთთან და პოზიციის შერჩევაში, მაგრამ "უოტფორდთან" მატჩში ტროი დინისთან და ოდიონ იგალოსთან მან აშკარად წააგო როგორც ფიზიკური, ასევე სისწრაფეში ორთაბრძოლები. გულშემატკივრებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბაიი სულ რაღაც 22 წლისაა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 70 მატჩი აქვს ჩატარებული, ამასთან ჯერ მისი შეფასება ადრეა იმ გადმოსახედიდანაც, რომ ერიკს სადებიუტო სეზონი აქვს ინგლისში.

დეილი ბლინდი – "სიტისთან" მატჩში 5–დან 3 ზუსტი მოთელვა. კრის სმოლინგი – "უოტფორდთან" მატჩში 6–დან 6 ზუსტი თავური მოშორება.
ჟოზეს თავისი გუნდის დაცვითი თამაშის აგება ძლიერ ფეხბურთელებზე უყვარს, ამასთან "სიტისთან" მატჩში დაშვებულმა შეცდომებმა ჟოზე აიძულა კიდეც ბლინდი სკამზე გადაეყვანა. დე ბრუინის გოლის მომენტში ის უბრალოდ მაყურებლის როლში იყო, მეორე გოლის ეპიზოდში კი მას იჰეანაჩოსთვის უნდა მიედევნებინა თვალყური.
სმოლინგი ამ სეზონში მოედანზე ორჯერ გამოჩნდა, ორივე მატჩში მან თავი კარგად წარმოაჩინა. ბლინდს სმოლინგთან შედარებით შემდეგი უპირატესობა აქვს, ის ინგლისელზე გაცილებით ჭკვიანია, შეუძლია შეტევის წამოწყება და უკეთესად კითხულობს თამაშს. მოურინიომ სტაბილურად უნდა ათამაშოს რომელიმე ამ წყვილიდან, მინიმუმ იანვრამდე ჟოზემ ეს საკითხი უნდა მოაგვაროს.
2.პოგბას მეწყვილეები
პოგბა თავის საუკეთესო თამაშს "იუვეში" 3 ნახევარმცველიან სისტემაში აჩვენებდა. ასეთი განლაგება "იუნაიტედს" ართმევს "ათიანს", თუ ცენტრში რომბულად განლაგდებიან, მაშინ ამით ფლანგენი შეიზღუდება. "იუნაიტედში" ნახევარდაცვის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა მათ თავიანთი თავი ჯერ კიდევ ვერ გვაჩვენეს.
ფრანგს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, მას სჭირდება თავისუფლება. თუ პოგბას მეტ თავისუფლებას მისცემს, მოურინიომ დაცვით ფუნქციებზე უნდა იფიქროს, მაგრამ ვის უნდა ანდოს ჟოზემ ეს როლი ?

პოგბას გავლენა.
ფეხბურთელი, რომელიც სარეკორდო თანხად იქნა შეძენილი, აუცილებლად უნდა იყოს გუნდის თამაშის მთავარი მამოძრავებელი ძალა. "იუნაიტედის" თამაში პოგბას გარშემო უნდა აიგოს. 4–3–3 ფორმაციით გუნდმა ითამაშა "უოტფორდის" წინააღმდეგ, მაგრამ პოგბა და რუნი უსუსურად გამოიყურებოდნენ, სწორედ ამიტომ ჟოზემ მეორე ტაიმში ჩვეული ფორმაცია დააბრუნა.
4–2–3–1 მოურინიოს საყვარელი განლაგებაა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მან "ინტერთან" ერთად ტრებლი მოიგო. "პორტოსა" და "ჩელსიში" პორტუგალიელი 3 ნახევარმცველით თამაშობდა, ფაქტია პოგბას სწორედ ეს განლაგება სჭირდება, მაგრამ რუნი და ფელაინი მისი იდეალური მეწყვილეები არ არიან.
3.ცენტრის მაკონტროლებელი
ფელაინი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც "იუნაიტედში" თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან თითქმის ყველა პოზიციაზე ითამაშა. მოიესის დროს ის "ბოქს-თუ-ბოქს" ტიპის ნახევარმცველი იყო მაიკლ ქერიქთან წყვილში. იმ სეზონში ის მხოლოდ 15-ჯერ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში.
ვან გაალმა ბელგიელში ფიზიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. ფელაინი "ათიანზეც" კი თამაშობდა იმ მიზეზით, რომ ის მაღალ ბურთებს მიიღებდა, გაანაწილებდა და დაცვაშიც ბურთის გამოტანისას პირველი იქნებოდა. მოურინიომ ფელაინი პირდაპირ ჩამშლელად გაამწესა.
ვაღიაროთ რომ ყველაზე მეტად ბელგიელს ჩამშლელის პოზიციაზე თამაში გამოსდის. მისი მოშორებების და გაკეთებული პასების მაჩვენებლები ძალზედ მაღალია. "სიტისთან" მორბენალ ფეხბურთელებთან თამაში მას გაუჭირდა, გუნდს ჰყავს ქერიქი, ასევე ნელი, მაგრამ "სიტისთან" მატჩში ქერიქი უკეთესი იქნებოდა, რადგანაც ის მეტად დისციპლინირებული ფეხბურთელია, რომელსაც არაჩვეულებრივად გამოსდის იგივე შეტევის წამოწყება და მატჩის კონტროლი.

ფელაინის მოპოვებული ბურთები და ერერას წარმატებული პასები.
მოურინიომ ერერაც გამოიყენა ჩამშლელ ნახევარმცველად "სიტისთან" მატჩის მეორე ტაიმში. ფიზიკური სიძლიერის კომპენსირება მის წინ მოთამაშე ორმა გიგანტმა, პოგბამ და ფელაინიმ შეძლეს. არ დაგვავიწყდეს დეილი ბლინდი, რომელსაც ასევე კარგად შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.
4.უეინ რუნი
"იუნაიტედის" გულშემატკივრები ნამდვილად არ არიან ბედნიერი რუნის სათამაშო ფორმით. არც ელარდაისს, არც მოურინიოს რუნისთვის კაპიტნის სამკლაური არ წაურთმევიათ რაც კიდევ უფრო ართულებს მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდებას.
"თქვენ ამბობთ რომ ის კარგი მეპასეა, მაგრამ კარგ პასს მეც გავაკეთებ თუ ამის შესაძლებლობა მომეცა" - განაცხადა მოურინიომ თავის პირველ პრესკონფერენციაზე. "ჩემს გუნდში ის იქნება "ათიანი", "ცხრიანი", მაგრამ არა "რვიანი" ან "ექვსიანი".

რუნი "უოტრფორდისა" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ.
მოურინიომ გადაუხვია თავის სიტყვებს, დააყენა რა რუნი "უოტფორდთან" მატჩში ცენტრში პოგბასთან. თუ როგორ ითამაშა იქ რუნიმ ყველას კარგად გვახსოვს.
წითლებს შეუძლიათ მომდევნო მატჩები კარგად ჩაატარონ თუ რუნის სკამზე დასვამენ. ლიგის თასზე მან 90 წუთი ითამაშა და ეს შესაძლებელია კიდეც. მოურინიოს რუნი დიდ პრობლემას უქმნის, პორტუგალიელმა უნდა გადაწყვიტოს შეცვალოს რუნის პოზიცია, გუნდის განლაგება თუ თვითონ რუნი და გადაიყვანოს ის სკამზე.
5.მხითარიანი და დეპაი
კევინ დე ბრუინის გაყიდვა იყო ის ერთადერთი მაგალითი, როდესაც პორტუგალიელმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე უარი თქვა, უარი თქვა მის გრძელვადიან პერსპექტივებზე.
"როდესაც ფეხბურთელი ყოველდღე შემოდის შენს კაბინეთში და გეუბნება რომ უნდა წასვლა, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება" – ამბობდა მოურინიო. შესაძლოა ჟოზეს დაერწმუნებინა ბელგიელი დარჩენაში, მაგრამ მან 18 მილიონი ფუნტი ამჯობინა, 18 თვის შემდეგ კი პორტუგალიელმა პრემიერ ლიგა მოიგო.

რა მოვუხერხოთ მათ ?
მხითარიანი სასტარტოში მხოლოდ ერთ მატჩში გამოვიდა, ეს ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება იყო, მან ვერ აჩვენა კარგი თამაში რის შედეგადაც შესვენებაზე შეიცვალა კიდეც. სომეხს ბუნდესლიგაში ადაპტირებისთვის მთელი სეზონი დასჭირდა, თუმცა შემდეგ იყო ორი ძალიან ნაყოფიერი სეზონი.
რაც შეეხება მემფის დეპაის, აქ საქმე უფრო რთულადაა. გასული სეზონი მან ჩააგდო, წელს კი მისი პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია, ჟოზეს კი ლოდინი არ უყვარს.
წყარო:
FourFourTwo