თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2016, 16:58
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3695,
კომენტარები: 26
მოურინიოს 5 პრობლემა.
პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ჟოზემ უმოკლეს დროში უნდა შეძლოს.
მოურინიოს 5 პრობლემა.
5 ძირითადი პრობლემა, რომელიც ჟოზე მოურინიომ აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

1.დაცვის ცენტრში ბაიის მეწყვილე

საწყის 3 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა შემდგომ 4 მატჩში წითლების კარში 6 გოლი გავიდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ გუნდმა გოლები ტოპ კლასის ფორვარდებთან თამაშის გამო გაუშვა, რადგანაც 6–დან 4 გოლი "იუნაიტედს" ნახევარმცველებმა გაუტანეს, ხოლო ტროი დინიმ თავისი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

ერიკ ბაიიმ ყველა ამ მატჩში ითამაშა (გარდა "ნორთჰემპტონისა"). საწყის ტურებში "ვილიარეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარგი თამაში გვაჩვენა, ის კარგი იყო ბურთთან და პოზიციის შერჩევაში, მაგრამ "უოტფორდთან" მატჩში ტროი დინისთან და ოდიონ იგალოსთან მან აშკარად წააგო როგორც ფიზიკური, ასევე სისწრაფეში ორთაბრძოლები. გულშემატკივრებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბაიი სულ რაღაც 22 წლისაა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 70 მატჩი აქვს ჩატარებული, ამასთან ჯერ მისი შეფასება ადრეა იმ გადმოსახედიდანაც, რომ ერიკს სადებიუტო სეზონი აქვს ინგლისში.

მოურინიოს 5 პრობლემა.
დეილი ბლინდი – "სიტისთან" მატჩში 5–დან 3 ზუსტი მოთელვა. კრის სმოლინგი – "უოტფორდთან" მატჩში 6–დან 6 ზუსტი თავური მოშორება.


ჟოზეს თავისი გუნდის დაცვითი თამაშის აგება ძლიერ ფეხბურთელებზე უყვარს, ამასთან "სიტისთან" მატჩში დაშვებულმა შეცდომებმა ჟოზე აიძულა კიდეც ბლინდი სკამზე გადაეყვანა. დე ბრუინის გოლის მომენტში ის უბრალოდ მაყურებლის როლში იყო, მეორე გოლის ეპიზოდში კი მას იჰეანაჩოსთვის უნდა მიედევნებინა თვალყური.

სმოლინგი ამ სეზონში მოედანზე ორჯერ გამოჩნდა, ორივე მატჩში მან თავი კარგად წარმოაჩინა. ბლინდს სმოლინგთან შედარებით შემდეგი უპირატესობა აქვს, ის ინგლისელზე გაცილებით ჭკვიანია, შეუძლია შეტევის წამოწყება და უკეთესად კითხულობს თამაშს. მოურინიომ სტაბილურად უნდა ათამაშოს რომელიმე ამ წყვილიდან, მინიმუმ იანვრამდე ჟოზემ ეს საკითხი უნდა მოაგვაროს.

2.პოგბას მეწყვილეები

პოგბა თავის საუკეთესო თამაშს "იუვეში" 3 ნახევარმცველიან სისტემაში აჩვენებდა. ასეთი განლაგება "იუნაიტედს" ართმევს "ათიანს", თუ ცენტრში რომბულად განლაგდებიან, მაშინ ამით ფლანგენი შეიზღუდება. "იუნაიტედში" ნახევარდაცვის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა მათ თავიანთი თავი ჯერ კიდევ ვერ გვაჩვენეს.

ფრანგს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, მას სჭირდება თავისუფლება. თუ პოგბას მეტ თავისუფლებას მისცემს, მოურინიომ დაცვით ფუნქციებზე უნდა იფიქროს, მაგრამ ვის უნდა ანდოს ჟოზემ ეს როლი ?

მოურინიოს 5 პრობლემა.
პოგბას გავლენა.


ფეხბურთელი, რომელიც სარეკორდო თანხად იქნა შეძენილი, აუცილებლად უნდა იყოს გუნდის თამაშის მთავარი მამოძრავებელი ძალა. "იუნაიტედის" თამაში პოგბას გარშემო უნდა აიგოს. 4–3–3 ფორმაციით გუნდმა ითამაშა "უოტფორდის" წინააღმდეგ, მაგრამ პოგბა და რუნი უსუსურად გამოიყურებოდნენ, სწორედ ამიტომ ჟოზემ მეორე ტაიმში ჩვეული ფორმაცია დააბრუნა.

4–2–3–1 მოურინიოს საყვარელი განლაგებაა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მან "ინტერთან" ერთად ტრებლი მოიგო. "პორტოსა" და "ჩელსიში" პორტუგალიელი 3 ნახევარმცველით თამაშობდა, ფაქტია პოგბას სწორედ ეს განლაგება სჭირდება, მაგრამ რუნი და ფელაინი მისი იდეალური მეწყვილეები არ არიან.

3.ცენტრის მაკონტროლებელი

ფელაინი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც "იუნაიტედში" თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან თითქმის ყველა პოზიციაზე ითამაშა. მოიესის დროს ის "ბოქს-თუ-ბოქს" ტიპის ნახევარმცველი იყო მაიკლ ქერიქთან წყვილში. იმ სეზონში ის მხოლოდ 15-ჯერ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში.

ვან გაალმა ბელგიელში ფიზიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. ფელაინი "ათიანზეც" კი თამაშობდა იმ მიზეზით, რომ ის მაღალ ბურთებს მიიღებდა, გაანაწილებდა და დაცვაშიც ბურთის გამოტანისას პირველი იქნებოდა. მოურინიომ ფელაინი პირდაპირ ჩამშლელად გაამწესა.

ვაღიაროთ რომ ყველაზე მეტად ბელგიელს ჩამშლელის პოზიციაზე თამაში გამოსდის. მისი მოშორებების და გაკეთებული პასების მაჩვენებლები ძალზედ მაღალია. "სიტისთან" მორბენალ ფეხბურთელებთან თამაში მას გაუჭირდა, გუნდს ჰყავს ქერიქი, ასევე ნელი, მაგრამ "სიტისთან" მატჩში ქერიქი უკეთესი იქნებოდა, რადგანაც ის მეტად დისციპლინირებული ფეხბურთელია, რომელსაც არაჩვეულებრივად გამოსდის იგივე შეტევის წამოწყება და მატჩის კონტროლი.

მოურინიოს 5 პრობლემა.
ფელაინის მოპოვებული ბურთები და ერერას წარმატებული პასები.


მოურინიომ ერერაც გამოიყენა ჩამშლელ ნახევარმცველად "სიტისთან" მატჩის მეორე ტაიმში. ფიზიკური სიძლიერის კომპენსირება მის წინ მოთამაშე ორმა გიგანტმა, პოგბამ და ფელაინიმ შეძლეს. არ დაგვავიწყდეს დეილი ბლინდი, რომელსაც ასევე კარგად შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.

4.უეინ რუნი

"იუნაიტედის" გულშემატკივრები ნამდვილად არ არიან ბედნიერი რუნის სათამაშო ფორმით. არც ელარდაისს, არც მოურინიოს რუნისთვის კაპიტნის სამკლაური არ წაურთმევიათ რაც კიდევ უფრო ართულებს მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდებას.

"თქვენ ამბობთ რომ ის კარგი მეპასეა, მაგრამ კარგ პასს მეც გავაკეთებ თუ ამის შესაძლებლობა მომეცა" - განაცხადა მოურინიომ თავის პირველ პრესკონფერენციაზე. "ჩემს გუნდში ის იქნება "ათიანი", "ცხრიანი", მაგრამ არა "რვიანი" ან "ექვსიანი".

მოურინიოს 5 პრობლემა.
რუნი "უოტრფორდისა" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ.


მოურინიომ გადაუხვია თავის სიტყვებს, დააყენა რა რუნი "უოტფორდთან" მატჩში ცენტრში პოგბასთან. თუ როგორ ითამაშა იქ რუნიმ ყველას კარგად გვახსოვს.

წითლებს შეუძლიათ მომდევნო მატჩები კარგად ჩაატარონ თუ რუნის სკამზე დასვამენ. ლიგის თასზე მან 90 წუთი ითამაშა და ეს შესაძლებელია კიდეც. მოურინიოს რუნი დიდ პრობლემას უქმნის, პორტუგალიელმა უნდა გადაწყვიტოს შეცვალოს რუნის პოზიცია, გუნდის განლაგება თუ თვითონ რუნი და გადაიყვანოს ის სკამზე.

5.მხითარიანი და დეპაი

კევინ დე ბრუინის გაყიდვა იყო ის ერთადერთი მაგალითი, როდესაც პორტუგალიელმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე უარი თქვა, უარი თქვა მის გრძელვადიან პერსპექტივებზე.

"როდესაც ფეხბურთელი ყოველდღე შემოდის შენს კაბინეთში და გეუბნება რომ უნდა წასვლა, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება" – ამბობდა მოურინიო. შესაძლოა ჟოზეს დაერწმუნებინა ბელგიელი დარჩენაში, მაგრამ მან 18 მილიონი ფუნტი ამჯობინა, 18 თვის შემდეგ კი პორტუგალიელმა პრემიერ ლიგა მოიგო.

მოურინიოს 5 პრობლემა.
რა მოვუხერხოთ მათ ?


მხითარიანი სასტარტოში მხოლოდ ერთ მატჩში გამოვიდა, ეს ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება იყო, მან ვერ აჩვენა კარგი თამაში რის შედეგადაც შესვენებაზე შეიცვალა კიდეც. სომეხს ბუნდესლიგაში ადაპტირებისთვის მთელი სეზონი დასჭირდა, თუმცა შემდეგ იყო ორი ძალიან ნაყოფიერი სეზონი.

რაც შეეხება მემფის დეპაის, აქ საქმე უფრო რთულადაა. გასული სეზონი მან ჩააგდო, წელს კი მისი პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია, ჟოზეს კი ლოდინი არ უყვარს.

წყარო: FourFourTwo
სტატიები
26 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
23 სექტემბერი 2016 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მეგობრებო ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი,ლუკ შოუ ვითომ არ ჩანს მაგრამ ის მართლაც არაა ფორმაში,ადრინდელ ფორმაზე ლაპარაკი ზედმეტია უბრალოდ არაა ფორმაში არც შეტევაში დ არც დაცვაში ის არ გამოირჩევა,საინტერესო იქნება შოუს თამაშის ანალიზი რომ დაგვიდონ მე პირადად თვალში მომხვდა და ხომ არ ჯობია დროებით ბლინდი დავაყენოთ მარცხენა ფლანგზე ის ჭკვიანია კარგადაც ერთვება და კარგათაც ამოაქვს ბურთი რასაც ლუკი ნამდვილად ვერ აკეთებს რა ფორმაციაც არ უნდა დადგეს პოგბა უნდა იყოს თავისუფალი ნახევარმცველი ეძებოს სივრცეები და გაამწვაოს თამაში და არა ერთ კონკრეტულ ზონაში. მე ვფიქრობ რუნის გარეშე გაგვიჩირდება მაგრამ რაც თვალში საცემია მისი დაყენებული დარტყმა გაქრა ის უბრალოდ ვეღარ ურტყამს ძლიერად პასები კარგია რომ ზუსტი აქვს მაგრამ რომ დავუთვალოთ რამდენი მწვავე გადაცემა აქვს გაკეთებული? ვალენსიას გაცილებით მეტი ექნება ეს ფაქტია

......................დე ხეა......................
ვალენსია.....ბაი.......სმოლინგი.......ბლინდი

...................ფელაინი/ქერიქი................

მატა,მხითო.........რუნი........პოგბა

..........იბრა.................რეშფორდი
0
№12
ავტორი: Ashley Young
23 სექტემბერი 2016 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
პოგბას მეწყვილეო ჩემი დედას ვფიცავარ!!! პოგბა რა განიხადეთ აქ ვარსკვლავი?! მოდი ჯერ ქერიქს მოუძებნეთ მეწყვილე და მერე ილაპარაკეთ ამ ზანგზე! ან ბაიი არა იხვის ტოლმა! ვინ ჩემი ფეხებია ეგ საერთოდ ან რას წარმოადგენს?
0
№13
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 19:44
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: mufc1878
უოტფორდის წინააღმდეგ 4-3-3 კიარა 4-2-3-1 ითამაშა

რაებს წერთ

ვინ რას წერს თამაშს უყურე ? პირველი ტაიმი 4–3–3 იყო, მეორე ტაიმი 4–2–3–1, რას ვწერთ არა, თქვენ რას წერთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№14
ავტორი: Ashley Young
23 სექტემბერი 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ერთი დეპაი გყავთ ახალი ნეიმარი და მეორე ეს ზანგი ხადება ახალი რიჟა მანჩესტერისთვის;-) ეგრეა ძმაო, რახან 105 მილიონი ღირს იმიტომ უნდა ვათამაშოთ ძირითადში, 105 მილიონი რომ ღირს იმიტომ უნდა ვაპატიოთ ის სიტყვები? თქვენ გინდ აპატიეთ, გინდ ბავშვი მოანათვლინეთ არ მაინტერესებს! ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანია ფერგი და მანჩესტერი და ამან სულ რომ ლიგები მოიგოს და ოქროს ბურთები, ვერასოდეს ვერ გახდება მანჩესტერის ლეგენდა!
0
№15
ავტორი: - MEMPHIS
23 სექტემბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
საღოლ ადმინ manunited
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№16
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2016 20:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მართალია რო პოგბა არაა დაცვითი სტილის ნახევარმცველი, მის უკან აუცილებლად უნდა თამაშობდეს სუფთა საყრდენი რო პოლს სივრცეები მიეცეს. რა შეეხება დაცვას მე რო შემეძლოს მაგალითად ბლინდს ამოვწევდი საყრდენზე და ბაიი-სმოლინგის დუეტს დავაყენებდი დაცვაში, ისე ბლინდის გარეშე ჭირს დაცვიდან ბურთის ამოტანა და როცა უკვე ბლინდი საყრდენზე იქნება, პატარ-პატარა პასებითაც შეიძლება დაცვიდან ბურთის ნახევარდაცვაში გადატანა და იქ მერე ბლინდი მაგის ოსტატია
0
№17
ავტორი: jokero89
23 სექტემბერი 2016 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
belay
0
№18
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 21:10
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: levionok
მეგობრებო ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი,ლუკ შოუ ვითომ არ ჩანს მაგრამ ის მართლაც არაა ფორმაში,ადრინდელ ფორმაზე ლაპარაკი ზედმეტია უბრალოდ არაა ფორმაში არც შეტევაში დ არც დაცვაში ის არ გამოირჩევა,საინტერესო იქნება შოუს თამაშის ანალიზი რომ დაგვიდონ მე პირადად თვალში მომხვდა და ხომ არ ჯობია დროებით ბლინდი დავაყენოთ მარცხენა ფლანგზე ის ჭკვიანია კარგადაც ერთვება და კარგათაც ამოაქვს ბურთი რასაც ლუკი ნამდვილად ვერ აკეთებს რა ფორმაციაც არ უნდა დადგეს პოგბა უნდა იყოს თავისუფალი ნახევარმცველი ეძებოს სივრცეები და გაამწვაოს თამაში და არა ერთ კონკრეტულ ზონაში. მე ვფიქრობ რუნის გარეშე გაგვიჩირდება მაგრამ რაც თვალში საცემია მისი დაყენებული დარტყმა გაქრა ის უბრალოდ ვეღარ ურტყამს ძლიერად პასები კარგია რომ ზუსტი აქვს მაგრამ რომ დავუთვალოთ რამდენი მწვავე გადაცემა აქვს გაკეთებული? ვალენსიას გაცილებით მეტი ექნება ეს ფაქტია

......................დე ხეა......................
ვალენსია.....ბაი.......სმოლინგი.......ბლინდი

...................ფელაინი/ქერიქი................

მატა,მხითო.........რუნი........პოგბა

..........იბრა.................რეშფორდი

ახლავე გეტყვი, გასულ სეზონში მას ასეთი 36 გადაცემა ჰქონდა გაკეთებული, დე ბრუინეს 72, ოზილს 125
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№19
ავტორი: de gea1
23 სექტემბერი 2016 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მაურინიოს პრობლემები?
სასაცილოა მართლაა ესე ტუ განაგრძო პრესამ იქნებ გინებაც დავუწყოტ

ვბსჰემტა დე ბრუნე უნდა ეყიდა ვან გაალს და სჰეედზლო რო ეყიდა კიდე ბევრი კაი ფეხბურტელი, ყველაფერს თავი რო დავანებოთ მაურინიომ მანჩესტერი იხსნააა ამას ტუ ვინმე ვერ ხვდება კარგად გქონიათ საქმეე

მაგარი წყაროაა ისე lol
0
№20
ავტორი: Dato Sirabidze
24 სექტემბერი 2016 00:07
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
აქ მოურინიოზე საუბრობს ვინმე ? აქ არის შიდაგუნდური (პოზიტიური დავარქვათ) პრობლემები, უფრო თავსატეხები ალბათ, რა შუაშია ჯერ ადრეა,მალე მოურინიოს გინებას დავუწყებთ ალბათ და ასეთები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top