თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2016, 12:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2885,
კომენტარები: 16
რუნის პასუხი კრიტიკოსებს
უეინ რუნი კრიტიკოსებს გამოეხმაურა.
რუნის პასუხი კრიტიკოსებს
უეინ რუნიმ სატელევიზიო შოუს საშუალებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

"წითლების" კაპიტანი ჰელენ ევანსისა და დევიდ მეის სტუმარი იყო მოკრივე ენტონი კროლასა და მის მწვრთნელ ჯო გალაჰერთან ერთად. ინგლისელმა რვადღიან წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა, რომლის დროსაც "იუნაიტედი" "სიტისთან", "ფეიენოორდთან" და "უოტფორდთან" დამარცხდა.

"ფეხბურთი ასეთია, ჩემი აზრით. სამ მატჩში მარცხდები და ყველა ამაზე ლაპარაკობს. ცუდი კვირა გვქონდა, ცუდი რვა დღე, რომლის დროსაც სამი მატჩი წავაგეთ და ახლა მასზე რეაგირების მოხდენაა მნიშვნელოვანი",
- განაცხადა რუნიმ.

რაც შეეხება თავის სათამაშო ფორმის გამო კრიტიკას, მან თქვა: "დიახ, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასე იყო - მაგრამ ბოლო დროს უფრო მეტად, თუმცა ესეც ფეხბურთის ნაწილია. მე ვუსმენ ჩემს მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს, ჩემ ირგვლივ მყოფ ხალხს და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას გარეშე პირთა აზრებს, რადგან ამ აზრთა უმეტესობა ნაგავია.

მე ყურადღებით უნდა ვიყო, ბევრი ვიშრომო, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ასე ვიქცეოდი. ბევრს ვშრომობდი და გუნდისთვის მაქსიმალურს ვიღებდი.

ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ პოზიციაზე მითამაშია. ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა ცხადყო, რომ წინ ან 10 ნომერად მათამაშებს. როგორც მანამდე ვთქვი, მხოლოდ მე არ მეხება - მთელი გუნდი ასე იქცევა და ბევრს შრომობს. ცუდი კვირა გვქონდა, მაგრამ მის გამოსასწორებლად ბევრი ვიშრომეთ".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: manuchari
23 სექტემბერი 2016 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
გენაცვალე რუნი მაგრამ ამ ბოლოს მაგრა აურიე და უნდა მოუმატო ეს შენთვის და გუნდისთვის არის აუცილებელი შენ იცი სად თამაშობ და ისიც იცი ემიუ სად უნდა იყოს ასერომ უნდა მოუმატო მარტო სახელის გამო არ უნდა გათამაშებდნენ უნდა ამტკიცებდე რომ იმსახურებ
4
№2
ავტორი: mufc1878
23 სექტემბერი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
რუნი მაგარი იყავი და ჯიგარი ხარ რაც ჩვენთვის გააკეთე მაგრამ დროა ზამენაში დაჯდე.ვერარ ქაჩავ აშკარად
3
№3
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდს ცუდი 8 დღე ჰქონდა მარა შენ? derpwhy

ეხლა უკვე ყველა ამის ნაბიჯს აკონტროლებს ყველა, ერთი შეცდომა და ზედ უვლიან. ვერ ვიტყვი რომ რამე უსამართლობაა, შეიძლება ზედმეტიც მოსდით მარა მაინც დაიმსახურა. დიდი ხანია უკანუკან მიდის რუნის საქმე
3
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 სექტემბერი 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასაგებია, რომ კრიტიკა არავის სიამოვნებს და არც რუნია გამონაკლისი, მაგრამ რუნის რეგრესი აშკარად შესამჩმევია, თუმცა ისეც არაა, რომ ზედ გადაუარო და ამ კაცის იმედი ბოლომდე დაკარგო. იმედი მაქვს რუნი მოუმატებს და გუნდს მაქსიმალურად დაეხმარება.
2
№5
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2016 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sheva formashi darwnunebuli var atamashdeba ❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2016 14:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კრიტიკა გამართლებულია, რაც არ უნდა უკვირდეს, ალაბთ ძველი რუნი ვეღარასდროს დაბრუნდება, მაგრამ უნდა მოინდომოს და კრიტიკას კარგი თამაშით უპასუხოს
0
№7
ავტორი: manfan
23 სექტემბერი 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
გამოკვეთილ თაავდამსხმელადაც დააყენეს ნორთჰემპტონტან, ერთი მომენტიც არ ქონია ნახევრად სახიფათო, როგორც უკვე დიდი ხანია იმ თამაშშიც ჩაი*ვა, ანუ რუნისთან ერთად მანიუ თამაშობს მინუს ერთი კაცით და ლოგიკოურად შედეგიც სახეზეა... ამ სეზონში რუნის მონაგარი არის ერთი ასისტი, რაც დამეთანხმეთ კატასტროფაზე უარესია...
0
№8
ავტორი: K1llsw1tch
23 სექტემბერი 2016 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
Marto uazrod shroma ar yopnis shrek.Cota unda moindomo, moedanze meti imodzravo, normalurad gaixsna da ara mcvelebshi daimalo, tamashs mugami augo da mcvelebi gaawamo ise rogorc adre aketebdi.
0
№9
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2016 18:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Kvela kritikulad xart ganckobili da es aramgobia amttebuli ikos.magalitad gatuzos movikvan romelmac milanis dziritadsgi iscavla pexburti da ashkarad xels ushlida gund mara aman tasebis mopivebashi xeli ver sheushala icit ratom? Initom ro danarcheni ati pexburteli chinebulad artmevda tavis saqmesntavs rasac manchesterze ver ityvit vercerti. Mtlianad gundi demoralizirebulia da satamasho porma da discuplina dargveulia. Gundi amovardnilia satamasho stilidan da aurzauria da amashi runis brali maqsimum 2 % danarcheni 98 % ?
0
№10
ავტორი: shotkin
23 სექტემბერი 2016 18:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
Sheva formashi darwnunebuli var atamashdeba ❤️

არვიცი ბრატ 2013 წლის მერე შედის და ვერ შევიდა ფორმაში მე პირადად ფორმის აღდგენას ამისგან აღარ ველი იმიტორო თუ ფორმა დაკარგა ფეხბურთელმა სად გაგიგია 3 წელი ფორმას იღდგენდეს ? არამგონია აქ სხვაბაზარია დაკარგა დონე და ამასაკში ზოგი ვერ იღდგენს საკმარის ენერგიას და ფორმას ბევრი ფეხბურთელი არის ესე და ბევრმაც ამ მიზეზით დაასრულა კარიერა მარა რუნის საგა გრძლედება და საინტერესოა როდის შეიგნებს ხალხი რო აღარ შეუძლია და თითიდან გამოწოვილია რუნის ფორმის აღდგენა , ან რა ფორმა უნდა აღიდგინოს კაცს აღარანაირი ფოემა არააქ ყველა თვისება დაუქვეითდა და ესე მარტივი არაა , და მარტივი როარაა იმიტომაც არის ესე 3 წელი და რაცასაკი ემატრებია იმის შანსი უფრო დიდია რო გაუარესდეს ვიდრე გაუმჯობესდეს ხო? ლოგიკურია, ყველა გიგზი ვერიქნება და დროგბა და სხვები 38 წლისასაკში რო დაფრინავენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top