თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2016, 12:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2890,
კომენტარები: 16
რუნის პასუხი კრიტიკოსებს
უეინ რუნი კრიტიკოსებს გამოეხმაურა.
რუნის პასუხი კრიტიკოსებს
უეინ რუნიმ სატელევიზიო შოუს საშუალებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

"წითლების" კაპიტანი ჰელენ ევანსისა და დევიდ მეის სტუმარი იყო მოკრივე ენტონი კროლასა და მის მწვრთნელ ჯო გალაჰერთან ერთად. ინგლისელმა რვადღიან წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა, რომლის დროსაც "იუნაიტედი" "სიტისთან", "ფეიენოორდთან" და "უოტფორდთან" დამარცხდა.

"ფეხბურთი ასეთია, ჩემი აზრით. სამ მატჩში მარცხდები და ყველა ამაზე ლაპარაკობს. ცუდი კვირა გვქონდა, ცუდი რვა დღე, რომლის დროსაც სამი მატჩი წავაგეთ და ახლა მასზე რეაგირების მოხდენაა მნიშვნელოვანი",
- განაცხადა რუნიმ.

რაც შეეხება თავის სათამაშო ფორმის გამო კრიტიკას, მან თქვა: "დიახ, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასე იყო - მაგრამ ბოლო დროს უფრო მეტად, თუმცა ესეც ფეხბურთის ნაწილია. მე ვუსმენ ჩემს მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს, ჩემ ირგვლივ მყოფ ხალხს და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას გარეშე პირთა აზრებს, რადგან ამ აზრთა უმეტესობა ნაგავია.

მე ყურადღებით უნდა ვიყო, ბევრი ვიშრომო, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ასე ვიქცეოდი. ბევრს ვშრომობდი და გუნდისთვის მაქსიმალურს ვიღებდი.

ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ პოზიციაზე მითამაშია. ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა ცხადყო, რომ წინ ან 10 ნომერად მათამაშებს. როგორც მანამდე ვთქვი, მხოლოდ მე არ მეხება - მთელი გუნდი ასე იქცევა და ბევრს შრომობს. ცუდი კვირა გვქონდა, მაგრამ მის გამოსასწორებლად ბევრი ვიშრომეთ".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: - MEMPHIS
23 სექტემბერი 2016 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
აშკარაა რომ ეს პერიოდი ასეთუისე ჩააგდე facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№12
ავტორი: gela-manutd
23 სექტემბერი 2016 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№13
ავტორი: Legend Sir Alex
24 სექტემბერი 2016 10:17
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მიდი უეინ ათამაშდი, შედი ფორმაში, ყარრ გოლები და დაადუმე შენი კრიტიკოსები love როგორ მიყვარხარ love
1
№14
ავტორი: ikeoni
24 სექტემბერი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
ციტატა: shotkin
ციტატა: ikeoni
Sheva formashi darwnunebuli var atamashdeba ❤️

არვიცი ბრატ 2013 წლის მერე შედის და ვერ შევიდა ფორმაში მე პირადად ფორმის აღდგენას ამისგან აღარ ველი იმიტორო თუ ფორმა დაკარგა ფეხბურთელმა სად გაგიგია 3 წელი ფორმას იღდგენდეს ? არამგონია აქ სხვაბაზარია დაკარგა დონე და ამასაკში ზოგი ვერ იღდგენს საკმარის ენერგიას და ფორმას ბევრი ფეხბურთელი არის ესე და ბევრმაც ამ მიზეზით დაასრულა კარიერა მარა რუნის საგა გრძლედება და საინტერესოა როდის შეიგნებს ხალხი რო აღარ შეუძლია და თითიდან გამოწოვილია რუნის ფორმის აღდგენა , ან რა ფორმა უნდა აღიდგინოს კაცს აღარანაირი ფოემა არააქ ყველა თვისება დაუქვეითდა და ესე მარტივი არაა , და მარტივი როარაა იმიტომაც არის ესე 3 წელი და რაცასაკი ემატრებია იმის შანსი უფრო დიდია რო გაუარესდეს ვიდრე გაუმჯობესდეს ხო? ლოგიკურია, ყველა გიგზი ვერიქნება და დროგბა და სხვები 38 წლისასაკში რო დაფრინავენ

გასაგებია ბრატ მაგას ყველა ხვდება და ხედავს მაგრამ რუნია გვიყვარს და სურვილია დიდი რო ეგრე იყოს თორე რასაც შენ იძახი ეგეც არ არის სიმართლეს მოკლებული
0
№15
ავტორი: LASHQARA
24 სექტემბერი 2016 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მემგონი იმის ფონზე არ მისდის თამაში რაც მთლიანად გუნდს ჭირს და მარტო რუნის ბრალი არაა რაც ხდება, სხვებსაც არ მისდით თამაში აღარ ჩამოვთვლი ზოგადი სურათია შესაცვლელი გუნდში, მაგრამ ის ძველი რუნი რო აღარაა და ვერც იქნება ეგ იასნია, მაინც ამის პოზიციაზე დღეს მე უკეთესს ვერ ვხედავ ვერავის ყველაზე კარგად და ჭკვიანურად თამაშის წარმართვა მაინც ამ კაცს შეუძლია თუნდაც თავის გამოცდილებიდან გამომდინარე love
1
№16
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2016 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imediaa shevaa formaahii beberii:((((
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top