გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა გაიმართა, სადაც "ნორთჰემპტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქესთან 1-3 დამარცხდა.
პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისში მაიკლ კერიმა გაიტანა. მასპინძლებმა 42-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის საშუალებით მაოხერხეს წონასწორობის აღდგენა და პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დაასრულეს.
62-ე წუთზე ანდერ ერერამ წინ გაიყვანა "იუნაიტედი". ზუსტად 7 წუთში კი მარკუს რეშფორდმა მორიგ სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.
მოურინიოს გუნდი მე-4 რაუნდში თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდება. შეხვედრა, 26 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდზე" შედგება.