თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 11:24
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 4110,
კომენტარები: 15
'ნორთჰემპტონ თაუნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-3
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა გაიმართა, სადაც "ნორთჰემპტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქესთან 1-3 დამარცხდა.

პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისში მაიკლ კერიმა გაიტანა. მასპინძლებმა 42-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის საშუალებით მაოხერხეს წონასწორობის აღდგენა და პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დაასრულეს.

62-ე წუთზე ანდერ ერერამ წინ გაიყვანა "იუნაიტედი". ზუსტად 7 წუთში კი მარკუს რეშფორდმა მორიგ სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

მოურინიოს გუნდი მე-4 რაუნდში თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდება. შეხვედრა, 26 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდზე" შედგება.

'ნორთჰემპტონ თაუნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-3

პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი


მიმოხილვები, სრული მატჩები
15 კომენტარი
№11
ავტორი: POGBA END MEMPIS
22 სექტემბერი 2016 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
De gea
Posu meca///baiii///smolingi///shav

Shneideri//pogba
Herera
Marciali. Depay.
IBRA

Rogoria albat manushi sauketeso sheclebi depay 60-70 wutze reshfodshi. Posu menca 50 valensia. IBRA 80 w runi
0
№12
ავტორი: REDmonday
22 სექტემბერი 2016 15:14
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
რა გვასწავლა გუშინდელმა მატჩმა?!

1. როხო არ არის იმ დონის მოთამაშე, რომ მანჩესტერის რიგებში მოეპოვებოდეს ადგილი. მოკლედ, რომ ვთქვათ არ არის კარგი ფლანგის მცველი და ვერც შეტევებში ჩართვით ვერ გამოირჩევა. ბევრ შეცდომას უშვებს, როგორც წინა ასევე უკანა ფლანგზე. ლუკ შოუს შემცვლელად აუცილებლად მოსაძებნია სხვა მოთამაშე. #RojoOut
2. ფოშუ-მენსა არ არის მომავალი მცველი რომელიც მარჯვენა ფლანგზე უნდა თამაშობდეს (ჩემი მოსაზრებაა, ან არ იცის და სასწავლი აქ ან არადა უბრალოდ მანდ თამაშის ნიჭი არ აქვს. თუ სასწავლი აქვს ჯერ ისწავლოს და მანჩესტერის განაცხადში მერე მოხვდეს).
3. მოურინიომ რამდენად აათამაშა ფელაინი და რამდენად პროდუქტიული გახადა არ ვიცი, მაგრამ კერიკის მოედანზე ყოფნა ბევრად მომგებიანია.
4. ერერა იმსახურებს ძირითად შემადგენლობას თავისი მონდომებით და ხასიათით, ყოველშემთხვევაში სხვა დანარჩენებზე უკეთესია.
5. ერიკ ბაი დაცვის ცენტრში აუცილებელია, მისივე დონის კიდევ ერთი მცველი არ აწყენდა გუნდს.
6. რაშფორდი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია როგორც თავდასხმაში ასევე მთელ გუნდში. მისი მოედანზე დგომა გარდაუვალია და აუცილებელი, როგორც მისი განვითარების მიზნით ასევე გუნდის წარმატებით ასპარეზობისთვის, საკმაოდ კარგად გამოიყურება ბურთთან ერთად და ყოველთვის ელი მისგან რაღაც გამამწვავებელს, რაც მოწინააღმდეგეს აშინებს და მეტად აიძულებს დაძაბულობისკენ.
7. რუნის უბრალოდ ის აღარ შეუძლია, რაც მსიგან გვახსოვს. რუნის თავდამსხმელობა დამთავრდა! მაგრამ მისი ძირითადშიც ყოფნა სადაოა რამდენად შეუძლია თამაშის კარგად წაყვანა, კარგად წაყვანაში იგულისხმება მისი შედეგიანობა, რამდენად კარგად ასრულებს იმს საქმეს რაც მას ევალება მოედანზე. (ჩემი აზრით უკეთესი იქნება შანსი თუ სხვებს მიეცემათ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ რუნი გუნდს მაინც სჭირდება, ოღონდ არა ყველა თამაშში და არა მთელი 90 წუთი)
რამდენიმე ეპიზოდი მისი მონაწილეობით:
1. ასეთი მომენტების გამოუყენებლობა და გაფუჭება არ შეიძლება!
http://postimg.org/image/xbpue7avf/
2. ასეთი ბურთის აცილებაც არ შეიძლება, აუცილებლად გამოსაყენებელი მომენტია, რომელიც გოლით უნდა დასრულდეს

3.ამ ეპიზოდში ასე გაუაზრებლად თამაში, როცა ამხელა სათამაშო სივრცე გაქვს გაუმართლებელია.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2016 15:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ხარისხი გამოსასწორებელია ასე შორს ვერ წავლენ
0
№14
ავტორი: REDmonday
22 სექტემბერი 2016 15:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: Lee Sharpe
არ ვარ კმაყოფილი გუშინდელი შედეგით მაგრამ კარგი ის იყო რომ გამოჩნდა ვინ რას წარმოადგენს

რომერო არის საშინელება მაგას როგორ უნდა ენდო საერთოდ, ნორტჰემპტონთან რომ ეგრე ითამაშებს შემდეგში სიტისთან როგორ უნდა ანდო კარი

ფოსუ მენსა ძალიან ნიჭიერია ცხოველია სიფთა რა დაარტყა იმ ეპიზოდში ძელს რომ მოხვდა, ძალიან სწრაფია და ფიზიკურადაც ძლიერია, დაცვითი ფუნქციები აქვს გამჯდარი, უნდა მიეცეს ხშირად შანს, შორს არაა ის დრო ძირითადის წევრი რომ გახდება.

სმოლინგი ნორმალური იყო, ბლინდსაც არაუშავდა მაგრამ ეგრე ვერ გააბითურებს შემტევებს ყოველთვის როგორც ნორტჰემპტონთან იყო, მაგის საქმე მარცხენა ფლანგი და საყრდენია.

იანგი და როხო გასაშვებები არიან საშინლად თამაშობენ, იანგის ფაფხურის ყურება საშინელებაა და როხოს არც მონდომბა აქვს არც კლასი საერთოდ არაფერი.

შნეიდერლინმა ძალიან გამახარა ართმევებზე ძაან მაგარი იყო ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც კარგია, კონტრშეტევებიც საკაიფოდ წამოიწყო კარგი დრიბლინგი აქვს, მოკლედ ხე ფელაინის ყველა კომპონენტში ჯობია, მაინცდამაინც მკერდით ბურთის ჩამოღება თუ არ გინდა :D

ერერა კაცი მონდომება და ჟილკაა, საუკეთესო იყო გუშინ, პასი აქვს დარტყმა აქვს მშვენიერი დრიბლინგი, კრეატიულია თან გონივრულად მოქმედებს, ძირითადს იმსახურებს

კერიკის გამოცდილება გვჭირდება რიგ შემთხვევებში ძალიან სანდოა, გასაშვებად არ მემეტება უნდა დატოვონ, მაგრამ ძირითადს ვერ გაქაჩავს და ვერც მოსთხოვ

დეპაიმ 5-6 წუთზე რაც გააკეთა აი მაგიტომ მინდა იდგეს ძირითადში ხოლმე, ფლანგს აიკლებს ფორმაში თუ ჩადგა, ცუდად არ უთამაშია გუშინ ნერვები მომეშალა სრული დრო რომ არ მისცა

რუნი საშინელ ფორმაშია არ აწყენს დროებით სკამზე დაჯდომა, ან საერთოდ როგორც იბრა კავანის უნაწილებდა ბლანი დროს ისე რომ მოხდეს იბრა რუნის შემთხვევაშიც არ იქნება ცუდი.

რეშფორდი ჩემი კაცია როგორ მევასება love ყველაზე მონდომებულია და მაგ მონდომებასთან ერთად უდიდესი ნიჭი აქვს,ნამდვილი გოლების მანქანა დადგება მაგისგან manunited

4-3-3 უნდა ვითამაშოთ, ნახევარდაცვის ტრიო პოგბა ერერა და საყდენზე შნაიდერლინი უნდა იყვეს

ფოსუს ზოგი ისეთი მომენტი ქონდა ეჭვი შემეპარა რომ დაცვის ფუნქციები აქვს გამჯდარი. მართალია ის რაც დაარტყა ძალიან კარგად გამოუვიდა.
მემპისსზეც გეთანხმები თუ ფორმაში ჩადგა მართალაც რომ აიკლებს ფლანგს. და მგონია რო უნდა მიეცეს შანსი, არამარტო ასეთ თამაშებში როგორიც ესაა არამედ პრემიერ ლიგაშიც, იანგის შემოყვანას ჯობია მემფისი შემოიყვანო.
რუნიმ დროები უნდა დაისვენოს ან რამე მოუხერხონ ძაან ცუდად გამოიყურება, რამდენიმე კარგ იპიზოდში ძალიან ცუდად ითამაშა და ცუდ თამაშს არავინ გაპატიებს.
0
№15
ავტორი: Ashley Young
22 სექტემბერი 2016 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ციტატა: datonuc
ციტატა: Ashley Young
პოგბას გარეშე როგორ ითამაშა გუნდმა?!:-) მაგის შავ..... ჭაკი ცხენი დედა!

რა მოგეწონა გუშინდელ თამაშში გაფიცეებ რა

ნახევარდაცვა მომეწონა, ცალკეულ შეცდომებს უშვებდა შნეიდერლინი მარა კაი ხნის უთამაშებელია და ეპატიება, მემგონი ფელას ჯობია, უფრო სწრაფია მასზე, ერერა ძირითადის კაცია სხვა აზრი არ არსებობს, დეპაიმ ცოტცოტა იფაფხურა, იანგი ზედმეტს იღებდა მის თავზე, რუნი როგორც ყოველთვის არ მომეწონა, ბევრი მაზა და ტრაკს აღარ ანძრევს სამი წელია. მოკლედ რუნის ადგილას პოგბა აჯობებს და რეში სასტავში, იბრა და მხითარიანი კიდე აუცილებელია. დაცვას არაუშავდა


მომეწონათქო ვთქვი?:-) პოგბასთან ერთად უკეთესი იყო სხვა თამაშები?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top