თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 10:39
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2558,
კომენტარები: 12
რეშფორდის საოცარი სტატისტიკა
მარკუს რეშფორდის სტატისტიკა სადებიუტო შეხვედრებში.
რეშფორდის საოცარი სტატისტიკა
გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნორთჰემპტონ თაუნი" დაამარცხა. შეხვედრაში თავი "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა გამოიჩინა, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებდა აღნიშნულ ტურნირზე.

რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედის" პირველ გუნდში “მიდტიულანდთან” მატჩში ჰქონდა, სადაც კლუბმა 5-1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრაში 18 წლის ფორვარდმა კარში სამჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. ამავდროულად ინგლისელის აკურატულობა 84%-ით შეფასდა.

18 წლის ტალანტიმა პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაშიც გაიბრწყინა, სადაც "არსენალის" კარში 2 გოლის გატანა მოახერხა და თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

რეშფორდმა სადებიუტო მანჩესტერულ დერბიშიც გაიტანა, რომელიც "იუნაიტედმა" სწორედ მისი გოლის წყალობით მოიგო.

27 მაისს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მარკუსის დებიუტი შედგა, სადაც "სამი ლომი" ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამოდიოდა. რეშფორდს 3 წუთი დასჭირდა იმისათვის, (ზუსტად 135 წამი) რომ პირველი გოლი გაეტანა ეროვნული გუნდის მაისურით. მოგვიანებით ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა და გუნდს ევრო 2016-ზეც გაჰყვა.

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ნორვეგიის 21-წლამდელებს დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 6-1 გაანადგურა. მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის, მარკუს რეშფორდის ბენეფისად იქცა, ინგლისელმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა თავის სადებიუტო შეხვედრაში.

რეშფორდის საოცარი სტატისტიკა
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგის დებიუტშიც გაიტანს love
0
№2
ავტორი: DRJBECKHAM
22 სექტემბერი 2016 10:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ხანდახან რა ცუდია ამდენი კარგი ფეხბურთელი რო გყავს ერთ პოზიციაზე
0
№3
ავტორი: chudikone
22 სექტემბერი 2016 10:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამ ბიჭს ფეხებს უნდა უკოცნიდეს მთელი სამწვრთვნელო შტაბი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: tyeshela1
22 სექტემბერი 2016 12:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ძაან მაგარი გვყავს
0
№5
ავტორი: PaLoMo
22 სექტემბერი 2016 12:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Bრწყინვალე მომავალი ელის.გოლეადორი იქნება სულ მალეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: gela-manutd
22 სექტემბერი 2016 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მაგარი კაცია იმენა ძირითადისაა
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
22 სექტემბერი 2016 13:20
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
სასწაულია პირდაპირი გაგებით მარკუსი love
0
№8
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian Magari gvyavs ❤️
0
№9
ავტორი: kobinio
22 სექტემბერი 2016 13:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Ibragimovichisganac bevri kargis scavla sheileba da gamoadgeba mastan duetshi kopna momavalshi
0
№10
ავტორი: - MEMPHIS
22 სექტემბერი 2016 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ლიგაზეც გაიტანს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top