თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 10:39
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2559,
კომენტარები: 12
რეშფორდის საოცარი სტატისტიკა
მარკუს რეშფორდის სტატისტიკა სადებიუტო შეხვედრებში.
რეშფორდის საოცარი სტატისტიკა
გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნორთჰემპტონ თაუნი" დაამარცხა. შეხვედრაში თავი "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა გამოიჩინა, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებდა აღნიშნულ ტურნირზე.

რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედის" პირველ გუნდში “მიდტიულანდთან” მატჩში ჰქონდა, სადაც კლუბმა 5-1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრაში 18 წლის ფორვარდმა კარში სამჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. ამავდროულად ინგლისელის აკურატულობა 84%-ით შეფასდა.

18 წლის ტალანტიმა პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაშიც გაიბრწყინა, სადაც "არსენალის" კარში 2 გოლის გატანა მოახერხა და თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

რეშფორდმა სადებიუტო მანჩესტერულ დერბიშიც გაიტანა, რომელიც "იუნაიტედმა" სწორედ მისი გოლის წყალობით მოიგო.

27 მაისს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მარკუსის დებიუტი შედგა, სადაც "სამი ლომი" ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამოდიოდა. რეშფორდს 3 წუთი დასჭირდა იმისათვის, (ზუსტად 135 წამი) რომ პირველი გოლი გაეტანა ეროვნული გუნდის მაისურით. მოგვიანებით ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა და გუნდს ევრო 2016-ზეც გაჰყვა.

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ნორვეგიის 21-წლამდელებს დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 6-1 გაანადგურა. მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის, მარკუს რეშფორდის ბენეფისად იქცა, ინგლისელმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა თავის სადებიუტო შეხვედრაში.

რეშფორდის საოცარი სტატისტიკა
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
22 სექტემბერი 2016 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მაგარია რაა იხინაჩოც კარგია მაგრამ იმას უმართლებს უფრო თან სულ ცარიელ კარში გააქ. როშფორდი კი მარტო მიათრევს თითქმის გუნდს
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2016 15:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარკუსი ოქროს ბიჭია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top