თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 13:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2213,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ვცდილობ, ფეხბურთელების განწყობა შევცვალო"
მოურინიო "უოტფორდთან" მატჩის წინ
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარტივი არ იქნება ორი მარცხის შემდეგ "უოტფორდთან" დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ამის მიუხედავად, ჟოზე ფეხბურთელებს ენდობა და სჯერა, რომ გუნდზე ბოლო შედეგები დიდად არ იმოქმედებს.

"მოიგებ რამდენიმე მატჩს და მოთამაშეები თავდაჯერებულობით ივსებიან. წააგებ და ისინი მარცხს განიცდიან, იმედს კარგავენ. ასეთია ფეხბურთელების ბუნება. ორ შეხვედრაში დავმარცხდით და ვცდილობ მათი ნეგატიური განწყობა შევცვალო. 90 წუთის განმავლობაში, ბოლო ორ მატჩში, კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ დავიმსახურეთ უკეთესი შედეგი ორივე მათგანში.

არამგონია, "უოტფორდთან" მარტივი იყოს, მაგრამ ყველაფერი იწყება თავიდან: ახალი დღე, ახალი 90 წუთი. არ ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩს გასულ ორ შეხვედრასთან რაიმე საერთო უნდა ჰქონდეს. გამოცდილი და კარგად დაკომპლექტებული გუნდი ვართ, განწყობამ ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს."
- აცხადებს მოურინიო.

ჟოზემ როტერდამში განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა შემოგვთავაზა, რვა ცვლილებით. ამასთან, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინგლისში ვალენსია, შოუ და რუნი დატოვა. მოურინიოს თქმით, ხვალინდელ მატჩში, სასტარტოს სამივე დაუბრუნდება.
"ერთ კვირაში სამჯერ გვიწევს თამაში, მაგრამ ეს ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის, პრობლემა არ უნდა იყოს, ფეხბურთელები ფორმაში უნდა იყვნენ და არიან კიდეც როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად." - დაასრულა მოურინიომ.

წყარო; manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Red Heart )))
17 სექტემბერი 2016 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოოთ
0
№2
ავტორი: ikeoni
17 სექტემბერი 2016 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7716
ყველაფერს დაალეგებს ჯოზე love
0
№3
ავტორი: kantona-7
17 სექტემბერი 2016 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1220
მთავარია გუნდი შეთამაშდეს და სტაბილურობაც თავისით მოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 სექტემბერი 2016 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7791
მხითარიანი თუ ჯანმრთელია აუცილებლად უნდა ათამაშოს, იმედია ლინგარდს აღარ დააყენებს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2016 17:01
  • სიახლეები: 1550
  • კომენტარები: 12132
გამოჩნდება უახლოეს თამაშებში როგორ შეუძლია გუნდის მოტივირება. დერბიზე უკეთესი რა უნდა ითამაშონ და მაგ თამაშზე დიდი მოტივაცია რა უნდატ პრემიერ ლიგაში არ ვიცი მარა იმედია გამოსწორდება
0
№6
ავტორი: gela-manutd
17 სექტემბერი 2016 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: გიორგი
გამოჩნდება უახლოეს თამაშებში როგორ შეუძლია გუნდის მოტივირება. დერბიზე უკეთესი რა უნდა ითამაშონ და მაგ თამაშზე დიდი მოტივაცია რა უნდატ პრემიერ ლიგაში არ ვიცი მარა იმედია გამოსწორდება

იმედია ამ სასტავით ფერგი იფრენდა
0
№7
ავტორი: The AnsweR
17 სექტემბერი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
მიდით ბიჭებო გაანადგურეთ სუ ინდივიდალურად ნუ ცდილობთ ერთი ორი კომბინაციაც გვანახეთ
0
№8
ავტორი: jokero89
17 სექტემბერი 2016 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 255
ხვალ უნდა მოვიგოდ
0
№9
ავტორი: vanovano
17 სექტემბერი 2016 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
5-0 ბიჭებო, აბა თქვენ იცით
0
№10
ავტორი: rooney-ibrahimovich
18 სექტემბერი 2016 08:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ციტატა: vanovano
5-0 ბიჭებო, აბა თქვენ იცით

Watfordia saxlshi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლესტერი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 აგვისტო
საუთჰემპტონი31 აგვისტო
ლესტერი14 სექტემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

19 აგვისტო 2019, 23:00
ვულვზი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
11 აგვისტო 2019, 19:30
იუნაიტედი4
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
3 აგვისტო 2019, 20:30
იუნაიტედი2
მილანი2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
ვულვზი19 აგვისტო
ჩელსი11 აგვისტო
მილანი3 აგვისტო

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top