თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 13:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3176,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ვცდილობ, ფეხბურთელების განწყობა შევცვალო"
მოურინიო "უოტფორდთან" მატჩის წინ
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარტივი არ იქნება ორი მარცხის შემდეგ "უოტფორდთან" დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ამის მიუხედავად, ჟოზე ფეხბურთელებს ენდობა და სჯერა, რომ გუნდზე ბოლო შედეგები დიდად არ იმოქმედებს.

"მოიგებ რამდენიმე მატჩს და მოთამაშეები თავდაჯერებულობით ივსებიან. წააგებ და ისინი მარცხს განიცდიან, იმედს კარგავენ. ასეთია ფეხბურთელების ბუნება. ორ შეხვედრაში დავმარცხდით და ვცდილობ მათი ნეგატიური განწყობა შევცვალო. 90 წუთის განმავლობაში, ბოლო ორ მატჩში, კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ დავიმსახურეთ უკეთესი შედეგი ორივე მათგანში.

არამგონია, "უოტფორდთან" მარტივი იყოს, მაგრამ ყველაფერი იწყება თავიდან: ახალი დღე, ახალი 90 წუთი. არ ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩს გასულ ორ შეხვედრასთან რაიმე საერთო უნდა ჰქონდეს. გამოცდილი და კარგად დაკომპლექტებული გუნდი ვართ, განწყობამ ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს."
- აცხადებს მოურინიო.

ჟოზემ როტერდამში განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა შემოგვთავაზა, რვა ცვლილებით. ამასთან, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინგლისში ვალენსია, შოუ და რუნი დატოვა. მოურინიოს თქმით, ხვალინდელ მატჩში, სასტარტოს სამივე დაუბრუნდება.
"ერთ კვირაში სამჯერ გვიწევს თამაში, მაგრამ ეს ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის, პრობლემა არ უნდა იყოს, ფეხბურთელები ფორმაში უნდა იყვნენ და არიან კიდეც როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად." - დაასრულა მოურინიომ.

წყარო; manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manutd.ge
18 სექტემბერი 2016 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
Kide erti dge daasvene she ***oooooooo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top