თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 13:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3501,
კომენტარები: 12
"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მატჩის პრევიუ.
"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბიკერეჯ როუდი", უოტფორდი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-5 ტური
თარიღი: კვირა, 18 სექტემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 15:00, (ჩვენი დროით)

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"უოტფორდი"

ტრავმირებულები: ოკაკა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ქაბული, პრედლი
განაცხადი: Gomes, Gilmartin, Pantilimon, Mariappa, Janmaat, Kaboul, Cathcart, Britos, Prodl, Holebas, Zuniga, Kabasele, Amrabat, Behrami, Capoue, Guedioura, Watson, Doucoure, Pereyra, Deeney, Success, Ighalo.

"უოტფორდის" თავკაცი ვალტერ მაცარი, დიდი ალბათობით, იმავე შემადგენლობას გამოიყვანს მოედანზე, რომელიც "ვესტ ჰემთან" მატჩში ჰყავდა. სტეფამო ოკაკა ტრავმის გამო გუნდს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი, მხითარიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ბაიი
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Bailly, Blind, Fosu-Mensah, Shaw, Rojo, Smalling, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Memphis, Pogba, Schneiderlin, Young, Lingard, Rooney, Ibrahimovic, Martial, Rashford.

გუნდის შემადგენლობას უბრუნდებიან უეინ რუნი, ლუკ შოუ და ანტონი ვალენსია, რომელთაც როტერდამის მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. საეჭვოა ერიკ ბაიის თამაში, რომელიც "ფეინოორდთან" შეხვედრაში დაშავდა. მხითარიანი და ჯონსი გუნდის ლაზარეთში რჩებიან.


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


მე-10 ადგილი, 4 ქულა


უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი): ფ-ფ-წ-წ-წ-მ


"ონავრები" ეცდებიან 2016 წელს პირველად მოიპოვონ ზედიზედ 2 გამარჯვება პრემიერ ლიგაში.

მარცხის შემთხვევაში "უოტფორდი" 1988 წლის შემდეგ ჩემპიონატში პირველად წააგებს ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრას. მანამდე ასეთი შემთხვევა ორჯერ მოხდა, როცა 1990/91 წლებისა და 1991/92 წლების სეზონის სტარტზე სამი საშინაო მატჩი დათმეს.

"უოტფორდს" არასდროს წაუგია პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი საშინაო მატჩი.

"უოტფორდის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უკვე ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. 2015/16 წლების სეზონში ამ რიცხვს გუნდმა მხოლოდ 20 დეკემბერს მიაღწია.

ვალტერ მაცარიმ მიმდინარე სეზონში 18 ეროვნების წარმომადგენელი 22 სხვადასხვა ფეხბურთელი ათამაშა.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 9 ქულა


უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-წ-წ


"მანჩესტერ იუნაიტედმა" დერბიში დამარცხებამდე პრემიერ ლიგის სამივე შეხვედრა მოიგო.

1993 წლის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" პირველად ეძლევათ პრემიერ ლიგის ზედიზედ სამი გასვლითი მატჩის მოგების საშუალება.

ჟოზე მოურინიომ მწვრთნელის რანგში "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებული წინა სამივე შეხვედრა მოიგო საერთო ანგარიშით 8-0.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ზედიზედ სამი გასვლითი შეხვედრა 2014 წლის შემდეგ არ მოუგია. მაშინ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 4 გასვლით მატჩში იმარჯვა.

მომდევნო გასვლითი მარცხი კლუბისთვის მეშვიდასე საგარეო წაგება იქნება პრემიერ ლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე კიდევ 2 გოლი უნდა გაიტანოს იმისათვის, რომ პრემიერ ლიგის პირველი გუნდი გახდეს, რომელმაც გასვლით მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობა 800-ს გაუტოლა.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ცნობები მოთამაშეებისა და მწვრთნელების შესახებ და პოტენციური რეკორდები


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


წამყვანი ბომბარდირი: კაპუ - 3 გოლი (3 ლიგაში)

ოდიონ იგალოს პრემიერ ლიგაში სექტემბერში ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

თუ მოედანზე კრეიგ კატკარტი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 5 გოლი (4 ლიგაში)

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის მოწინააღმდეგის სტადიონზე გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. ამჟამად იგი პირველ ადგილს 87 გოლით ალან შირერთან იყოფს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ პირველ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საკლუბო რეკორდი ამავე მაჩვენებლის მიხედვით ლუი საასა და რობინ ვან პერსის ეკუთვნით (5-5 გოლი პირველ 5 მატჩში).

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 26-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 4-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 17-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ექვსივე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან თერთმეტივე.

ყველა ტურნირის მასშტაბით "ვიკერეჯ როუდზე" ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" ყველა მოიგეს.

პრემიერ ლიგის ეგიდით "ვიკერეჯ როუდზე" ჩატარებული სამივე შეხვედრა ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა.

"ონავრების" ბოლო გამარჯვება "იუნაიტედზე" 1986 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა მატჩი 1-0 დასრულდა.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება, "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა "უოტფორდი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 0.


"უოტფორდის" სტადიონი"


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 3 მოგება, ფრე - 0

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"უოტფორდი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

21 ნოემბერი, 2015 წელი
მსაჯი: რობერტ მედლი
გოლი "უოტფორდის" რიგებში: დინი 87' (პენალტი)
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: დეპაი 11', დინი 90 (ავტოგოლი)


მიმდინარე სეზონის სტატისტიკა


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ მედლიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 3 მატჩი განსაჯა და 15 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მაიკ მაკდონო, ადამ ნანი
სათადარიგო არბიტრი: სტიუარტ ერველი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2016 13:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაშინ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 4 გასვლით მატჩში იმარჯვა.

კარგი პერიოდი გვქონდა მოიესის დროს, იმედებიც კი მომეცა
0
№2
ავტორი: Lady in red
17 სექტემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
აუცილებლად მოსაგებია ეს თამაში და იმედი მაქვს ისე ითამაშებენ როგორც დაიწყეს.
0
№3
ავტორი: ikeoni
17 სექტემბერი 2016 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
დარწმუნებული ვარ მოვიგებთ am
0
№4
ავტორი: Red Heart )))
17 სექტემბერი 2016 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: NINI_ivanishvili
აუცილებლად მოსაგებია ეს თამაში და იმედი მაქვს ისე ითამაშებენ როგორც დაიწყეს.

მართალი ხაარ wink სასურველია როგორც ლესტერთან ოღონდ ფელაინის შეცდომის გარდა wink
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 სექტემბერი 2016 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლოს და ბოლოს უნდა მოიგონ wink და რაც მთავარია ხარისხიან ფეხბურთს ველი
0
№6
ავტორი: JuanMata
17 სექტემბერი 2016 16:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოვიგებთ 99% , მთავარია როგორ მოვიგებთ, დიდი იმედი მაქვს, კარგ ფეხბურთს ვნახავთ, სწრაფ გოლს, კარგ ტაქტიკურ, კომბინაციურ შეტევებს და სწრაფ კონტრშეტევებს.

გუნდს ჭირდება თავისი სტილი იპოვოს, 3 წელია არ გააჩნია არანაირი ტაქტიკა, არც თამაშის სტილი. მთლიანად ფეხბურთელების ინდივიდუალურობის და გამართლების ხარჯზე თამაშობენ.

ჟოზეს დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს შეცვლის.
0
№7
ავტორი: gela-manutd
17 სექტემბერი 2016 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა მოვიგოთ
0
№8
ავტორი: Iunaitedi
18 სექტემბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
2 თამაში წაგება მგონი დროა დალაგდეს გუნდი რაა თორე სიტი გაიქცა. გუშინ ვუყურე სიტის თამაშს და მესიამოვნა მათი თამაში. ფავორიტებად ვითვლებით მარა ეს მერამდენე თამაშია შუადგეს გვიწევს ტამაში და სუ ცუდად ვამთავრებთ მაგდროის თამაშებს. 1-2 ვწინასწარმეტყველობ likeaboss
0
№9
ავტორი: Count Alucard
18 სექტემბერი 2016 11:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საშინელი ორი კვირის შემდეგ ერთი დამაჯერებელი მოგება არ აწყენდა გუნდს, ქულები ძალიან გვჭირდება ახლა სიტისთან წაგების მერე, თან თავდაჯერებაც შეემატებათ.
0
№10
ავტორი: SHAVLO
18 სექტემბერი 2016 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
დარწმუნებული ვარ მოვიგებთ იმ საშინელი 2 თამაშის შემდეგ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top