თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 13:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3504,
კომენტარები: 12
"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მატჩის პრევიუ.
"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბიკერეჯ როუდი", უოტფორდი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-5 ტური
თარიღი: კვირა, 18 სექტემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 15:00, (ჩვენი დროით)

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"უოტფორდი"

ტრავმირებულები: ოკაკა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ქაბული, პრედლი
განაცხადი: Gomes, Gilmartin, Pantilimon, Mariappa, Janmaat, Kaboul, Cathcart, Britos, Prodl, Holebas, Zuniga, Kabasele, Amrabat, Behrami, Capoue, Guedioura, Watson, Doucoure, Pereyra, Deeney, Success, Ighalo.

"უოტფორდის" თავკაცი ვალტერ მაცარი, დიდი ალბათობით, იმავე შემადგენლობას გამოიყვანს მოედანზე, რომელიც "ვესტ ჰემთან" მატჩში ჰყავდა. სტეფამო ოკაკა ტრავმის გამო გუნდს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი, მხითარიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ბაიი
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Bailly, Blind, Fosu-Mensah, Shaw, Rojo, Smalling, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Memphis, Pogba, Schneiderlin, Young, Lingard, Rooney, Ibrahimovic, Martial, Rashford.

გუნდის შემადგენლობას უბრუნდებიან უეინ რუნი, ლუკ შოუ და ანტონი ვალენსია, რომელთაც როტერდამის მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. საეჭვოა ერიკ ბაიის თამაში, რომელიც "ფეინოორდთან" შეხვედრაში დაშავდა. მხითარიანი და ჯონსი გუნდის ლაზარეთში რჩებიან.


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


მე-10 ადგილი, 4 ქულა


უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი): ფ-ფ-წ-წ-წ-მ


"ონავრები" ეცდებიან 2016 წელს პირველად მოიპოვონ ზედიზედ 2 გამარჯვება პრემიერ ლიგაში.

მარცხის შემთხვევაში "უოტფორდი" 1988 წლის შემდეგ ჩემპიონატში პირველად წააგებს ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრას. მანამდე ასეთი შემთხვევა ორჯერ მოხდა, როცა 1990/91 წლებისა და 1991/92 წლების სეზონის სტარტზე სამი საშინაო მატჩი დათმეს.

"უოტფორდს" არასდროს წაუგია პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი საშინაო მატჩი.

"უოტფორდის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უკვე ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. 2015/16 წლების სეზონში ამ რიცხვს გუნდმა მხოლოდ 20 დეკემბერს მიაღწია.

ვალტერ მაცარიმ მიმდინარე სეზონში 18 ეროვნების წარმომადგენელი 22 სხვადასხვა ფეხბურთელი ათამაშა.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 9 ქულა


უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-წ-წ


"მანჩესტერ იუნაიტედმა" დერბიში დამარცხებამდე პრემიერ ლიგის სამივე შეხვედრა მოიგო.

1993 წლის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" პირველად ეძლევათ პრემიერ ლიგის ზედიზედ სამი გასვლითი მატჩის მოგების საშუალება.

ჟოზე მოურინიომ მწვრთნელის რანგში "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებული წინა სამივე შეხვედრა მოიგო საერთო ანგარიშით 8-0.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ზედიზედ სამი გასვლითი შეხვედრა 2014 წლის შემდეგ არ მოუგია. მაშინ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 4 გასვლით მატჩში იმარჯვა.

მომდევნო გასვლითი მარცხი კლუბისთვის მეშვიდასე საგარეო წაგება იქნება პრემიერ ლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე კიდევ 2 გოლი უნდა გაიტანოს იმისათვის, რომ პრემიერ ლიგის პირველი გუნდი გახდეს, რომელმაც გასვლით მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობა 800-ს გაუტოლა.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ცნობები მოთამაშეებისა და მწვრთნელების შესახებ და პოტენციური რეკორდები


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"უოტფორდი"


წამყვანი ბომბარდირი: კაპუ - 3 გოლი (3 ლიგაში)

ოდიონ იგალოს პრემიერ ლიგაში სექტემბერში ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

თუ მოედანზე კრეიგ კატკარტი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც ფეხბურთელის კარიერა დაიწყო.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 5 გოლი (4 ლიგაში)

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის მოწინააღმდეგის სტადიონზე გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. ამჟამად იგი პირველ ადგილს 87 გოლით ალან შირერთან იყოფს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ პირველ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საკლუბო რეკორდი ამავე მაჩვენებლის მიხედვით ლუი საასა და რობინ ვან პერსის ეკუთვნით (5-5 გოლი პირველ 5 მატჩში).

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 26-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 4-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 17-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ექვსივე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან თერთმეტივე.

ყველა ტურნირის მასშტაბით "ვიკერეჯ როუდზე" ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" ყველა მოიგეს.

პრემიერ ლიგის ეგიდით "ვიკერეჯ როუდზე" ჩატარებული სამივე შეხვედრა ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა.

"ონავრების" ბოლო გამარჯვება "იუნაიტედზე" 1986 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა მატჩი 1-0 დასრულდა.

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება, "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა "უოტფორდი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 0.


"უოტფორდის" სტადიონი"


ლიგა: "უოტფორდი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "უოტფორდი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 3 მოგება, ფრე - 0

"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"უოტფორდი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

21 ნოემბერი, 2015 წელი
მსაჯი: რობერტ მედლი
გოლი "უოტფორდის" რიგებში: დინი 87' (პენალტი)
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: დეპაი 11', დინი 90 (ავტოგოლი)


მიმდინარე სეზონის სტატისტიკა


"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ მედლიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 3 მატჩი განსაჯა და 15 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მაიკ მაკდონო, ადამ ნანი
სათადარიგო არბიტრი: სტიუარტ ერველი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№11
ავტორი: nika manchester
18 სექტემბერი 2016 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
1-3 ვიგებთ
0
№12
ავტორი: The Special One
18 სექტემბერი 2016 13:30
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ველი ლამაზ და ლაღ თამაშს,არ მინდა როგორც ვან გაალის დროს ისე მოვიგოთ 1-0. ტაკტიკურად გამართული გუნდის ხილვა მსურს,რაც მთავარია წინასთან შედარებით შეთამაშებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top