თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 11:43
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 11
შოუ: "სწრაფი გოლი გვჭირდება"
ლუკ შოუ "უოტფორდთან" მატჩის წინ
შოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველი ლუკ შოუ, როგორც მოსალოდნელია, "უოტფორდთან" მატჩში დაბრუნდება. ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟოზე მოურინიომ როტერდამში წაყვანის ნაცვლად ინგლისში დატოვა პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად. შოუმ გასულ ორ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს სწრაფი გოლის გატანა უჭირს, რაც მომდევნო შეხვედრებში უნდა გამოსწორდეს.

"მატჩის აქტიურად დაწყება გვჭირდება. გასულ ორ შეხვედრაში არც ისეთი კარგი სტარტი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სწორედ ამის შეცვლაა აუცილებელი.

"ფეინოორდთან" მატჩის ყურება გამაღიზიანებელი იყო. მათ ბევრი შანსი არ ჰქონიათ და გოლიც აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან დაფიქსირდა. რამდენიმე შანსი გვქონდა, ბევრი არა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო.

ორივე შეხვედრა წარსულს ჩაბარდა და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, საკუთარ თავებზე მოვახდინოთ კონცენტრაცია და სწრაფი გოლი გავიტანოთ, რათა შემდეგ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ"
- განაცხადა შოუმ MUTV-სთან საუბარში.

მატჩი "უოტფორდთან" კვირას, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 წუთზე დაიწყება.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: rooney-ibrahimovich
17 სექტემბერი 2016 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Siaxleeeebiii daset Ra aris isev calk-calke saitebi rom iyo is jobdaaaa
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 სექტემბერი 2016 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სწრაფი გოლიც გვჭირდება და სწრაფი თამაშით. ფეინოორდთან რო ვუყურებდი რამის დამეძინა areyoukiddingme
0
№3
ავტორი: The Special One
17 სექტემბერი 2016 11:54
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: rooney-ibrahimovich
Siaxleeeebiii daset Ra aris isev calk-calke saitebi rom iyo is jobdaaaa

კი ნამდვილად ჯობდა winked ესეთი უაზრო კომენტარები არ იყო,სტატიის კითხვა და მერე კომენტარის ერთი სიამოვნება იყო smile ეხლა კიდე რაც გაერთიანდა საიტი წავიდა "ლიჟბი კომენტარი დავწერო"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: Jubo
17 სექტემბერი 2016 12:00
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყოველ მატჩში უფრო და უფრო უმატებს შოუ, სეზონის დაწყება საერთოდ არ მომეწონა ამისი, მაგრამ ახლა რა შედარებაა derpthumb

ვისაც გული შეგტკივათ, შეგიძლიათ დაწეროთ და გამოგზავნოთ, თქვენც ამ საიტის და გუნდის წევრები ხართ, ისევე როგორც ჩვენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
17 სექტემბერი 2016 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ვეთანხმები სწრაფი გოლი კარგია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2016 12:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარია მოიგონ. როგორც წესი საწყის ტურებში დაკარგული ქულა დიდი ტრაგედია არაა მარა წელს ყველაფერს ექნება მნიშვნელობა. ოთხეულიც ზედმეტად რთულია უკვე
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
17 სექტემბერი 2016 12:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შოუ იმ მძიმე ტრამვის მერე პრაქტიკულად მარჯვენა ფეხით ვეღარ თამაშობს, თუ დააკვირდით ელემენტარულ პასს ვერ აკეთებს მარჯვენათი თუ არ აეთებს არ ვიცი belay
0
№8
ავტორი: ikeoni
17 სექტემბერი 2016 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
№9
ავტორი: Red Heart )))
17 სექტემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
საერთოდ სწრაფი გოლი ნებისმიერ თამაშს სჭირდება
0
№10
ავტორი: JuanMata
17 სექტემბერი 2016 14:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სწრაფი გოლის გასატანად საჭიროა პრესინგი შეტევაში, თამაშისდასაწყისშივე, მე რასაც ვუყურებ ცენტრს იქით არ გადადიან, როცა მეტოქეს ვურთი აქვს. მგონი მოუს მოუწევს ცოტა მიდგომის შეცვლა, უოტფორდი არაა ის გუნდი, წინ გავარდნენ და დაცვა მოაშიშვლონ, ამიტომ დასაწყისიდანვე პრესინგზე უნდა ვითამაშოთ, შეცდომა დავაშვებინოთ გოლი გავიტანოთ, მერე თავისუფლად გავაკინტროლებთ თამაშს. და არა პირიქით რასაც აკეთებენ, პირველი ტაიმი დაუთმე დაცვაში ჩაჯექი და მერე ბოლო წუთებზე მეკარიან, მცველიანა შეტევაში წახვიდე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top