თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 11:43
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 11
შოუ: "სწრაფი გოლი გვჭირდება"
ლუკ შოუ "უოტფორდთან" მატჩის წინ
შოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველი ლუკ შოუ, როგორც მოსალოდნელია, "უოტფორდთან" მატჩში დაბრუნდება. ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟოზე მოურინიომ როტერდამში წაყვანის ნაცვლად ინგლისში დატოვა პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად. შოუმ გასულ ორ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს სწრაფი გოლის გატანა უჭირს, რაც მომდევნო შეხვედრებში უნდა გამოსწორდეს.

"მატჩის აქტიურად დაწყება გვჭირდება. გასულ ორ შეხვედრაში არც ისეთი კარგი სტარტი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სწორედ ამის შეცვლაა აუცილებელი.

"ფეინოორდთან" მატჩის ყურება გამაღიზიანებელი იყო. მათ ბევრი შანსი არ ჰქონიათ და გოლიც აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან დაფიქსირდა. რამდენიმე შანსი გვქონდა, ბევრი არა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო.

ორივე შეხვედრა წარსულს ჩაბარდა და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, საკუთარ თავებზე მოვახდინოთ კონცენტრაცია და სწრაფი გოლი გავიტანოთ, რათა შემდეგ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ"
- განაცხადა შოუმ MUTV-სთან საუბარში.

მატჩი "უოტფორდთან" კვირას, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 წუთზე დაიწყება.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: vanovano
17 სექტემბერი 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ხოდა მიდი გაიტანე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top