"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ ნახევარმცველ პოლ პოგბას დარწმუნება "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაში, ძალიან რთული იყო.
როგორც ვიცით, მიმდინარე წლის ზაფხულს 23 წლის პოგბას გადაბირებას "იუნაიტედი" და "რეალი" ცდილობდნენ. ამ უკანასკნელთა მხრიდან ინტერესის გამოვლენაზე თავად ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
საბოლოო ჯამში "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელისთვის ბრძოლა მოიგეს და "იუვენტუსს" 89 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. მოურინიოს აზრით, "რეალთან" კონკურენციის მოგება არც ისე ადვილი იყო.
"პოგბას დარწმუნება მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაში ძალიან რთული იყო. ტელეფონით ხშირად ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ბევრ მესიჯებს ვაგზავნიდით. ვფიქრობ, დილით სხვა დიდი კლუბის მწვრთნელისგან იღებდა შეტყობინებას, დღის მეორე ნაწილში კი ჩემგან. ძალიან ბევრი ვეცადე, რომ პოგბა ჩვენი კლუბის არჩევაში დამერწმუნებინა", - განაცხადა პორტუგალიელმა.