თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2016, 17:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3009,
კომენტარები: 11
მოურინიო: "პოგბას დარწმუნება რთული იყო"
ჟოზე მოურინიო პოგბას დარწმუნების სირთულეს არ მალავს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ ნახევარმცველ პოლ პოგბას დარწმუნება "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებაში, ძალიან რთული იყო.

როგორც ვიცით, მიმდინარე წლის ზაფხულს 23 წლის პოგბას გადაბირებას "იუნაიტედი" და "რეალი" ცდილობდნენ. ამ უკანასკნელთა მხრიდან ინტერესის გამოვლენაზე თავად ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

საბოლოო ჯამში "წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელისთვის ბრძოლა მოიგეს და "იუვენტუსს" 89 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. მოურინიოს აზრით, "რეალთან" კონკურენციის მოგება არც ისე ადვილი იყო.

"პოგბას დარწმუნება მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაში ძალიან რთული იყო. ტელეფონით ხშირად ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ბევრ მესიჯებს ვაგზავნიდით. ვფიქრობ, დილით სხვა დიდი კლუბის მწვრთნელისგან იღებდა შეტყობინებას, დღის მეორე ნაწილში კი ჩემგან. ძალიან ბევრი ვეცადე, რომ პოგბა ჩვენი კლუბის არჩევაში დამერწმუნებინა", - განაცხადა პორტუგალიელმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
15 სექტემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ცოტაც აცალეთ პოგბას და მსოფლიოში ნომერ პირველი იქნება მის პოზიციაზე. მე ჯერჯერობით რასაც ულვე ვუყურე პოლის თამაშებს ცუდი შთაბეჭდილება არცერთ მატჩში არ დაუტოვებია. მათ შორის სიტისთან მატჩშიც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top