ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანჩესტერული დერბის მატჩში.
"იუნაიტედის" ცენტრალური მცველები კევინ დე ბრუინემ ერთი მოძრაობით გააბითურა პირველი გოლის ეპიზოდში, როცა ბელგიელმა "სიტი" დააწინაურა.
მაგრამ 22 წლის მცველმა მეორე ტაიმში არაერთი კონტრშეტევა ჩაშალა, როცა მისი გუნდი ანგარიშის გასათანაბრებლად იბრძოდა.
მატჩის შემდეგ მოურინიომ ბაიის თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
"შეგვიძლია ვისაუბროთ ერიკ ბაიიზე, რომელიც "ვილიარეალში" თამაშობდა, მაგრამ ასეთი დონის დერბიში არასდროს მიუღია მონაწილეობა, თუმცა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თვის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ფანტასტიკური მატჩი აჩვენა. მრავალ სიტუაციას გაართვა თავი.
ასე რომ, არასდროს იცი, რას გააკეთებს მოთამაშე, მით უმეტეს, თუ მას კარგად არ იცნობ. და რამდენიმე თვის შემდეგაც კი ძალიან ადრეა ვთქვათ, რომ მას კარგად ვიცნობთ", - განაცხადა ჟოზემ.