"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ მარკუს რეშფორდს სრულიად ნათელი მომავალი აქვს და მომდევნო შეხვედრაში მისი სასტარტო შემადგენლობაში გამწესებაზე მიანიშნა.
რეშფორდი მანჩესტერულ დერბიში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მოურინიოს აზრით უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ჯესი ლინგარდმა და ჰენრიხ მხითარიანმა ერთად.
პორტუგალიელი მზად არის, 18 წლის ახალგაზრდას მომდევნო მატჩში მორიგი შანსი მისცეს, მაგრამ ამჯერად უკვე სასტარტო შემადგენლობაში. "ჩემთვის მომდევნო დიდი მატჩი "ფეიენოორდის" წინააღმდეგ იქნება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
რეშფორდი სრულიად ვენდობი. ვიცი, რომ მას ნათელი მომავალი ექნება. ძირითადად ნომერი ცხრიანია - თუ მისი სხვადასხვა პოზიციაზე გამოყენება მოგინდება, უნდა ვიმუშაოთ, უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ მისი ხასიათი უკვე შესამჩნევია.
ჩვეულებრივ, ხალხი ფეხბურთელის ნიჭს აქცევს ყურადღებას, მაგრამ ამ დონეზე ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გასულ სეზონში აჩვენა - დაუყოვნებლივ გამოამჟღავნა", - განაცხადა მოურინიომ.
გასულ სეზონში "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 18 მატჩში რეშფორდმა 8 გოლი გაიტანა. მოურინიო მის თამაშს მიმდინარე სეზონშიც მაღალ შეფასებას აძლევს. "სიტის" წინააღმდეგ ფლანგებზე მათ უპირატესობას ვგრძნობდი და ბავშვმა მეორე ტაიმში მოგვცა ის, რაც მიკისა და ჯესისთან ერთად პირველ ტაიმში არ გვქონდა.
ბავშვმა მოგვცა ის, რაც გვჭირდებოდა და ახლა სულ სხვა შედეგებზე უნდა გვესაუბრა".