თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2016, 14:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3753,
კომენტარები: 17
მოურინიო: "ბავშვისგან მივიღე ის, რაც სხვებმა ვერ მომცეს"
მარკუს რეშფორდი მომდევნო შეხვედრას დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ მარკუს რეშფორდს სრულიად ნათელი მომავალი აქვს და მომდევნო შეხვედრაში მისი სასტარტო შემადგენლობაში გამწესებაზე მიანიშნა.

რეშფორდი მანჩესტერულ დერბიში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მოურინიოს აზრით უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ჯესი ლინგარდმა და ჰენრიხ მხითარიანმა ერთად.

პორტუგალიელი მზად არის, 18 წლის ახალგაზრდას მომდევნო მატჩში მორიგი შანსი მისცეს, მაგრამ ამჯერად უკვე სასტარტო შემადგენლობაში.

"ჩემთვის მომდევნო დიდი მატჩი "ფეიენოორდის" წინააღმდეგ იქნება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

რეშფორდი სრულიად ვენდობი. ვიცი, რომ მას ნათელი მომავალი ექნება. ძირითადად ნომერი ცხრიანია - თუ მისი სხვადასხვა პოზიციაზე გამოყენება მოგინდება, უნდა ვიმუშაოთ, უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ მისი ხასიათი უკვე შესამჩნევია.

ჩვეულებრივ, ხალხი ფეხბურთელის ნიჭს აქცევს ყურადღებას, მაგრამ ამ დონეზე ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გასულ სეზონში აჩვენა - დაუყოვნებლივ გამოამჟღავნა",
- განაცხადა მოურინიომ.

გასულ სეზონში "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 18 მატჩში რეშფორდმა 8 გოლი გაიტანა. მოურინიო მის თამაშს მიმდინარე სეზონშიც მაღალ შეფასებას აძლევს.

"სიტის" წინააღმდეგ ფლანგებზე მათ უპირატესობას ვგრძნობდი და ბავშვმა მეორე ტაიმში მოგვცა ის, რაც მიკისა და ჯესისთან ერთად პირველ ტაიმში არ გვქონდა.

ბავშვმა მოგვცა ის, რაც გვჭირდებოდა და ახლა სულ სხვა შედეგებზე უნდა გვესაუბრა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
12 სექტემბერი 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეხლა ისეთი რაღაცეები შეამჩნია მაურინიომ სადღაც ჭკუის საწავლებლად კარგი იყო ეს წაგება ეგეთი აზრი გამომაქ, მაგრამ მანამდე რატომ ვერ მიხვდა რომ ლინგარდის დაყენებას და ხითარიანის ეს და მარსიალი დაეყენებინა ჯობდა love am
0
№12
ავტორი: MEMPHIS 7
12 სექტემბერი 2016 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხოო წაგება ცუდია მაგრამ კარგი ისაა თუ ვის რა შეუძლია აი ეს დაინახა ჟოზემ მემფისსაც მიცეს შანსი დარწმუნებულივარ გაიხსნება
0
№13
ავტორი: Legend Sir Alex
12 სექტემბერი 2016 21:04
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ვეთანხმები აქ გაჟღერებულ აზრს და ჩემი აზრით მოუსთვის ეს მარცხი გაკვეთილი იყო, დროა მისცეს სათამაშ დრო ისეთ ფეხბურთელებს როგორებიცაა მემფისი, სმოლინგი, რეშფორდი და ტიმოტი. რაც შეეხება მხითარაიანს გაცილებით მეტი შეუძლია, ეს მისი წარუმატებელი თამაში იმით იყო განპირობებული, რომ ტრამვა ახალი მორჩენილი ქონდა და სასტრატოშიც პირველად დაიწყო თანაც სიტისთან, აი ჯესი ძაან არასტაბილურია და არ შეიძლება მასზეე დიდი იმედების დამყარება, შეუძლია ერთ მომენტში კარგად ითამაშოს და შემდეგ ყველაფერი გაგიფუჭოს. რეშფორდი კი, წარმოუდგენელ ტალანტს ფლობს და დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს მანჩესტერთან ერთად. love
0
№14
ავტორი: Red Heart )))
12 სექტემბერი 2016 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
კარგი ესე ეხლა თითო-თითო ტაიმი ფლანგებზეც მოსინჯოს,ოღონდ ჯერ გასატანი უნდა გავიტანოთ
0
№15
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2016 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Reahfordii da memfisic raa aatamashee mouu
0
№16
ავტორი: crawling
13 სექტემბერი 2016 04:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
შე შობელძაღლის გაგდებულო დეპაი ათამაშე იქნებ იმანაც მოგცეს შედეგი და სმოლინგმა რა დაგიშავა
0
№17
ავტორი: manuchari
13 სექტემბერი 2016 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
გეთანხმებით რეშბორდი უნიჩიერესი ფეხბურთელია მაგრამ ჯერ ბავშვია და დიდი დატვირთვა არ შეიძლება ჩემი აზრით ნელნელა ძირითადის კაცი გახდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top