"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რუნის პოზიციის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა.
"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ 30 წლის რუნიში კვლავ თავდამსხმელს ხედავს. ჟოზემ პირობა დადო, რომ უეინი არასდროს ითამაშებდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მისი ხელმძღვანელობისას. ამავე აზრისაა ინგლისის ნაკრების თავკაცი სემ ელერდაისი.
ამასთან, სეზონის სტარტზე რუნი საგრძნობ პრობლემებს განიცდის, როცა საქმე მეტოქის კართან თამაშს ეხება და კარაგერს მიაჩნია, რომ მოურინიო ცდება, როცა ნახევარდაცვაში რუნის ტრანსფორმაციას ხელს უშლის.
"ყველაფერი სემ ელერდაისისგან დაიწყო, როცა რუნი ტრნავაში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა, თუმცა ადრე ამბობდა, რომ არასდროს გამოიყენებდა მას ამ პოზიციაზე.
ჟოზე მოურინიომაც თქვა, რომ არასდროს გამოიყენებს რუნის 6-ანის ან 8-ანის პოზიციაზე. ორივე მწვრთნელმა შეცდომა დაუშვა ამის თქმით.
შესაძლოა, ხალხი რთულად ეგუება იმ აზრს, რომ ტოპ-კლასის თავდამსხმელი იძულებულია, კლუბისა და ნაკრების რიგებში სიღრმეში ითამაშოს. ალბათ, ხალხს ახსოვს მოურინიოსა და ელერდასის სიტყვები, რაც მათ აზრებს აყალიბებს.
პოლ სქოულზი და სტივენ ჯერარდი დახეული ნახევარმცველები გახდნენ, თუმცა კარიერა შემტევი ფეხბურთელების რანგში დაიწყეს. რაიან გიგზმა და ჯონ ბარნსმა ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე ხელახლა დაიმკვიდრეს თავი. იქნებოდნენ ისეთივე კარგები, როგორც თავიანთ ორიგინალურ პოზიციაზე? რა თქმა უნდა, არა", - განაცხადა კარაგერმა.