თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2016, 08:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3607,
კომენტარები: 13
კარაგერმა მოურინიო გააკრიტიკა
ჯეიმი კარაგერი პორტუგალიელ სპეციალისტს აკრიტიკებს.
კარაგერმა მოურინიო გააკრიტიკა
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რუნის პოზიციის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ 30 წლის რუნიში კვლავ თავდამსხმელს ხედავს. ჟოზემ პირობა დადო, რომ უეინი არასდროს ითამაშებდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მისი ხელმძღვანელობისას. ამავე აზრისაა ინგლისის ნაკრების თავკაცი სემ ელერდაისი.

ამასთან, სეზონის სტარტზე რუნი საგრძნობ პრობლემებს განიცდის, როცა საქმე მეტოქის კართან თამაშს ეხება და კარაგერს მიაჩნია, რომ მოურინიო ცდება, როცა ნახევარდაცვაში რუნის ტრანსფორმაციას ხელს უშლის.

"ყველაფერი სემ ელერდაისისგან დაიწყო, როცა რუნი ტრნავაში სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა, თუმცა ადრე ამბობდა, რომ არასდროს გამოიყენებდა მას ამ პოზიციაზე.

ჟოზე მოურინიომაც თქვა, რომ არასდროს გამოიყენებს რუნის 6-ანის ან 8-ანის პოზიციაზე. ორივე მწვრთნელმა შეცდომა დაუშვა ამის თქმით.

შესაძლოა, ხალხი რთულად ეგუება იმ აზრს, რომ ტოპ-კლასის თავდამსხმელი იძულებულია, კლუბისა და ნაკრების რიგებში სიღრმეში ითამაშოს. ალბათ, ხალხს ახსოვს მოურინიოსა და ელერდასის სიტყვები, რაც მათ აზრებს აყალიბებს.

პოლ სქოულზი და სტივენ ჯერარდი დახეული ნახევარმცველები გახდნენ, თუმცა კარიერა შემტევი ფეხბურთელების რანგში დაიწყეს. რაიან გიგზმა და ჯონ ბარნსმა ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე ხელახლა დაიმკვიდრეს თავი. იქნებოდნენ ისეთივე კარგები, როგორც თავიანთ ორიგინალურ პოზიციაზე? რა თქმა უნდა, არა",
- განაცხადა კარაგერმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
12 სექტემბერი 2016 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რუნი რუნი მეტი მოგეთხოვება ბებერო am
0
№12
ავტორი: Malboro463
12 სექტემბერი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ამას და ნევილს დიდი ექსპერი გონიათ თავი ყველას აკრიტიკებენ მარა საქმე საქმეზე რომ მიდგა ჩაისვარა ნევილმა
0
№13
ავტორი: JuanMata
12 სექტემბერი 2016 16:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იმედი მაქვს ფეინოორდთან დაასვენებს რუნის და ვნახავთ გუნდს რუნის გარეშე, ან აღმოჩნედბა, რომ რუნი დიდ როლს თამაშობს გუნდის ორგანიზებულობაში და არ შეიძლება სკამზე დასმა, თუნდაც მისი განახევრებული შეტევითი პოტენციალით. ან აღმოჩნდება რომ გუნდის შეტევებს ანელებს, გადაცემებში შეცდომებს უშვებს და მიუხედავად გოლის და საგოლე პასისა, უფრო მეტ შეტევას და პოტენციურ გოლს აფუჭებს.

მაინტერესებს სხვა ფეხბურთელებიც, რომელსაც თამაშის საშუალება არ მისცემიათ, როგორ ითამაშებენ, თუნდაც 15-20 წუთი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top