თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2016, 19:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3232,
კომენტარები: 21
ერერა: "გულშემატკივრებს თანავუგრძნობ"
ანდერ ერერას კომენტარი დერბიში დამარცხების შემდეგ.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ დერბიში დამარცხების გამო მწუხარება გამოხატა და გულშემატკივარს განსაკუთრებული სიტყვებით მიმართა.

"ჩვენ წავაგეთ დერბი ჩვენი ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ და ხვალ ჩვენი გულშემატკივრები შეხვდებიან მეგობრებს, რომლებიც "სიტის" ქომაგობენ. მათ გამო ვწუხვარ.

ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ვიცოდით, რომ ოდესმე წავაგებდით. იდეალური იქნებოდა ეს უფრო გვიან რომ მომხდარიყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და უნდა გავძლიერდეთ",
- განაცხადა ბასკმა.

მატჩის შესახებ ერერამ დაამატა: "სიტიმ" თამაში პირველ ტაიმში მოგვიგო. ახლა ბოდიშების მოხდის დრო არ არის. მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და "ფეიენოორდთან" გამარჯვება ვცადოთ.

წინ უნდა გავიხედოთ, გონებაში ბალანსი შევინარჩუნოთ და ჭკუიდან არ გადავიდეთ - ეს მხოლოდ სეზონის მეოთხე მატჩია. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა დერბის ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ აგებ, მტკივნეულია".


ესპანელმა, რომელიც მოედანზე შესვენებაზე შესვლის შედეგად შევიდა, მატჩისგან პოზიტიური დასკვნების გამოტანა სცადა: "აქედან კარგი ის არის, რომ მიუხედავად არც ისე კარგი თამაშისა, მათზე ზეწოლის მოხდენა მაინც შევძელით.

"სიტის" მატჩის დასრულება მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში სურდა, მაგრამ ჩვენც გავაკეთეთ კარგი რამ, თუმცა ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და როცა ჩემპიონობა გინდა, პირველივე წუთებიდან კარგად უნდა ითამაშო".


ერერამ თავისი თამაშიც შეაფასა: "ვიცი რაც სურს მწვრთნელს ჩემგან. ენერგიული მოთამაშე ვარ, გუნდისთვის ბურთის შენარჩუნება შემიძლია, თანაგუნდელებს ჩემს სულისკვეთებას გადავდებ და სწორედ ამას ვცდილობ. როცა მწვრთნელი მოინდომებს ჩემს გამოყენებას, მზად ვიქნები".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2016 19:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველას მარტო იმიტომ უყვარს რომ გულს და სულს დებს მოედანზე. ძაან მაგარი კაცია love შესაძლოა ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს და ვერაა ისეთი როგორიც უნდა იყოს მარა მაინც ბევრს მივრჩევნია დღევანდელი გუნდიდან ეს უკლასო
0
№2
ავტორი: Ashley Young
11 სექტემბერი 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
გავკარი პოგბას!!! მიდი ანდერ!!! თუ პოგბას პოზიციაზე ამან უკეთესად არ ითამაშოს მე ვიყო მემფის დეპაი!!! ერთი შვაინშტაიგერის ტრანსფერი ვერ გავიგე რა საჭირო იყო და მეორენ იმ 105 მილიონიანი ზანგის!!! დეპაიზეც არ მეთანხმებოდით აქ ზოგიერთები, მაგრამ...
0
№3
ავტორი: tupaca
11 სექტემბერი 2016 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაგრად მევასება ერერა და ზოგადად ესეთი ფეხბურთელები რომლებიც სულს და გულს დებენ მინდორზე
0
№4
ავტორი: ლადო
11 სექტემბერი 2016 20:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგად შემოვიდა შეცვლაზე.
0
№5
ავტორი: ikeoni
11 სექტემბერი 2016 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ziritadis kacia ❤️
0
№6
ავტორი: zurazura
11 სექტემბერი 2016 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: Ashley Young
გავკარი პოგბას!!! მიდი ანდერ!!! თუ პოგბას პოზიციაზე ამან უკეთესად არ ითამაშოს მე ვიყო მემფის დეპაი!!! ერთი შვაინშტაიგერის ტრანსფერი ვერ გავიგე რა საჭირო იყო და მეორენ იმ 105 მილიონიანი ზანგის!!! დეპაიზეც არ მეთანხმებოდით აქ ზოგიერთები, მაგრამ...

პოგბზე რო კაცი მაგას იტყვის რა საჭირო იყოოო ან შვაინაზე რავი რაღააა სათქმელი დეპაიზე აღარაფერ ვამბობ ეგ დაასაფლავა ლუიმ და მოუ უმატებს ეხა
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 სექტემბერი 2016 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ერერა ძაან მებრძოლი და ენერგიულია მართლა, მაგრამ კიდე სჭირდება დახვეწა
0
№8
ავტორი: dachi_mu
11 სექტემბერი 2016 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Shecvlebi kargi iyo da meore taimshi ritmi da mimdonareoba sheicvala,mara tamashi chavarda pirvel taimshi
0
№9
ავტორი: Red Heart )))
11 სექტემბერი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ეს ბევრს მირჩევნია,სულით და გულით წითელია
0
№10
ავტორი: manuchari
11 სექტემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მაგარი კაცია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და პოგბა თავ მოჩრილ ქათამივიდ დარბოდა აზრზე არ იყო რას აკეთებდა და დეპაი სულ დაკარგა მაურინიომ ვნახოთ უეფაც დაიცყება და იქნება იქ გამოჩნდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top