თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2016, 19:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3233,
კომენტარები: 21
ერერა: "გულშემატკივრებს თანავუგრძნობ"
ანდერ ერერას კომენტარი დერბიში დამარცხების შემდეგ.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ დერბიში დამარცხების გამო მწუხარება გამოხატა და გულშემატკივარს განსაკუთრებული სიტყვებით მიმართა.

"ჩვენ წავაგეთ დერბი ჩვენი ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ და ხვალ ჩვენი გულშემატკივრები შეხვდებიან მეგობრებს, რომლებიც "სიტის" ქომაგობენ. მათ გამო ვწუხვარ.

ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ვიცოდით, რომ ოდესმე წავაგებდით. იდეალური იქნებოდა ეს უფრო გვიან რომ მომხდარიყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და უნდა გავძლიერდეთ",
- განაცხადა ბასკმა.

მატჩის შესახებ ერერამ დაამატა: "სიტიმ" თამაში პირველ ტაიმში მოგვიგო. ახლა ბოდიშების მოხდის დრო არ არის. მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და "ფეიენოორდთან" გამარჯვება ვცადოთ.

წინ უნდა გავიხედოთ, გონებაში ბალანსი შევინარჩუნოთ და ჭკუიდან არ გადავიდეთ - ეს მხოლოდ სეზონის მეოთხე მატჩია. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა დერბის ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ აგებ, მტკივნეულია".


ესპანელმა, რომელიც მოედანზე შესვენებაზე შესვლის შედეგად შევიდა, მატჩისგან პოზიტიური დასკვნების გამოტანა სცადა: "აქედან კარგი ის არის, რომ მიუხედავად არც ისე კარგი თამაშისა, მათზე ზეწოლის მოხდენა მაინც შევძელით.

"სიტის" მატჩის დასრულება მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში სურდა, მაგრამ ჩვენც გავაკეთეთ კარგი რამ, თუმცა ჩვენ ჩემპიონობა გვინდა და როცა ჩემპიონობა გინდა, პირველივე წუთებიდან კარგად უნდა ითამაშო".


ერერამ თავისი თამაშიც შეაფასა: "ვიცი რაც სურს მწვრთნელს ჩემგან. ენერგიული მოთამაშე ვარ, გუნდისთვის ბურთის შენარჩუნება შემიძლია, თანაგუნდელებს ჩემს სულისკვეთებას გადავდებ და სწორედ ამას ვცდილობ. როცა მწვრთნელი მოინდომებს ჩემს გამოყენებას, მზად ვიქნები".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: qamari
12 სექტემბერი 2016 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
პოგბა ჭკვიანი ფეხბურთელია და ამას მალე დაამტკიცეს. რაც შეეხება დერბის სამწუხაროდ მოუს პეპეს სინდრომი შეეყარა მან გუნდი ჩემის აზრით არ წაგებაზე განაწყო და ეს იყო შეცდომა.ესეთი ფლანგები გყავდეს და ჩაწოდებებით გინდოდეს ფონს გასვლა ტეხავს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top