თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2016, 18:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2996,
კომენტარები: 14
შოუ მომდევნო მატჩს გამოტოვებს
ლუკ შოუს ტრავმა აქვს.
შოუ მომდევნო მატჩს გამოტოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ "ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს.

სულ რამდენიმე დღის წინ შოუ ნაკრებიდან კლუბის შემადგენლობაში ნაადრევად დაბრუნდა, რისი მიზეზიც იყო დისკომფორტი იმავე ფეხის არეში, რომელიც ერთი წლის წინ მოიტეხა. მიუხედავად ამისა, შოუ მანჩესტერულ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა.

21 წლის ინგლისელმა შაბათს გამართული შეხვედრის ბოლომდე ჩატარება ვერ მოახერხა, რამეთუ 81-ე წუთზე შეცვლაზე გავიდა. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმა გახლავთ.

ჟოზე მოურინიო შოუს "ფეიენოორდთან" მატჩში არ გამოიყენებს, რათა პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრაში "უოტფორდთან" მისი თამაშის საშუალება ჰქონდეს.

ევროპის ლიგის შეხვედრეაში შოუს ადგილი შესაძლოა, მარკოს როხომ დაიკავოს, რომელსაც ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია მანჩესტერის შემადგენლობაში პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 სექტემბერი 2016 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
არ ღირს გარისკვა
0
№2
ავტორი: dachi_mu
11 სექტემბერი 2016 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რა თქმა უნდა არ ღირს რისკად
0
№3
ავტორი: Chaxrux
11 სექტემბერი 2016 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ბლინდი მარცხნივ და სმოლინგი ბაიი შუაში... ფეინოორდთან
0
№4
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2016 19:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საერთოდ არაა საჭირო ამის დაყენება. ჯერ ვნახოტ რამდენად მიაქცევს ყურადღებას ევროპის ლიგას
0
№5
ავტორი: ლადო
11 სექტემბერი 2016 20:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დასვენება არ აწყენს. ლეგენდა სახელად ბლინდი რისთვის გვყავს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 სექტემბერი 2016 21:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ იქნება ტრაგედია, მომდევნო თამაშებში უფრო საჭირო იქნება შოუ
0
№7
ავტორი: Red Heart )))
11 სექტემბერი 2016 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
არ ღირს გარისკვა
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
11 სექტემბერი 2016 22:38
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
დროა და დრო უნდა დაისვენოს ლუკმა, მძიმე ტრამვა ახლახანს მოიშუშა და ყველა თამაშში გამოყენება მაინც სარისკოა ჯერ.
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
11 სექტემბერი 2016 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: Chaxrux
ბლინდი მარცხნივ და სმოლინგი ბაიი შუაში... ფეინოორდთან

გეთანხმებიიი
0
№10
ავტორი: LASHQARA
11 სექტემბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: Chaxrux
ბლინდი მარცხნივ და სმოლინგი ბაიი შუაში... ფეინოორდთან

გეთანხმებიიი

ნამდვილად კარგი აზრია love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top