თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2016, 23:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 4015,
კომენტარები: 13
ჟოზეს მესიჯი მოთამაშეებს
მოურინიო ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს
ჟოზეს მესიჯი მოთამაშეებს
ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელებს საკუთარ თავებზე კონცენტრაციისკენ მოუწოდა. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ის გუნდთან ერთად მზადაა პირველი დერბისთვის.

"ჩემი მესიჯი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის არის ის, რომ გუნდმა საკუთარი იდენტობა უნდა აჩვენოს. ყველა თამაშში უნდა ვცადოთ რომ ვიყოთ ის, ვინც ნამდვილად ვართ. ჩვენ ოპონენტებზე ძლიერები ვართ, უფრო შთამბეჭდავად ვთამაშობთ, ვიდრე მოწინააღმდეგე. საკუთარ თავებზე მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ.
მინდა მათ ყოველგვარი საზღვრების გარეშე ითამაშონ და მაქსიმალურად ეცადონ სასურველი შედეგის მიღწევას. "ჰალთან" მატჩი ჩვენი ასეთი სულისკვეთების კარგი მაგალითია, ფეხბურთელებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს. სწორედ ეს არის ის "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლის გაწვრთნაც მსურს."
- აცხადებს "იუნაიტედის" ახალი მენეჯერი.

მოურინიო თვლის, რომ არსებობს ერთი ბრძოლა, რომელსაც "იუნაიტედი" აუცილებლად მოიგებს.

"მოედანზე თერთმეტი-თერთმეტის წინააღმდეგ ვიქნებით, მაგრამ ტრიბუნებზე 70 ათასი სამი ან ოთხი ათასის წინააღმდეგ. ეს გამარჯვებისთვის მოტივაციას გვმატებს. "საუთჰემპტონთან" მატჩი არ ყოფილა დერბი, ეს იყო თამაში პრემიერ ლიგის ორ კლუბს შორის და მხარდაჭერა საოცარი იყო. ენთუზიაზმი და ურთიერთობა ფანებსა და ფეხბურთელებს შორის დაუჯერებელია. "ჰალთანაც" სულ რამდენიმე ათასი გულშემატკივრით ვითამაშეთ, მაგრამ მათი მხარდაჭერა დაუჯერებელი იყო. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები ზედმეტია, დარწმუნებული ვარ, რომ ფანები გუნდისთვის კვლავ ფანტასტიკურები იქნებიან" - დაასრულა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
9 სექტემბერი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მაოუ მოგვიგდე ერთი სამი ქულა სიტისთან ფანებს,გემრიელ თამაშს ველოდები, ბიჭებო ლუდი მოიმარაგეთ ბევრი თევზი იქნება სტადიონზე ცისფერ მაისურებში და უნდა გავბრდღვნათ!!!
0
№2
ავტორი: Lev
9 სექტემბერი 2016 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ცისფერებს უნდა ვანახოთ ვინ არიან ნამდვილი კაცები მანჩესტერში! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: GeorgeBest
10 სექტემბერი 2016 00:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფანობა იდეალური იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება ალბათ. გასვლაზე არ აკლია გუნდს მხარდაჭერა და ოლდ ტრაფორდზე და მითუმეტეს სიტისთან ხო თავს გაიგიჟებენ

დანაკლისი იმათი უფრო დიდია, ასე რომ ყველა მხრივ კარგ პონტში ვართ
0
№4
ავტორი: Shaw
10 სექტემბერი 2016 00:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
გენაცვალე მოუ
0
№5
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2016 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
უნდა გადავუაროთ am
0
№6
ავტორი: LASHQARA
10 სექტემბერი 2016 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აი ეს კაცი ჭირდებოდა იუნაიტედს და შედეგიც სახეზეა და კიდე წინ წავა გუნდი თუ ესე გაგრძელდება ყველაფერი როგორც მიდის ეხლა ნამდვილად აქვს მანჩესტერს თავის ხელწერა რაც განგვასხვავებს სხვა გუნდებისგან am am love
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 სექტემბერი 2016 00:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სალში თამაში დიდი უპირატესობაა მითუეტეს პრინციპულ მეტოქესთან ამიტომ გამარჯვებას ველით
0
№8
ავტორი: dachi_mu
10 სექტემბერი 2016 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Madloba siaxlistvis <3
0
№9
ავტორი: kantona-7
10 სექტემბერი 2016 02:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
3 ქულა მინა დალსე მკიდია გგმუ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: manuchari
10 სექტემბერი 2016 05:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ამათ უნდა ვაჩვენოთ რომ ქალაქში ახლა შერიფი ცითლები არიან და არა ცისფრები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top