თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2016, 23:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 4007,
კომენტარები: 13
ჟოზეს მესიჯი მოთამაშეებს
მოურინიო ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს
ჟოზეს მესიჯი მოთამაშეებს
ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელებს საკუთარ თავებზე კონცენტრაციისკენ მოუწოდა. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ის გუნდთან ერთად მზადაა პირველი დერბისთვის.

"ჩემი მესიჯი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის არის ის, რომ გუნდმა საკუთარი იდენტობა უნდა აჩვენოს. ყველა თამაშში უნდა ვცადოთ რომ ვიყოთ ის, ვინც ნამდვილად ვართ. ჩვენ ოპონენტებზე ძლიერები ვართ, უფრო შთამბეჭდავად ვთამაშობთ, ვიდრე მოწინააღმდეგე. საკუთარ თავებზე მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ.
მინდა მათ ყოველგვარი საზღვრების გარეშე ითამაშონ და მაქსიმალურად ეცადონ სასურველი შედეგის მიღწევას. "ჰალთან" მატჩი ჩვენი ასეთი სულისკვეთების კარგი მაგალითია, ფეხბურთელებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს. სწორედ ეს არის ის "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლის გაწვრთნაც მსურს."
- აცხადებს "იუნაიტედის" ახალი მენეჯერი.

მოურინიო თვლის, რომ არსებობს ერთი ბრძოლა, რომელსაც "იუნაიტედი" აუცილებლად მოიგებს.

"მოედანზე თერთმეტი-თერთმეტის წინააღმდეგ ვიქნებით, მაგრამ ტრიბუნებზე 70 ათასი სამი ან ოთხი ათასის წინააღმდეგ. ეს გამარჯვებისთვის მოტივაციას გვმატებს. "საუთჰემპტონთან" მატჩი არ ყოფილა დერბი, ეს იყო თამაში პრემიერ ლიგის ორ კლუბს შორის და მხარდაჭერა საოცარი იყო. ენთუზიაზმი და ურთიერთობა ფანებსა და ფეხბურთელებს შორის დაუჯერებელია. "ჰალთანაც" სულ რამდენიმე ათასი გულშემატკივრით ვითამაშეთ, მაგრამ მათი მხარდაჭერა დაუჯერებელი იყო. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები ზედმეტია, დარწმუნებული ვარ, რომ ფანები გუნდისთვის კვლავ ფანტასტიკურები იქნებიან" - დაასრულა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: niksonpro101
10 სექტემბერი 2016 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: kantona-7
3 ქულა მინა დალსე მკიდია გგმუ manunited

სხვა რა თორე wink
0
№12
ავტორი: temo300
10 სექტემბერი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
უნდა გადავუაროთ, მიდი მოუუუუუ manunited
0
№13
ავტორი: dybbuk
10 სექტემბერი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
რა ნელა გადის დრო, ესე ალბათ დერბის არასოდეს არ დავლოდებივარ, იმედია გამართლდება ჩვენი იმედები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top