თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2016, 13:14
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3080,
კომენტარები: 11
მხითარიანი მანჩესტერში დაბრუნდა
სომეხი შემტევი ტრავმის გამო მანჩესტერში დაბრუნდა.
მხითარიანი მანჩესტერში დაბრუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებელი, ჰენრიხ მხითარიანი მანჩესტერში დაბრუნდა, რათა იმკურნალოს და მოიშუშოს ტრავმა, რომელიც მან სანაკრებო პაუზის დროს მიიღო სომხეთის ეროვნული ნაკრების რიგებში.

27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მიიღო ამ ოთხშაბათს და გაჩნდა საშიშროება, რომ ჰენრიხი მანჩესტერულ დერბის გამოტოვებდა 10 სექტემბერს.

გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ბარძაყის ტრავმა არანაირ შანსს არ უტოვებს მხითარიანს, რომ დანიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზოს. ამიტომ, ჰენრიხი მანჩესტერის ბაზაზე დაბრუნდა სამკურნალოდ.

როგორც The Independent-ი გვამცნობს, მხითარიანს გამოსაჯანმრთელებლად 10 დღე დასჭირდება, რაც გამორიცხავს მის თამაშს ერთ კვირაში მანჩესტერულ დერბიში.

"ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, ძალიან ვაფასებ იმას, რომ ასე წუხართ ჩემი ტრავმის გამო. მანჩესტერში დავბრუნდები და შევეცდები, ტრავმა რაც შეიძლება მალე მოვირჩინო." - ეს სიტყვები დაწერა ფეხბურთელმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

წყარო:ვfapl.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 სექტემბერი 2016 13:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ცუდია. სიტისაც აქვს დანაკლისი და ჩვენც არანაკლები გვაქვს სამწუხაროდ
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 სექტემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: ლადო
ცუდია. სიტისაც აქვს დანაკლისი და ჩვენც არანაკლები გვაქვს სამწუხაროდ

ვერ დაგეთანხმები ვლადიმერ, სიტის დანაკლისი უფრო დიდია ვიდრე ჩვენი. მხითარიანი არაა ისეთი მნიშვნელოვანი მანჩესტერისთვის, როგორც აგუერო და კომპანი არიან სიტისთვის.
0
№3
ავტორი: ლადო
4 სექტემბერი 2016 13:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ციტატა: ვახო ( G G M U)
ციტატა: ლადო
ცუდია. სიტისაც აქვს დანაკლისი და ჩვენც არანაკლები გვაქვს სამწუხაროდ

ვერ დაგეთანხმები ვლადიმერ, სიტის დანაკლისი უფრო დიდია ვიდრე ჩვენი. მხითარიანი არაა ისეთი მნიშვნელოვანი მანჩესტერისთვის, როგორც აგუერო და კომპანი არიან სიტისთვის.

კომპანი ისედაც არ თამაშობდა ეს ბოლო ხანები. აგუერო ბაზარი არაა. ამ სეზონის სასტავიდან ორი კაცი გვაკლია, ვალენსია და ფელაინი, ეხლა მხითარიანიც, მგონი შოუსაც რაღაცა ჭირს
0
№4
ავტორი: LASHQARA
4 სექტემბერი 2016 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
არაა ეს ყველა ფეხბურთელი სავარაუდოდ არ იქნება თორე ფელაინის გარდა ყველა სეიძლება მოხვდეს და სიტის უეჭველი არ ეყოლება აგუერო, კომპანი გინდ ყოლია გინდ არა ჯერ ფორმა აქ აღსადგენი თორე ისე უძლიერესი მცველია am
0
№5
ავტორი: kantona-7
4 სექტემბერი 2016 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
როგორც მეწავიკითხე არიქნება ფელაინი მხითარიანი 100% და სვარაუდოდ ვერც ვალენსია შოუ და რუნისაც რათაც ჩირს ასე დაიწერა>>>>ამითომ ვთხოვე ადმინებს მოგვაწოდონ ინფორმაცია რახდება და რამდენად სიმართლეა ესყველაფერი>>>ესენითუ მართლა არგვეყოლება ძაან ცუდად გვაქვს საქმე derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: ლადო
4 სექტემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ციტატა: kantona-7
როგორც მეწავიკითხე არიქნება ფელაინი მხითარიანი 100% და სვარაუდოდ ვერც ვალენსია შოუ და რუნისაც რათაც ჩირს ასე დაიწერა>>>>ამითომ ვთხოვე ადმინებს მოგვაწოდონ ინფორმაცია რახდება და რამდენად სიმართლეა ესყველაფერი>>>ესენითუ მართლა არგვეყოლება ძაან ცუდად გვაქვს საქმე derphappycry

ფელაინი, მხითარიანი უეჭველი არ იქნებიან, ორივე ტრავმა აქვს.
ვალენსია გუნდს პარასკევს დაუბრუნდება. შაბათს შუადღით გვაქვს თამაში, ასე რომ დიდი ალბათობით არ იქნება და დაასვენებენ.
შოუს აქვს მცირე ტკივი მოტეხილი ფეხის კუნთში მაგრამ ერთი კვირა აქვს წინ და 95%ით ითამაშებს.
რაც შეეხება რუნის, ვერსად ვერ ვნახე რო რამე სჭირდეს, დღევანდენ მატჩშიც ძირიტადში აყენია ჯერ-ჯერობით.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 სექტემბერი 2016 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცუდია, ძაან დიდი დანაკლისია შოუ, ვალენსია და მიკიც თუ არ იყვნენ. იმედია შოუ მაინც იქნება, ცალკე კოდე ფელაინიც არ იქნება
0
№8
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2016 14:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აგუეროს ყოფნა ძაან გამისწორდა, ძაან მკიდია სიტი რა დანაკლისიტ იქნება, ეხლა მთავარი მოგებაა winked მხითარიანის არ ყოფნას დიდ დანაკლისად ვერ ჩავთვლით, მითუმეტეს ძირითადში მაინც არ იწყებდა
0
№9
ავტორი: ikeoni
4 სექტემბერი 2016 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian cudii(((
0
№10
ავტორი: The Special One
4 სექტემბერი 2016 22:19
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ფელაინს კიდე ჩაანაცვლებს ვინმე,მაგრამ შოუ და ვალენსიას ვერ შეცვლის ვერავინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top