თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2016, 13:14
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3081,
კომენტარები: 11
მხითარიანი მანჩესტერში დაბრუნდა
სომეხი შემტევი ტრავმის გამო მანჩესტერში დაბრუნდა.
მხითარიანი მანჩესტერში დაბრუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებელი, ჰენრიხ მხითარიანი მანჩესტერში დაბრუნდა, რათა იმკურნალოს და მოიშუშოს ტრავმა, რომელიც მან სანაკრებო პაუზის დროს მიიღო სომხეთის ეროვნული ნაკრების რიგებში.

27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მიიღო ამ ოთხშაბათს და გაჩნდა საშიშროება, რომ ჰენრიხი მანჩესტერულ დერბის გამოტოვებდა 10 სექტემბერს.

გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ბარძაყის ტრავმა არანაირ შანსს არ უტოვებს მხითარიანს, რომ დანიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზოს. ამიტომ, ჰენრიხი მანჩესტერის ბაზაზე დაბრუნდა სამკურნალოდ.

როგორც The Independent-ი გვამცნობს, მხითარიანს გამოსაჯანმრთელებლად 10 დღე დასჭირდება, რაც გამორიცხავს მის თამაშს ერთ კვირაში მანჩესტერულ დერბიში.

"ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, ძალიან ვაფასებ იმას, რომ ასე წუხართ ჩემი ტრავმის გამო. მანჩესტერში დავბრუნდები და შევეცდები, ტრავმა რაც შეიძლება მალე მოვირჩინო." - ეს სიტყვები დაწერა ფეხბურთელმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

წყარო:ვfapl.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
5 სექტემბერი 2016 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imedia mogvardebaa maleee yvelaferiii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top