თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2016, 11:48
ავტორი: ლადო,
ნანახია: 4036,
კომენტარები: 17
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე
"ატელტიკოს" ფეხბურთელს "იუნაიტედის" კაპიტნის, რუნის შემცვლელად მოიაზრებენ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მადრიდის ატლეტიკოს" შემტევი ანტუან გრიზმანი განიხილება ისეთი ტიპის ფეხბურთელად, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ კაპიტან უეინ რუნის სრულიად შეცვლის.

ამ ზაფხულს ინგლისურმა გიგანტმა დაახლოებით 150 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა ტრანსფერებში და კლუბი გააძლიერა ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან პოლ პოგბა, ერიკ ბაიი, ჰენრიხ მხითარიანი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მაგრამ როგორც Bleacher Report-ი ადასტურებს, მოურინიოს უკვე აქვს გეგმები მომავალი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისთვის. ერთ-ერთი პრიორიტეტული დავალება კი "იუნაიტედისთვის" ახლო მომავალში უეინ რუნის ღირსეული შემცვლელის პოვნაა.

მომდევნო თვეში უეინი 31-ე დაბადების დღეს აღნიშნავს და არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მისი თამაში ისეთი აღარაა, როგორც ადრე. თუ წყაროს დავეყრდნობით, "იუნაიტედი" უეინის შემცვლელად სწორედ ანტუან გრიზმანს განიხილავს, რომელმაც "ატელტიკოს" რიგებში 75 მატჩში 44 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბში "რეალ სოსიედადიდან" გადაბარგდა 25 მილიონ ფუნტ სტერლინგად 2014 წელს.

25 წლის ანტუანმა ბევრი რამ დაამტკიცა როგორც კლუბში, ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ხოლო მისი გუნდი ფინალში გავიდა.

წყარო:fapl.ru
ჭორები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
2 სექტემბერი 2016 11:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იუნაიტედი რუნის გარეშე არ წამომიდგენია
0
№2
ავტორი: rooney-ibrahimovich
2 სექტემბერი 2016 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ციტატა: ლადო
იუნაიტედი რუნის გარეშე არ წამომიდგენია

Arc me

ციტატა: ლადო
იუნაიტედი რუნის გარეშე არ წამომიდგენია

Arc me
0
№3
ავტორი: shotkin
2 სექტემბერი 2016 12:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რამდენიც არუნდა წარმოგედგინოთ ადრე თუ გვიან მოგიწევთ და პირველ ადგილზე ყოველთვის კლუბია და მერე ფეხბურთელი რუნი მეც მიყვარს მარა მომავალ წელს ლიგაზე რო ვიქნებით ყველა პოზიციაზე ტოპ ტოპ იგროკები დაგვჭირდება რო ეგ ტურნირი მოვიგოთ და გრიზმანი იდეალურია ნუ რუნის ათამაშების იმედი ვისაც აქვს გაგვატაროს თუ უნდათ ნუ გაყიდიან რუნის მარა ზამენაზე ჯდომას წასვლას ამჯობინებს თვითონაც ამერიკაში და თქვა კიდეც 35 წლის რო გავხდები არგამოვრიცხავ წავიდეო მარა ჩემი აზრიტ 35 წლამდე გაუშვებენ აშკარად აღარაა უნიტედის დონე ნუ სათამაშო სტილიდან გამომდინარე თორე კაცი ლეგენდაა
0
№4
ავტორი: giorgi kandelakishvili
2 სექტემბერი 2016 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რუნი ძაან მაგარია, მანჩესტერის დირიჟორია ის ათამაშებს გუნდს ტუ გრიზმანი მოვა მანჩესტერში ეს კაი იქნება მაგრამ რუნის ნაირი პასების გამნაწილებელი........ რუნი გრიზმანზე უკეტესია პასებში. მაურინიოს სვაინცას ფეელლაინი ურცჰევნია ფელაინის ადგილას შეუდზლია რუნის ტამაში ინგლისის ნაკრებშიც ალის გვერძე იყო მაგ პოზიციაზე.
მგონი კაი რამ ვთქვი?
0
№5
ავტორი: ikeoni
2 სექტემბერი 2016 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Araa namdvilad cudi varianti
0
№6
ავტორი: GeorgeBest
2 სექტემბერი 2016 12:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის შემცვლელი გრიზმანი რატო უნდა იყოს როცა რუნი ფორვარდთან ახლოსაც კი აღარ არის ხოლმე ზოგჯერ. რუნის ახლანდელ პოზიციაზე 2-3 კაი ფეხბურთელი გვყავს

ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნებოდა ისე winked
0
№7
ავტორი: პოლ პოგბა
2 სექტემბერი 2016 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ბექემიო თან ჩემი კუმირი და მაგარი იქნება ამის დათრევა
0
№8
ავტორი: LASHQARA
2 სექტემბერი 2016 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს ადრე თუ გვიან მანჩესტერის მაისურს გადაიცმევს მაგრამ რუნის ვერ შეცვლის ვერავინ როგორც კანტონას, კინს, სქოულზს, გიგზს, ფერდინანდს, ვიდჩს, ბექემს - ეს ვისაც მე მოვესწარი და დალშე კიდე არმიაა ვინც უბრალოდ დარჩა თავის კვალი დატოვა ფეხბურთში და მათ კვალზე დადიან დღესაც love am ფერგიუსონი როგორ შეიძლება შეცვალო სულ მის ჩრდილქვეშ იქნები სუულ, ბოლო ბოლო იმ სტადიონზე გიწევს შენი გუნდით თამაში ვისაც სერ ალექსის სახელი დაყვება wink winked მაგარიაა ამიტომ მიყვარს მანჩესტერი გუნდს ააქვს წარსული აწმყო და მომავალი love am
0
№9
ავტორი: M.Ts
2 სექტემბერი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
რაღაც ძაან ტალღაა აგორებული ამ რუნიზე, არა და მაგაზე გულიანად მოთამაშე არავინ მახსენდება ბოლო წლების მანჩესტერში
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
2 სექტემბერი 2016 13:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გრიზმანი ძაან მაგარია და გამიხარდება თუ შეიძენენ მომავალში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top