თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2016, 11:48
ავტორი: ლადო,
ნანახია: 4041,
კომენტარები: 17
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე
"ატელტიკოს" ფეხბურთელს "იუნაიტედის" კაპიტნის, რუნის შემცვლელად მოიაზრებენ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მადრიდის ატლეტიკოს" შემტევი ანტუან გრიზმანი განიხილება ისეთი ტიპის ფეხბურთელად, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ კაპიტან უეინ რუნის სრულიად შეცვლის.

ამ ზაფხულს ინგლისურმა გიგანტმა დაახლოებით 150 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა ტრანსფერებში და კლუბი გააძლიერა ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან პოლ პოგბა, ერიკ ბაიი, ჰენრიხ მხითარიანი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მაგრამ როგორც Bleacher Report-ი ადასტურებს, მოურინიოს უკვე აქვს გეგმები მომავალი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისთვის. ერთ-ერთი პრიორიტეტული დავალება კი "იუნაიტედისთვის" ახლო მომავალში უეინ რუნის ღირსეული შემცვლელის პოვნაა.

მომდევნო თვეში უეინი 31-ე დაბადების დღეს აღნიშნავს და არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მისი თამაში ისეთი აღარაა, როგორც ადრე. თუ წყაროს დავეყრდნობით, "იუნაიტედი" უეინის შემცვლელად სწორედ ანტუან გრიზმანს განიხილავს, რომელმაც "ატელტიკოს" რიგებში 75 მატჩში 44 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბში "რეალ სოსიედადიდან" გადაბარგდა 25 მილიონ ფუნტ სტერლინგად 2014 წელს.

25 წლის ანტუანმა ბევრი რამ დაამტკიცა როგორც კლუბში, ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ხოლო მისი გუნდი ფინალში გავიდა.

წყარო:fapl.ru
ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: abrama
2 სექტემბერი 2016 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Mous dzaan evaseba grizmani
0
№12
ავტორი: kantona-7
2 სექტემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: LASHQARA
ეს ადრე თუ გვიან მანჩესტერის მაისურს გადაიცმევს მაგრამ რუნის ვერ შეცვლის ვერავინ როგორც კანტონას, კინს, სქოულზს, გიგზს, ფერდინანდს, ვიდჩს, ბექემს - ეს ვისაც მე მოვესწარი და დალშე კიდე არმიაა ვინც უბრალოდ დარჩა თავის კვალი დატოვა ფეხბურთში და მათ კვალზე დადიან დღესაც love am ფერგიუსონი როგორ შეიძლება შეცვალო სულ მის ჩრდილქვეშ იქნები სუულ, ბოლო ბოლო იმ სტადიონზე გიწევს შენი გუნდით თამაში ვისაც სერ ალექსის სახელი დაყვება wink winked მაგარიაა ამიტომ მიყვარს მანჩესტერი გუნდს ააქვს წარსული აწმყო და მომავალი love am

გენაჩვალე ძმაო ყველაფერი დაგიწერია რასაც ვფიქრობ და რის დაწერასაც ვაპირებდი>>>>>>გრიძმანიც ძაან სერიოზულია და მომავალ წელს ჩვნი გახდება იმედიმაქვს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: PaLoMo
2 სექტემბერი 2016 15:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Roony iqneba magram bolomde aratamashebenn.2 sezonshi ibrac dagvtovebs daaa grizmani idealuri variant I ianebaaa 4-3-3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: JuanMata
2 სექტემბერი 2016 18:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რუნის სტილსგან განსხვავებულია, თუმცა მეორე შემტევად, ან თავდასხმელის უკან საუკეთესო ვარიანტია, ძაან მევასება გრიზმანი და გამიხარდება თუ გადმოვა. რუნის უფრო ღრმად გადაწევა ახლაც შეიძლება, პრინციპში თამაშისას ისედაც ეგრე ხდება, ხშირად ჩამოდის უკან და პოგბა ადი ზევით.
0
№15
ავტორი: Legend Sir Alex
2 სექტემბერი 2016 18:11
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რუნის ვერავინ ვერ შეცვლის. ვერ წარმომიდგენია იუნაიტედი მის გარეშე, მაგრამ მოვა დრო როცა რუნი დაამთავრებს საფეხბურთო კარიერას, მაგრამ მას სრულ ფასოვნად ვერავინ შეცვლის.
0
№16
ავტორი: manuchari
2 სექტემბერი 2016 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
რათქმაუნდა კაი ფეხბურთელია გრიზმანი და გამიხარდება ჩვენთან თუ გადმოვა მაგრამ რუნის დონის ნამდვილად არ არის და რუნის დონის და ფასის ვერასდროს გახდება მანიუსთვის და გიგზმა 40 ცლამდე ითამაშა და არავის გაუშვია და მანიუში ყოველთვის აფასებენ ლეგენდებს და შევეცადოთ ჩვენ გულშემატკივრებმა მივბაძოთ გუნდს და დავაფასოდ ფეხბურთელები რათქმაუნდა გამარჯვება კაია მაგრამ ლეგენდების გაგდების ხარჯზე არა და რუნი ერთადერთი მოთამაშე ლეგენდა გვყავს და მოვეფეროდ და დავაფასოდ
0
№17
ავტორი: MANUTD FAN.
3 სექტემბერი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
რავიცი მე პირადად გრიზმანის მოყვანას ბევრად მირჩევნია რომ კარასკო მოვიყვანოთ manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top