თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2016, 13:27
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3316,
კომენტარები: 14
ოფიციალურად: უეირი "ჰალ სიტის" ფეხბურთელია
"ვეფხვებმა" მორიგი "ეშმაკი" დაიმატეს.
ოფიციალურად: უეირი
მაიკ ფელანისთვის 21 წლის ჯეიმს უეირი მე-4 შენაძენი გახდა. ჯეიმსი 3 წლის განმავლობაში დაიცავს "ჰალ სიტის" ღირსებას. ახალგაზრდა ნახევარმცველის დებიუტი პირველ გუნდში გასულ სეზონში შედგა "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში.

პრემიერ ლიგის დაწყებისას "ვეფხვების" განკარგულებაში მხოლოდ პირველი გუნდის 13 მოთამაშე იყო, მაგრამ სამშაბათს "ჰალმა" დაიმატა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან რაიან მეისონი, დევიდ მარშალი და "იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი უილ კინი.

"მე ნამდვილად ბედნიერი ვარ "ჰალ სიტიში" გადასვლით, ეს მართლაც საინტერესო ნაბიჯია ჩემს კარიერაში და ამით ძალიან გახარებული ვარ."-განაცხადა უეირმა ვიდეო მიმართვით კლუბის ოფიციალური Twitter-ის გვერდზე.

"მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას ჩემს კარიერაში და ერთი სული მაქვს, როდის დავეხმარები ჩემს ახალ კლუბს წარმატების მიღწევაში."
ახალი ამბები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
1 სექტემბერი 2016 13:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ერთი ორი წლის წინ უდნა წასულიყო როცა ხვდებოდა რო შანსი ვაბშე არ ქონდა
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
1 სექტემბერი 2016 13:30
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
წარმატებები ჯეიმს, აქ დარჩენას აზრი არ ქონდა.
0
№3
ავტორი: kantona-7
1 სექტემბერი 2016 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დიდი არაფერი მოთამაშეა მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: SANDROGRIGA
1 სექტემბერი 2016 13:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აკადემიაში ყველა კარგია მარა რო მიდიან თითქოს ყველა იკარგება
0
№5
ავტორი: Malboro463
1 სექტემბერი 2016 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იანგი,ლინგარდი და ჯონსიც გაეშვათ
0
№6
ავტორი: PaLoMo
1 სექტემბერი 2016 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სასტავს აგუეროჩვენტან მატჩში არ იქნება :D:D:D:D:D 3 მატჩიანი ბანი აქ

და მგონი ფაბიანოც დავიტრიეთ დადეთ რა სიაახლეები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: DRJBECKHAM
1 სექტემბერი 2016 14:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
იანგი და როხო უნდა გაყიდოს და ფოსუ მენსა ერთწლიანი იჯარით გაუშვას
0
№8
ავტორი: Lady in red
1 სექტემბერი 2016 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წარმატებები მას, მაგრამ სხვების გაშვებას რატომ ითხოვთ ვერ ვხვდები . სანაკრებო პაუზების დროს, რომ ტრავმიანობა იყოს მერე სად მივდივართ, რომ იძახით იანგი და სხვები გაუშვითო? დიდი ძალა არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი თამაშები გვაქვს წინ და საჭირო ფეხბურთელები არიან ყველა, ვინც დატოვა და ჟოზემ ეს ძალიან კარგად იცის.
0
№9
ავტორი: DRJBECKHAM
1 სექტემბერი 2016 14:36
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: O Neil
სასტავს აგუეროჩვენტან მატჩში არ იქნება :D:D:D:D:D 3 მატჩიანი ბანი აქ

და მგონი ფაბიანოც დავიტრიეთ დადეთ რა სიაახლეები

სქაი-ზე არაფერი წერია ფაბინიზე და შენ საიდან გაქვს ეგ სიახლე? ფაბინიოს ესე არ იყიდიდნენ, ან ვალენსიას ან დარმიანს გაუშვებდნენ
0
№10
ავტორი: ikeoni
1 სექტემბერი 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
აბა შენ იციი წარმატებებიი:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top