თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2016, 13:58
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3109,
კომენტარები: 16
შირერი: "რუნი ნაკრებიდან უნდა წავიდეს"
შირერის რჩევა უეინს.
შირერი:
ალან შირერი უეინ რუნის ურჩევს, რომ მის მსგავსად 30 წლის ფორვარდმაც დიდი ყურადღება ნაკრებზე გაამახვილოს.

ლეგენდარულმა ინგლისელმა შემტევმა პრემიერ ლიგაში მთელს კარიერაში 260 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა, რომლის დამხობაც ჯერჯერობით ვერც ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა.

"რუნი ჯერ კიდევ კარგია, მიუხედავად იმისა, რომ მან სიჩქარე და სიმკვეთრე დაკარგა. "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის სიმძლავრის გამო, თუ მას ძირითადში ადგილის შენარჩუნება სურს, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში უნდა აჩვენოს.

მოვიდა დრო, რუნი გახდეს ეგოისტი და იფიქროს საკუთარ თავზე. უნდა ვთქვა, რომ მან სანაკრებო კარიერა უნდა დაასრულოს.

არ ვამბობ, რომ ის ნაკრებისთვის საკმარისად კარგი არ არის. არა, ის კარგია. მაგრამ იყო 30 წლის, უკაპიტნო როგორც ნაკრებს, ისევე კლუბს და ჩაატარო ყოველი შეხვედრა მაღალ დონეზე, ძალიან რთულია.

მე ნაკრები 29 წლის ასაკში დავტოვე. ერთადერთი მიზეზი კი სამი, უმძიმესი ტრავმა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ მე ეგოისტი ვიყავი. ჩემი საქმე სხვებზე უკეთ ვიცი და მივხვდი, რომ ნაკრებსა და კლუბში მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებდი. მივხვდი, რომ თუ კიდევ დავრჩებოდი, ადრე თუ გვიან ფიზიკურ დატვირთვას ვერ გავუძლებდი.

გადავწყიტე დამესრულებინა სანაკრებო კარიერა და ყველაფერი საუკეთესო "ნიუკასლს" მივეცი. აქ 36 წლამდე ვთამაშობდი და ნაკრებში დარჩენა შეუძლებელი იყო.

რა თქმა უნდა, ხალხს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ერთმა დამატებითმა მატჩმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნან, მაგრამ ამას წონა აქვს, როდესაც თქვენ დამატებით მოგზაურებაზე წასასვლელი გახდებით და უკვე 30 წლის ხართ. ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ყოველ შესვენებაზე თავს სუფთად და შესანიშნავად ვგრძნობდი.

რუნი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა მოერიდოს. ნაკრებში ის უანგარო იყო, რადგან გუნდის დახმარების მიზნით მან უამრავი შეხვედრა ჩაატარა. ის გოლეადორია და მისი მაჩვენებელი სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა, ის არ იყო ევრო 2016-ზე კარგი, მაგრამ მას სურვილის ნაკლებობაში ბრალს ვერასდროს დასდებენ.

ის ნაკრებისა და კლუბისთვის ათწლეულების მანძილზე უბრალოდ არ თამაშობდა, უეინი ორივე გუნდის კაპიტანი იყო. შენ იგრძობ დამატებით პასუხისმგებლბოას, როცა "ოლდ ტრაფორდზე" უამრავი ხალხი გელოდება.

უნდა ვაღიაროთ, მას ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეუძლია,"


წყარო: ManUtd.one
ახალი ამბები, ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi kandelakishvili
30 აგვისტო 2016 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რონი არსად არ წავა ტქვე ტავი შიგნიდან ხო არ გებხანებათ
0
№2
ავტორი: dybbuk
30 აგვისტო 2016 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
სულ რო 11 რუნი ყავდეს ინგლისის ნაკრებს, მაინც არაფრის მომგები არ არიან ეგენი
0
№3
ავტორი: K1llsw1tch
30 აგვისტო 2016 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
Am etapze aramgonia magram 2018is msoplios an euro 2020is shemdeg martla unda daanebos tavi klubshi uket atamashdeba sanakrebo pauzebze rom daisvenebs sakaipod.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2016 14:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდია უტიტულოდ რო მოუწევს ნაკრების დატოვება. ეს ევროპა ბოლო შანსი იყო. ცუდი არაფერი უთქვამს, ასაკშია და ალბათ მალე დადგება ის დრო როცა ზედმეტად ბევრი მოუწევს. შეიძლება 30 წელი ბევრისთვის არაფერია მარა რუნის უკვე აშკარად ეტყობა ასაკის მატება

მირჩევნია იუნაიტედს მიუძღვნას თავი, ისე როგორც შირერმა და კლუბზე გადმოერთოს. ეს სმოფლიო ბოლო იქნება რუნისთვის ალბათ
0
№5
ავტორი: dachi_mu
30 აგვისტო 2016 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Verafers ityvi, albat yvela manius fans unda ro ese moxdes
0
№6
ავტორი: The Special One
30 აგვისტო 2016 15:45
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რას ერჩით სწორს ამბობს winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: lefty
30 აგვისტო 2016 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ციტატა: dybbuk
სულ რო 11 რუნი ყავდეს ინგლისის ნაკრებს, მაინც არაფრის მომგები არ არიან ეგენი

მართალი ხარ მაგარი დაწყევლილები არიან areyoukiddingme
0
№8
ავტორი: rooney-ibrahimovich
30 აგვისტო 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Shreki arsad ar wava bolobolo is xom ROONEY
aris
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
30 აგვისტო 2016 17:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Sworia, rtulia ar daetanxmo
0
№10
ავტორი: JuanMata
30 აგვისტო 2016 17:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვეთანხმები, მითუმეტეს მის პოზიციაზე ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, თან დაეტყო ასაკი, ნუ ამ მსოფლიოს მერე მაინც უნდა წავიდეს. აწი უფრო და უფრო გაუჭირდება თამაში, ჰოდა მარტო მანჩესტერს კი გაუძლებს. თან შემცვლელბიც ჰყავს მაღალი დონის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top