თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2016, 13:58
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3114,
კომენტარები: 16
შირერი: "რუნი ნაკრებიდან უნდა წავიდეს"
შირერის რჩევა უეინს.
შირერი:
ალან შირერი უეინ რუნის ურჩევს, რომ მის მსგავსად 30 წლის ფორვარდმაც დიდი ყურადღება ნაკრებზე გაამახვილოს.

ლეგენდარულმა ინგლისელმა შემტევმა პრემიერ ლიგაში მთელს კარიერაში 260 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა, რომლის დამხობაც ჯერჯერობით ვერც ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა.

"რუნი ჯერ კიდევ კარგია, მიუხედავად იმისა, რომ მან სიჩქარე და სიმკვეთრე დაკარგა. "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის სიმძლავრის გამო, თუ მას ძირითადში ადგილის შენარჩუნება სურს, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში უნდა აჩვენოს.

მოვიდა დრო, რუნი გახდეს ეგოისტი და იფიქროს საკუთარ თავზე. უნდა ვთქვა, რომ მან სანაკრებო კარიერა უნდა დაასრულოს.

არ ვამბობ, რომ ის ნაკრებისთვის საკმარისად კარგი არ არის. არა, ის კარგია. მაგრამ იყო 30 წლის, უკაპიტნო როგორც ნაკრებს, ისევე კლუბს და ჩაატარო ყოველი შეხვედრა მაღალ დონეზე, ძალიან რთულია.

მე ნაკრები 29 წლის ასაკში დავტოვე. ერთადერთი მიზეზი კი სამი, უმძიმესი ტრავმა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ მე ეგოისტი ვიყავი. ჩემი საქმე სხვებზე უკეთ ვიცი და მივხვდი, რომ ნაკრებსა და კლუბში მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებდი. მივხვდი, რომ თუ კიდევ დავრჩებოდი, ადრე თუ გვიან ფიზიკურ დატვირთვას ვერ გავუძლებდი.

გადავწყიტე დამესრულებინა სანაკრებო კარიერა და ყველაფერი საუკეთესო "ნიუკასლს" მივეცი. აქ 36 წლამდე ვთამაშობდი და ნაკრებში დარჩენა შეუძლებელი იყო.

რა თქმა უნდა, ხალხს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ერთმა დამატებითმა მატჩმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნან, მაგრამ ამას წონა აქვს, როდესაც თქვენ დამატებით მოგზაურებაზე წასასვლელი გახდებით და უკვე 30 წლის ხართ. ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ყოველ შესვენებაზე თავს სუფთად და შესანიშნავად ვგრძნობდი.

რუნი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ უნდა მოერიდოს. ნაკრებში ის უანგარო იყო, რადგან გუნდის დახმარების მიზნით მან უამრავი შეხვედრა ჩაატარა. ის გოლეადორია და მისი მაჩვენებელი სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა, ის არ იყო ევრო 2016-ზე კარგი, მაგრამ მას სურვილის ნაკლებობაში ბრალს ვერასდროს დასდებენ.

ის ნაკრებისა და კლუბისთვის ათწლეულების მანძილზე უბრალოდ არ თამაშობდა, უეინი ორივე გუნდის კაპიტანი იყო. შენ იგრძობ დამატებით პასუხისმგებლბოას, როცა "ოლდ ტრაფორდზე" უამრავი ხალხი გელოდება.

უნდა ვაღიაროთ, მას ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეუძლია,"


წყარო: ManUtd.one
ახალი ამბები, ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
30 აგვისტო 2016 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: lefty
ციტატა: dybbuk
სულ რო 11 რუნი ყავდეს ინგლისის ნაკრებს, მაინც არაფრის მომგები არ არიან ეგენი

მართალი ხარ მაგარი დაწყევლილები არიან areyoukiddingme

იძახიან დაიბადება ბიჭი რომელიც ფეხბურთის ისტორიას მთლიანად შეცვლის და ეს ბიჭი მანჩესტერიდან მოევლინება ქვეყანას .. ის იქნება ადამიანი რომელიც ინგლისის ნაკრებს მოუტანს უამრავ ტიტულს და მას არაამქვეყნიური სისწრაფე და დარტყმა ექნება wink wink wink
0
№12
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2016 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Jer adrea ra
0
№13
ავტორი: stepno
30 აგვისტო 2016 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Sworia
0
№14
ავტორი: leluk
30 აგვისტო 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
რატო ენას არ ამოაგლიჯავენ ამ კაცსს. ერთი არ მახსოვს მანიუზე დამის ფეხბურტებელზე რამე კარგი თქვას.. წადი რაააააა ნიუკასლს უბალეშიკე რა :D
0
№15
ავტორი: Rosso Diavolo
30 აგვისტო 2016 20:42
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რას ერჩით, რა თქვა ცუდი ვერ ვხვდები. ერთი ხილია ამის გარეშეც და ამასთან ერთად ნაკრები. ჯობია წავიდეს და ორიენტაცია ერთ მიმართულებაზე გააკეთოს
0
№16
ავტორი: lefty
4 სექტემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ციტატა: LASHQARA
ციტატა: lefty
ციტატა: dybbuk
სულ რო 11 რუნი ყავდეს ინგლისის ნაკრებს, მაინც არაფრის მომგები არ არიან ეგენი

მართალი ხარ მაგარი დაწყევლილები არიან areyoukiddingme

იძახიან დაიბადება ბიჭი რომელიც ფეხბურთის ისტორიას მთლიანად შეცვლის და ეს ბიჭი მანჩესტერიდან მოევლინება ქვეყანას .. ის იქნება ადამიანი რომელიც ინგლისის ნაკრებს მოუტანს უამრავ ტიტულს და მას არაამქვეყნიური სისწრაფე და დარტყმა ექნება wink wink wink

wink wink ეგ უკვე დაიბადა და ჰენდერსონია გვარად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top