თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2016, 11:28
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3606,
კომენტარები: 16
მოურინიო: "ჩვენ "ფერგის დროში" მოვიგეთ"
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდგომ.
მოურინიო:
"ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩში დრამატული გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიო მორიგი წარმატებით გახარებული იყო და მატჩთან ერთად რამდენიმე თემაზე ვრცლად ისაუბრა.


"ფერგის დრო":

სერ ალექს ფერგიუსონი იყო კლუბის უდიდესი ლეგენდა და ძალიან მიხარია, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ "ფერგის დროში" მოვიგეთ. მე ყველაფერზე მეტად ეს მიხარია.

გოლის გატანის ყოველთვის მჯეროდა:

ვიცოდი, როდესაც გავიტანდი ზოგიერთი იღბლის შესახებ ისაუბრებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენ ამას მოვახერხებდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჩვენ დომინანტები და ასევე შეტევასა და რიტმში ინტენსიურები ვიყავით. ყოველთვის მჯეროდა, რომ გოლს აუცილებლად გავიტანდით.

ოპონენტზე:

ვიტყვი, რომ "ჰალმა" უზარმაზარი სამუშაო ჩადო და ისინი თავს ყველაფრით იცავდნენ. მათ კონტრშეტევაზე წასვლა არ შეეძლოთ, რადგან ვფიქრობ დაცვაში კარგად ვთამაშობდით და ბურთის დაკარგვის დროს, ყოველ ჯერზე ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ისინი ფანტასტიკურები იყვნენ. მათ ვულოცავ, კლუბის თავმჯდომარე რომ ვყოფილიყავი, მაიკ ფელანს სამსახურს აუცილებლად მივცემდი. ყველას თვალში ფეხბურთელებმა მაქსიმუმი დადეს. მათ მეტი არ შეეძლოთ და ამიტომ ფელანსა და "ჰალის" ბიჭებს ვულოცავთ.

რეშფორდის განსაკუთრებული წვლილი:

დიდი ღიმილი და დიდი ჩახუტება საკმარისია! მარკუსი ექსტრემალურად კარგად მუშაობდა ორივე მომენტში, მაშინ როდესაც შარში ვიყავით და გოლი გვჭირდებოდა. დღეს, ანგარიში იყო 0-0, ის მოვიდა და წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ყველა მასზე და იბრაზე ამბობს - მათ ერთად თამაში შეუძლიათ და ეს დღეს აჩვენეს. ბევრი მუშაობით მას ძირითადში ადგილის დამკვიდრება შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ბავშვი" არის ფორვარდი, რომელსაც ზლატანთან ერთად მოწინააღმდეგე გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ზოგჯერ, ზლატანი უკან იხევს, რადგან მას ბურთთან შეხება მოსწონს. რაც შეეხება მარკუსს, მისი მადა შეტევაა. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ.

ფელაინის შესახებ:

ვფიქრობ ბოლო ცვლილებაზე (ფელაინის გაცვლაზე), მაგრამ ვიყავი შეშინებული. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც შენ დომინირებ, დომინირებ და დომინირებ, ასეთ დროს მეტოქეს შეულია ამით ისარგებლოს და დაგამარცხოთ. მარუანი განსაკუთრებული ფეხბურთელია ჩვენთვის, ჩვენი დაცვითი თამაშისთვის. ვფიქრობ, ყველამ კარგად ითამაშა და ყველაფერი დადო.

ფანების განსაკუთრებული ემოცია:

ვნება იყო საოცარი. შენ იგებ ამ მატჩებს, თუ შენ გამარჯვება გსურს. თუ ხარ კომფორტულ სიტუაციაში და ფიქრობ, რომ ქულა არ არის ცუდი, შენ მოვლენების განვითარებას ელოდები, შენ არ იგებ, თუმცა, ბიჭებს ბოლომდე სჯერათ. რა თქმა უნდა, "ჰალთან" ვუხვარ, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს, გულშემატკივრების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, გულშემატკივრების იმავეს გრძნობდნენ და იცოდნენ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდით.

მენტალურმა მხარემ შეიძლება სხვაობა შექმნას:

ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მატჩი, დაწყებამდე. ვიცოდით გზა, თუ როგორ იცავდნენ ისინი საკუთარ თავს. ვიცოდით, რომ ტომ ჰადლსტოუნი 3 ხაზზე ითამაშებდა და ვიცოდით, რომ ისინი ორგანიზებულები იქნებოდნენ. ტაქტიკურად, შენ რაღაცების შეცვლა შეგიძლია, თამაშისთვის სიტუაციების მოტანა, პრობლემების მეტოქეებისთვის მოტანა და მენტალური მხარით სხვაობის შექმნა. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვფიქრობთ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა:

ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია - ჩემპიონობა. თუ სეზონის ბოლოს მეორე ადგილზე გავალთ, მესამე და მეოთხე ადგილები ჩვენთვის უკეთესი იქნება, ხოლო მეხუთე და მეექვსე ადგილი არასაკმარისი. ჩვენ ვთამასობთ, რომ მოვიგოთ მატჩები. თუ ვერ მოვიგებთ, ვერ მოვიგებთ, მაგრამ მენტალურად ბიჭები ყველაფერს დებენ. საოცარია, როდესაც ვიყურები და ვხედავ სკამზე მჯდარ ხალხს, რომელიც ჩვენს გოლზე ხტუნავს. ეს ჩემი ბიჭებისა და სამუშაოსთვის, პრივილეგიაა.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
28 აგვისტო 2016 11:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან გამიხარდა რო წავიკითხე love ჯერ ფერგის შესახებ რო თქვა, უფრო ვაფასებ და მეორეც ფელანზე <3
0
№2
ავტორი: dachi_mu
28 აგვისტო 2016 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Vaax rac ar unda gszuldes sheadare exa amis da gababas interviuebi, kaci aris gamarjvebulad dabadebuli :)

ციტატა: Rosso Diavolo
ძალიან გამიხარდა რო წავიკითხე love ჯერ ფერგის შესახებ რო თქვა, უფრო ვაფასებ და მეორეც ფელანზე <3

Fergis yoveltvis agmertebda :)
0
№3
ავტორი: kantona-7
28 აგვისტო 2016 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1223
ფერგიზე ადრეჩ უსაუბრი და სულ მაგრად ლაპარაკობს რაც ძალიან მომწონს love ბევრის წერა მეზარება და მაგარია მოუ ერთისიტყვით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: bziki
28 აგვისტო 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1468
გამარჯვებულად არის დაბადებული და ფეხბურთელებზეც გადააქ ეგ ჟინი გამარჯვების, იმედია არ აერევა სიტუაცია ერთი ან ორი სეზონის მერე და დარჩება კაი ხანი ნამდვილად შეუძლია დომინანტი გაგვხადოს ისევ კაი ხნით
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2016 12:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7950
Dzaan kargad laparakobs mou kovelgvari zedmeti sitkvebis gareshe
0
№6
ავტორი: rooney-ibrahimovich
28 აგვისტო 2016 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
Runis da rashfos wyalobit moviget

Runi albat tvis simbolur nakrebshi moxvdeba 2 asisti 1 goli tvis tu ara turis mainc
0
№7
ავტორი: ikeoni
28 აგვისტო 2016 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7857
Sagol joze rogori shemarteba da ganwyobaa gundshii❤️❤️❤️
0
№8
ავტორი: GeorgeBest
28 აგვისტო 2016 12:50
  • სიახლეები: 1563
  • კომენტარები: 12134
მხითარიანი ძირითადს იმსახურებს და თუ ესე გაგრძედა მარსიალის ნაცვლად რეშფორდი გამოჩნდება
0
№9
ავტორი: JuanMata
28 აგვისტო 2016 13:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2043
ჟოზეს ერთ-ერთ უარყოფით მხარეს მის ინტერვიუებს და საუბარს ასახელებდნენ. რასაც ვუყურებ მგონი ეს ყველაზე ძლიერი მხარეა, ზუსტად იცის ვიზე რა თქვას, მოწინააღმდეგესაც პატივს ცემს, თავის ფეხბურთელებსაც და ისე საუბრობს რომ რთულია არ დაიჯერო, რომ პრემიერლიგის მოგება შეგვიძლია.
0
№10
ავტორი: Legend Sir Alex
28 აგვისტო 2016 13:40
  • სიახლეები: 175
  • კომენტარები: 688
მოუმ იცის რა უნდა გაალისგან განსხავავებით ტიპს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, იცის რა დროსაა საჭირო ცვლილება და ვინ ჩართოს თამაშში, ჩვენი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონობაა მოუ, სეზონის ბოლოს ეპლ უნდა ავწიოთ. love manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
ალკმაარი
ევროპა ლიგა
14 დეკემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
სიტი7 დეკემბერი
ალკმაარი12 დეკემბერი
ევერტონი14 დეკემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

4 დეკემბერი 2019, 23:30
იუნაიტედი2
ტოტენჰემი1
პრემიერ ლიგა
1 დეკემბერი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ასტონ ვილა2
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა2
იუნაიტედი1
ევროპა ლიგა
ტოტენჰემი4 დეკემბერი
ასტონ ვილა1 დეკემბერი
ასტანა28 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top