თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2016, 11:28
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4426,
კომენტარები: 16
მოურინიო: "ჩვენ "ფერგის დროში" მოვიგეთ"
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდგომ.
მოურინიო:
"ჰალ სიტის" წინააღმდეგ მატჩში დრამატული გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიო მორიგი წარმატებით გახარებული იყო და მატჩთან ერთად რამდენიმე თემაზე ვრცლად ისაუბრა.


"ფერგის დრო":

სერ ალექს ფერგიუსონი იყო კლუბის უდიდესი ლეგენდა და ძალიან მიხარია, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ "ფერგის დროში" მოვიგეთ. მე ყველაფერზე მეტად ეს მიხარია.

გოლის გატანის ყოველთვის მჯეროდა:

ვიცოდი, როდესაც გავიტანდი ზოგიერთი იღბლის შესახებ ისაუბრებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენ ამას მოვახერხებდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჩვენ დომინანტები და ასევე შეტევასა და რიტმში ინტენსიურები ვიყავით. ყოველთვის მჯეროდა, რომ გოლს აუცილებლად გავიტანდით.

ოპონენტზე:

ვიტყვი, რომ "ჰალმა" უზარმაზარი სამუშაო ჩადო და ისინი თავს ყველაფრით იცავდნენ. მათ კონტრშეტევაზე წასვლა არ შეეძლოთ, რადგან ვფიქრობ დაცვაში კარგად ვთამაშობდით და ბურთის დაკარგვის დროს, ყოველ ჯერზე ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ისინი ფანტასტიკურები იყვნენ. მათ ვულოცავ, კლუბის თავმჯდომარე რომ ვყოფილიყავი, მაიკ ფელანს სამსახურს აუცილებლად მივცემდი. ყველას თვალში ფეხბურთელებმა მაქსიმუმი დადეს. მათ მეტი არ შეეძლოთ და ამიტომ ფელანსა და "ჰალის" ბიჭებს ვულოცავთ.

რეშფორდის განსაკუთრებული წვლილი:

დიდი ღიმილი და დიდი ჩახუტება საკმარისია! მარკუსი ექსტრემალურად კარგად მუშაობდა ორივე მომენტში, მაშინ როდესაც შარში ვიყავით და გოლი გვჭირდებოდა. დღეს, ანგარიში იყო 0-0, ის მოვიდა და წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ყველა მასზე და იბრაზე ამბობს - მათ ერთად თამაში შეუძლიათ და ეს დღეს აჩვენეს. ბევრი მუშაობით მას ძირითადში ადგილის დამკვიდრება შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ბავშვი" არის ფორვარდი, რომელსაც ზლატანთან ერთად მოწინააღმდეგე გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ზოგჯერ, ზლატანი უკან იხევს, რადგან მას ბურთთან შეხება მოსწონს. რაც შეეხება მარკუსს, მისი მადა შეტევაა. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ.

ფელაინის შესახებ:

ვფიქრობ ბოლო ცვლილებაზე (ფელაინის გაცვლაზე), მაგრამ ვიყავი შეშინებული. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც შენ დომინირებ, დომინირებ და დომინირებ, ასეთ დროს მეტოქეს შეულია ამით ისარგებლოს და დაგამარცხოთ. მარუანი განსაკუთრებული ფეხბურთელია ჩვენთვის, ჩვენი დაცვითი თამაშისთვის. ვფიქრობ, ყველამ კარგად ითამაშა და ყველაფერი დადო.

ფანების განსაკუთრებული ემოცია:

ვნება იყო საოცარი. შენ იგებ ამ მატჩებს, თუ შენ გამარჯვება გსურს. თუ ხარ კომფორტულ სიტუაციაში და ფიქრობ, რომ ქულა არ არის ცუდი, შენ მოვლენების განვითარებას ელოდები, შენ არ იგებ, თუმცა, ბიჭებს ბოლომდე სჯერათ. რა თქმა უნდა, "ჰალთან" ვუხვარ, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს, გულშემატკივრების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, გულშემატკივრების იმავეს გრძნობდნენ და იცოდნენ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდით.

მენტალურმა მხარემ შეიძლება სხვაობა შექმნას:

ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მატჩი, დაწყებამდე. ვიცოდით გზა, თუ როგორ იცავდნენ ისინი საკუთარ თავს. ვიცოდით, რომ ტომ ჰადლსტოუნი 3 ხაზზე ითამაშებდა და ვიცოდით, რომ ისინი ორგანიზებულები იქნებოდნენ. ტაქტიკურად, შენ რაღაცების შეცვლა შეგიძლია, თამაშისთვის სიტუაციების მოტანა, პრობლემების მეტოქეებისთვის მოტანა და მენტალური მხარით სხვაობის შექმნა. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვფიქრობთ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა:

ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია - ჩემპიონობა. თუ სეზონის ბოლოს მეორე ადგილზე გავალთ, მესამე და მეოთხე ადგილები ჩვენთვის უკეთესი იქნება, ხოლო მეხუთე და მეექვსე ადგილი არასაკმარისი. ჩვენ ვთამასობთ, რომ მოვიგოთ მატჩები. თუ ვერ მოვიგებთ, ვერ მოვიგებთ, მაგრამ მენტალურად ბიჭები ყველაფერს დებენ. საოცარია, როდესაც ვიყურები და ვხედავ სკამზე მჯდარ ხალხს, რომელიც ჩვენს გოლზე ხტუნავს. ეს ჩემი ბიჭებისა და სამუშაოსთვის, პრივილეგიაა.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: temo300
28 აგვისტო 2016 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
მოურინიომ იცის თავისი საქმე და მე ვფიქრობ რომ წელს პრემიერლიგას მოვიგებთ. თან მისთვის უცხო ჩემპიონატიც არაა, იცის რომელი ფეხბურთელი სად უნდა ათამაშოს, ფელაინისაც მშვენიერი პოზიცია მისცა და ვნახოთ რა მე მჯერა მისი
0
№12
ავტორი: stepno
28 აგვისტო 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საოცარი მწვრთნელი ხარ ყოველთვის მინდოდა მანუში მოსულიყავიი და ბედნიერი ვარ რომ მოხვედი love love გამარჯვებულ გუნდში ხარ და თვითონაც გამარჯვებული ხარ ასე რომ გავიმარჯვებთ აუცილებლად love love love
0
№13
ავტორი: JuanMata
28 აგვისტო 2016 19:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფელაინის ტრავმა ჰქონია, ჟოზემ თქვა, ცოტა ხანი ფელას დასმა მომიწევს და ისიც არ ვიცი, ბელგიაში თუ წავაო.

საინტერესოა სიტისთან რა სასტავით დაიწყებს, ფელა თუ არ იქნება, ალბათ კერიკს დააყენებს.
0
№14
ავტორი: dachi_mu
29 აგვისტო 2016 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: JuanMata
ფელაინის ტრავმა ჰქონია, ჟოზემ თქვა, ცოტა ხანი ფელას დასმა მომიწევს და ისიც არ ვიცი, ბელგიაში თუ წავაო.

საინტერესოა სიტისთან რა სასტავით დაიწყებს, ფელა თუ არ იქნება, ალბათ კერიკს დააყენებს.

ძაან დიდი დანაკლისია რო დაიმტვრა ფელა,1 თვე არ იქნებაო,ალბათ შნეიდერლინს ვიხილავთ
0
№15
ავტორი: gela-manutd
29 აგვისტო 2016 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№16
ავტორი: KRUIFI
29 აგვისტო 2016 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Kargiaaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top