თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2016, 17:40
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3236,
კომენტარები: 13
მაიკლ კერიკი - 10 წელი "იუნაიტედში"
კერიკი სადებიუტო შეხვედრაზე საუბრობს.
მაიკლ კერიკი - 10 წელი
დღეს, "იუნაიტედის" 35 წლის ნახევარმცველის, მაიკლ კერიკის სადებიუტო შეხვედრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. მაიკლის პირველი მატჩი "იუნაიტედის" მაისურით, "ჩარლტონის" წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა.

United Review-თან მან კლუბში გატარებულ 10 წელზე და დებიუტზე ისაუბრა:

"როდესაც კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, მოვედი იმ იმედით, რომ გუნდში ადგილს დავიმკვიდრებდი.

ათი წლის შემდეგ, აქ ყოფნა, ღირსეული დროის გატარება და ბევრი რაღაცის მოგება ცოტა არ იყოს უცნაურა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ განსახორციელებელი კიდევ ბევრია.

მოკრძალებულ ფეხბურთელად აღიარებულმა კერიკმა ასევე თავმდაბლურად ისაუბრა "იუნაიტედში" საკუთარ მიღწევებზე. ინგლისელმა "იუნაიტედთან" ერთად 5 პრემიერ ლიგის ტიტული, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და მაისში ინგლისის თასი მოიგო.

მაისში, "კრისტალ პალასის" დამარცხებით მოპოვებული ასოციაციის თასის მოგებით, კერიკმა ყველა ადგილობრივი ტიტული მოიგო.

"ინგლისის თასი იყო რაღაც დიდი რელიქვია. ბევრი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ მე ის მივიღე. ის დღე ჩემთვის, მთელს კარიერაში ყველაზე ემოციური იყო,"


2012/13 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშემ განაცხადა, რომ ნებისმიერ რამის მოგება მადას უფრო ამძაფრებს.

"როდესაც ამას ხელში იღებ და მას გემოს უსინჯავ, გრძნობ, რომ კვლავ გინდა მოგება და არ ჩერდები,"



წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აგვისტო 2016 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ექსტრა კლასის ფეხბურთელი მაიკლი არასოდეს ყოფილა, მაგრამ გუნდში ყოველთვის საჭირო ფეხბურთელი იყო. კერიკისნაირი ფეხბურთელები ნაკლებად გაპიარებულები არიან, მაგრამ ესეთი ფეხბურთელები რომ არა გუნდში ბევრი პრობლენა იქნებოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ კერიკი რომ არ ყოფილიყო შეიძლება პრემიერ ლიგის მე-20 ტიტული ვერ მოგვეგო. იმ სეზონში კერიკი უბრალოდ შეუდარებელი იყო. მოკლედ მე დიდი გულშემატკივარი ვარ ამ ფეხბურთელის.

მადლობა ყველაფრისთვის მაიკლ love
0
№2
ავტორი: mogeba
23 აგვისტო 2016 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
უდავოდ მაგარი კაცია . winked ე.წ. მუშა საჯირო იგროკია გაიხარე მაიკლ კიდევ გაქაჩავ
0
№3
ავტორი: gela-manutd
23 აგვისტო 2016 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მაიკლ უმაგრესი ხარ მადლობა რაც მანჩესთვის გააკეთე და აკეთებ
0
№4
ავტორი: The Special One
23 აგვისტო 2016 18:58
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატებაში მაიკლს love მაგრამ ამისდა მიუხედავად მე უკვე ძირითადში მის ადგილს ვეღარ ვხედავ,მაგრამ მისი გამოცდლიბა გუნდს არც თუ ისე ძლიერი გუნდების წინააღმდეგ რათქმაუნდა გამოგვადგება 3d_13
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: manuchari
23 აგვისტო 2016 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მაგარი კაცია კერიკი ყოველთვის მუშა და დაუფასებელი იკო მაგრამ ემიუსთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ის დიდ თამაშებში გამოგვადგება მისი გამოცდილება აუცილებელია გუნდის ახალგაზდებისთვის
0
№6
ავტორი: zurazura
23 აგვისტო 2016 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
მე არ მახსოვს ამის თამაშები არც მანჩესი მაგ დროისთვის ცოტა არ იყოს არც ისე დიდი ვიყავი 10 წელია მანჩეს ფანი ვარ მაგრამ თამაშებს ხშირად ვერ ვყურობდი ალბათ მე ყველაზე უმცროსი ვარ თქვენს შორის რაც შეეხება კერიკს მიმოხილვებიდან და ნაყირები თამაშევიდან არ ჩანდა ცუდი და ჩემი აზრით შესანიშნავია ს
და დიდი დამსახურებას აქცს გუნდის წინსვლაში ძალიან ვაფასებ მას <3
0
№7
ავტორი: mogeba
23 აგვისტო 2016 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
მეც 2 წელია მის ადგილს ვერ ვხედავ ზირითადში wink
0
№8
ავტორი: dybbuk
23 აგვისტო 2016 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მის კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლები რომას გაუტანა, მემგონი მეტი დუბლი არც გაუტანია არასდროს wink
0
№9
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
yoveltvis dasafasebelia eseti ertdguli da shromis moyvare fexburtelebi❤️
0
№10
ავტორი: LASHQARA
23 აგვისტო 2016 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
როგორ მიყვარს ეს კაცი შენ გენაცვალე ერთერთი ის პიროვნება ვისი ხილვაც იუნაიტედის მაისურით სულ მიხარიაა კიდევ დიდხანს გეგორებინოს ბურთი მაიკლ love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top