თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2016, 17:40
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3235,
კომენტარები: 13
მაიკლ კერიკი - 10 წელი "იუნაიტედში"
კერიკი სადებიუტო შეხვედრაზე საუბრობს.
მაიკლ კერიკი - 10 წელი
დღეს, "იუნაიტედის" 35 წლის ნახევარმცველის, მაიკლ კერიკის სადებიუტო შეხვედრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. მაიკლის პირველი მატჩი "იუნაიტედის" მაისურით, "ჩარლტონის" წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა.

United Review-თან მან კლუბში გატარებულ 10 წელზე და დებიუტზე ისაუბრა:

"როდესაც კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, მოვედი იმ იმედით, რომ გუნდში ადგილს დავიმკვიდრებდი.

ათი წლის შემდეგ, აქ ყოფნა, ღირსეული დროის გატარება და ბევრი რაღაცის მოგება ცოტა არ იყოს უცნაურა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ განსახორციელებელი კიდევ ბევრია.

მოკრძალებულ ფეხბურთელად აღიარებულმა კერიკმა ასევე თავმდაბლურად ისაუბრა "იუნაიტედში" საკუთარ მიღწევებზე. ინგლისელმა "იუნაიტედთან" ერთად 5 პრემიერ ლიგის ტიტული, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და მაისში ინგლისის თასი მოიგო.

მაისში, "კრისტალ პალასის" დამარცხებით მოპოვებული ასოციაციის თასის მოგებით, კერიკმა ყველა ადგილობრივი ტიტული მოიგო.

"ინგლისის თასი იყო რაღაც დიდი რელიქვია. ბევრი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ მე ის მივიღე. ის დღე ჩემთვის, მთელს კარიერაში ყველაზე ემოციური იყო,"


2012/13 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშემ განაცხადა, რომ ნებისმიერ რამის მოგება მადას უფრო ამძაფრებს.

"როდესაც ამას ხელში იღებ და მას გემოს უსინჯავ, გრძნობ, რომ კვლავ გინდა მოგება და არ ჩერდები,"



წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: jokero89
23 აგვისტო 2016 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
kargi xar
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
23 აგვისტო 2016 22:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Sachiro fexburteli iko koveltvis maikli
0
№13
ავტორი: stepno
24 აგვისტო 2016 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უძლიერესი ხარრ ძალიან ძალიან მაგარიი ხარრრ love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top