თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2016, 11:14
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3216,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ბლეკეტმაც დატოვა
კლუბს კიდევ ერთი ახალგაზრდა ტოვებს.
"იუნაიტედის" 22 წლის ინგლისელი მცველი, ტაილერ ბლეკეტი კოლეგა და თანამემამულე, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის მსგავსად, კარიერას 1-წლიანი იჯარით ჩემპიონშიპში გააგრძელებს. ტაილერი იაპ სტამის "რედინგს" შეუერთდა.

ბლეკეტი, რომელიც მანჩესტერში დაიბადა, "იუნაიტედის" აკადემიაში 2002 წლიდან ირიცხება. მან პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის დროს ჩაატარა და ჰოლანდიელის მწვრთნელობისას 12 შეხვედრის ჩატარება შეძლო.

ფიზიკურად განვითარებულმა მცველმა, რომელსაც თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია, 2015/16 წლების სეზონში "სელტიკში" ითხოვა განათხოვრება და შოტლანდიის ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარა.

ზაფხულში ბლეკეტი გუნდში დაბრუნდა და "უიგანის" წინააღმდეგ ჟოზე მოურინიოს პირველ მატჩში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ 22 წლის ინგლისელმა იჯარით წასვლა გუნდში დიდი კონკურენციის გამო გადაწყვიტა.

სტამმა, "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და "რედინგის" მთავარმა მწვრთნელმა, ბლეკეტის გადმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "როგორც ვიცით, ტაილერი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც "იუნაიტედის" პირველ გუნდში უთამაშია. მას როგორც ცენტრში, ასევე დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. ტაილერს დიდი პოტენციალი აქვს და ასევე სწრაფი, ათლეტური და ძლიერია. როგორც მცველს, მას შეუძლია შეტევაში წასვლა, მეორე სართულზე ბრძოლა. ტაილერი არის ის, ვინც შემადგენლობაში გვჭირდებოდა,"
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: David de Gea 1
23 აგვისტო 2016 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
კაი ჯოზე რო ანათხოვრებს ახალგაზრდებს და არ ყიდის მომავალში გამოგვადგებიან
0
№2
ავტორი: Lady in red
23 აგვისტო 2016 11:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს ბიჭები ძალიან რთულ დროს გამოვიდნენ მოედანზე და არცერთ მათგანს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მათ სჭირდებათ განვითარება, გამოცდილება და შემდეგ იმედია გუნდს გამოადგებიან. ამ ეტაპზე მათი გაშვება გამართლებულია, მათთვის ასე სჯობს.
0
№3
ავტორი: gela-manutd
23 აგვისტო 2016 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ცარმატებები ტეილორ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აგვისტო 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამის დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება. კარგი მცველია და მჯერა უფრო განვითარდება. ცოტა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს და მერე დარწმუნებული ვარ პირველ გუნდშიც მიეცემა შანსი.
0
№5
ავტორი: deqstera
23 აგვისტო 2016 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბლეკეტიც, ბორტვინიც, ფერეირაც, იანუზაიც უნდა იყვნენ პრემიერლიგის გუნდებში სანამ მანჩესტერში დაბრუნდებიან, რადგან ჩემპიონშიფში უიგანის ლიდერი პაუელიც იყო მაგრამ იუნაიტედში ვერქაჩავდა...

ისე ბლეკეტი უკვე 22 წლის არის და გაუჭირდება მაინც იუნაიტედის დონის დადება...
0
№6
ავტორი: tyeshela1
23 აგვისტო 2016 12:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: ვახო ( G G M U)
ამის დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება. კარგი მცველია და მჯერა უფრო განვითარდება. ცოტა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს და მერე დარწმუნებული ვარ პირველ გუნდშიც მიეცემა შანსი.

:| ფიზიკურად ამაზე ძლიერი მცველი არც გვყავს და მეტი რაღა უნდა მოძლიერცეს
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
23 აგვისტო 2016 12:10
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფიზიკურად ნამდვილად კარგი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ეს არ კმარა. იჯარა ამისთვის, ბორტუიკასთვისა და კიდევ სხვა მოთამაშეებისთვის იდეალური ვარიანტია. წარმატებებს ვუსურვებ და იმედია გუნდში გაუმჯობესებული დაბრუნდება
0
№8
ავტორი: JuanMata
23 აგვისტო 2016 12:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგია, სკამზე ჯდომით ვერ განვითარდები, თან დავინახავთ კარგად არის თუ არა ბლეკეტი მანჩესტერის დონის.

მოკლედ ძაან კარგად წარმართა ჟოზემ გუნდის პოლიტიკა, ლუის დროინდელი ძირითადი ბირთვი დატოვა, თავისი დაამატა, ახალგაზრდები იჯარით გაუშვა, ვუსაც შანსი ნაკლებად ექნებოდა. მომავალ სეზონში უკვე კარგი, ჩამოყალიბებული გუნდი გვექნება, დაწყობილი, დალაგებული, შეთამაშებული.

ვან გაალმა ისე არია ყვრლაფერი, არ მჯეროდა რომ გუნდის დალაგებას ასე მალე შეძლებდა. საუკეთესო ვარიანტია ნამდვილად.

მოურინიომ იცის როგორ დააბალანსოს და გაააძლიეროს გუნდი უმოკლეს დროში, იმედი მაქვს, რომ მანჩესტერში იმასაც შეძლებს, ერთ და ორ სეზონიანი მწვრთნელი არ იყოს, თავის დაწყობილ და დალაგებულ გუნდს დიდხანს უხელმძღვანელოს.
0
№9
ავტორი: stepno
23 აგვისტო 2016 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მართლა ძალიან ნიჭიერიაა და იმედიაა რო კიდევ უფროო მოძლიერდება და კარგ გამოცდილებას მიიღებს
0
№10
ავტორი: PaLoMo
23 აგვისტო 2016 13:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: deqstera
ბლეკეტიც, ბორტვინიც, ფერეირაც, იანუზაიც უნდა იყვნენ პრემიერლიგის გუნდებში სანამ მანჩესტერში დაბრუნდებიან, რადგან ჩემპიონშიფში უიგანის ლიდერი პაუელიც იყო მაგრამ იუნაიტედში ვერქაჩავდა...

ისე ბლეკეტი უკვე 22 წლის არის და გაუჭირდება მაინც იუნაიტედის დონის დადება...

Premierligashi mainc zamenaze iqneba da shipshi kide sheudzlia bevri match is chatareba da gamocdilebis migeba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top