თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2016, 11:14
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3219,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ბლეკეტმაც დატოვა
კლუბს კიდევ ერთი ახალგაზრდა ტოვებს.
"იუნაიტედის" 22 წლის ინგლისელი მცველი, ტაილერ ბლეკეტი კოლეგა და თანამემამულე, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის მსგავსად, კარიერას 1-წლიანი იჯარით ჩემპიონშიპში გააგრძელებს. ტაილერი იაპ სტამის "რედინგს" შეუერთდა.

ბლეკეტი, რომელიც მანჩესტერში დაიბადა, "იუნაიტედის" აკადემიაში 2002 წლიდან ირიცხება. მან პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის დროს ჩაატარა და ჰოლანდიელის მწვრთნელობისას 12 შეხვედრის ჩატარება შეძლო.

ფიზიკურად განვითარებულმა მცველმა, რომელსაც თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია, 2015/16 წლების სეზონში "სელტიკში" ითხოვა განათხოვრება და შოტლანდიის ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარა.

ზაფხულში ბლეკეტი გუნდში დაბრუნდა და "უიგანის" წინააღმდეგ ჟოზე მოურინიოს პირველ მატჩში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ 22 წლის ინგლისელმა იჯარით წასვლა გუნდში დიდი კონკურენციის გამო გადაწყვიტა.

სტამმა, "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და "რედინგის" მთავარმა მწვრთნელმა, ბლეკეტის გადმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "როგორც ვიცით, ტაილერი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც "იუნაიტედის" პირველ გუნდში უთამაშია. მას როგორც ცენტრში, ასევე დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. ტაილერს დიდი პოტენციალი აქვს და ასევე სწრაფი, ათლეტური და ძლიერია. როგორც მცველს, მას შეუძლია შეტევაში წასვლა, მეორე სართულზე ბრძოლა. ტაილერი არის ის, ვინც შემადგენლობაში გვჭირდებოდა,"
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2016 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ერთ წლიანი იჯარა კი არა 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
23 აგვისტო 2016 13:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Imedia ganvitardeba
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აგვისტო 2016 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: tyeshela1
ციტატა: ვახო ( G G M U)
ამის დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება. კარგი მცველია და მჯერა უფრო განვითარდება. ცოტა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს და მერე დარწმუნებული ვარ პირველ გუნდშიც მიეცემა შანსი.

:| ფიზიკურად ამაზე ძლიერი მცველი არც გვყავს და მეტი რაღა უნდა მოძლიერცეს

არ გვყავს??? ბაი და სმოლინგი აბა თავდამსხმელები არიან??? belay
0
№14
ავტორი: LASHQARA
23 აგვისტო 2016 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სტამისთვის მემეტება ეს ახალგაზრდები love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top